– „ჰუსიტებს“ უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენთვის ზიანის მიყენების მცდელობებისთვის მძიმედ ვაზღვევინებთ, ვისაც შეხსენება სჭირდებათ, შეუძლიათ, ეწვიონ „ჰოდეიდას“ პორტს

„ჰუსიტებს“ ამ დრომდე უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენთვის ზიანის მიყენების მცდელობებისთვის მძიმედ ვაზღვევინებთ, მათ, ვისაც შეხსენება სჭირდებათ, შეუძლიათ, ეწვიონ „ჰოდეიდას“ პორტს, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ბალისტიკური რაკეტის გაშვებას.
„ვინც თავს დაგვესხმება, ვერ გაგვექცევა, „ჰამასი“ ამას უკვე სწავლობს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ღაზას ტერორისტული დაჯგიფება განადგურდება და მძევლებს გაათავისუფლებს.
ცნობისთვის, დღეს იემენიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა „ჰუსიტების“ სამხედრო პრესსპიკერმა, იაჰია სარიმ აიღო.ს

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ