22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გააანალიზეთ მშობლებთან ურთიერთობები, გადახედეთ ცხოვრების პირობებს და მიიღეთ შესაბამისი ზომები, გაარკვიეთ, რისკენ ისწრაფვით და, საერთოდ, რა გინდათ ცხოვრებისგან. კურო შეეცადეთ, დაალაგოთ ურთიერთობები ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, თანამშრომლებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, მოიყვანეთ წესრიგში თქვენი გარემო, მოიცილეთ არაკეთილმოსურნეები და დატოვეთ თქვენთვის მისაღები და საინტერესო ადამიანები. ტყუპები დროა, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ ფინანსური საკითხების მიმართ, გაწერეთ ხარჯები და საჭიროებები, იფიქრეთ […]

რამდენად იყიდით დოლარს და ევროს – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6953 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9382 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9476 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0094 ლარი შეადგინა.

რუსეთზე დრონებით შეტევა იყო – ტუაფსეში ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში

დღეს, 22 ივლისს დილით, რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო. მათ შორის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის მტკიცებით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა ქარხნის ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა. ამასთან, რუსული ტელეგრამ-არხის, „ოსტოროჟნო ნოვოსტის” მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ხანძარი მას შემდეგ დაიწყო, რაც დრონი […]

ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ უხერხემლო პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლა აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას ნიშნავს, რუსული ცრუ პროპაგანდაა – საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უცვლელი დარჩება

„ქართული ოცნების“ უხერხემლო პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლა ნიშნავს შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლას ისეთი ანტიდემოკრატიული რეჟიმების მიმართ როგორიც “ქართული ოცნებაა,” ეს არის რუსული ცრუ პროპაგანდა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, საპრეზიდენტო რბოლაში, რესპუბლიკელების კანდიდატი გაიმარჯვებს თუ დემოკრატების კანდიდატი შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უცვლელი დარჩება. „ჯო […]

Lineate-ი აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ ერთი ოფისის გახსნას გეგმავს – გიორგი ციკოლია

2025 წელს, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ი აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ ერთი ოფისის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, მაგრამ ქვეყანა არ დაუკონკრეტებია. „მოხარული ვარ, რომ რეგიონში ჩვენი კომპანიის ცენტრი საქართველოა“, – ამბობს გიორგი ციკოლია. „წერტილთან“ ინტერვიუში მან Lineate-ის სომხეთის და პოლონეთის ოფისებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანაში განვითარებას განაგრძობენ. […]

ქავთარაძის ქუჩაზე ცათამბჯენები აშენდება – „თავის დროზე ასეთი შეცდომა ამერიკაში დაუშვეს, რამაც სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია“

გასული წლის ბოლოს საკრებულომ თბილისში, ქავთარაძის ქ.#22ა და 22ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. საუბარია ყოფილი, „ინტურისტის“ ავტოსადგომის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია განთავსდეს 1 საოფისე ფართი და 2 საცხოვრებელი კორპუსი. მსენებელი კომპანია „დომუსის“ გეგმის მიხედვით კორპუსების სიმაღლეები 23, 30 და 10 სართული იქნება. 3 ბლოკისგან შემდგარი კომპლექსის ორი ცათამბჯენი საცხოვრებელ შენობას […]

ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავისი ქვეყნის სახელით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის ურყევი მხარდაჭერისთვის. მას შემდეგ, რაც 21 ივლისს, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და აშშ-ის ინტერესების გამო გადაწყვიტა მეორე ვადით კენჭი აღარ იყაროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პატივს სცემენ მის რთულ, მაგრამ ძლიერ გადაწყვეტილებას. […]

“დრიმლენდ ოაზისი ჩაქვი” გაფართოებას გეგმავს – როგორ პასუხობს სასტუმრო გამოწვევებს?

“გამოწვევაა 12 თვეზე თუ არა, 6 თვეზე მაინც ისე დატვირთვა, რომ მთელი წლის შემოსავლებზე აისახოს”, – ამის შესახებ BM.GE-სთან Dreamland Oasis Chakvi-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, მამისა ვარშალომიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კომპანიამ ამ მიზეზით სხვადასხვა აქტივობის განხორციელება დაიწყო, მათ შორის საქმიანი ტურიზმის მიმართულებით. “სხვადასხვა ღონისძიებით სასტუმროს დატვირთვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სექტემბერში თითქმის ყველა სამუშაო დღე დატვირთულია. […]

“მნიშვნელოვანია, ქვეყანაში საერთაშორისო ფონდები შემოვიდნენ” – რა გამოწვევები აქვს ბიოტექნოლოგიურ სექტორს?

ბიოტექნოლოგიური კომპანია Oxgen solutions-ის დამფუძნებელი, ვლადიმერ ბარამიძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ბიოტექნოლოგიური სექტორის გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ბიოტექნოლოგიური მიმართულებით, საჭიროა ცნობიერების ამაღლება, რათა სექტორი განვითარდეს. ასევე, მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაც. „ვაწარმოებთ რეაქტივებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მოლეკულური ბიოლოგიური ანალიზები გავაკეთოთ, რაშიც შედის დნმ-ისა და რნმ-ის კვლევაც. ეს საშუალებას გვაძლევს ონკოლოგიური, ინფექციური და სხვა კვლევების მიმართულებებით […]

“მეღვინეებს რთველის და სხვა პროექტების დაფინანსებაზე მზაობა განვუცხადეთ” – გიორგი თხელიძე

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი თხელიძის განცხადებით, თიბისი მზადაა მეღვინეებს რთველი და სხვა პროექტები დაუფინანსოს. ამის შესახებ მან გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” განაცხადა. მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ რთველის სეზონი ახლოვდება, თიბისიმ მეღვინეებს სექტორის კვლევა წარუდგინა. “სექტემბერი და შემოდგომა, პირველ რიგში, მაინც რთველთან ასოცირდება. ჩვენ ცოტა ხნის წინ გვქონდა შეხვედრა ქართველ მეღვინე პარტნიორებთან. მათ წარვუდგინეთ […]