საქართველოს რკინიგზა 1 აგვისტოდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით და 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა იტყობინება. ასევე, 1 აგვისტოდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმი-თბილისის ღამის სამგზავრო მატარებელი.

რუსეთი: გავანადგურეთ 75 უკრაინული დრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 22 ივლისის ღამეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 75 უკრაინული დრონი გაანადგურა. უწყების მონაცემების მიხედვით, 47 დრონი როსტოვის ოლქში, 17 – აზოვისა და შავი ზღვის თავზე, ხოლო დანარჩენი 8 – ბელგოროდის, ვორონეჟისა და სმოლენსკის ოლქებში გაანადგურეს. კრასნოდარის მხარეში, ტუაფსესთან ახლოს ცეცხლი გაუჩნდა ნავთობბაზას. რუსეთის მტკიცებით საწარმოს ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები მოხვდა და […]

მედვედევი: ბაიდენი მორჩა, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები” მიღწეული იქნება

“ბაიდენი მორჩა”, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას. “ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება”, – წერს მედვედევი ტელეგრამზე.

ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს. ზელესნკი აღნიშნავს, რომ ბაიდენი უკრაინას ქვეყნის ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში უჭერდა მხარს, ეხმარებოდა პუტინის ოკუპაციის თავიდან აცილებაში და აგრძელებს მათ მხარდაჭერას მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში. გარდა ამისა, ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა პატივს სცემს […]

ბარაქ ობამა ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნაზე – ვიცი, არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ არ სჯეროდეს, რომ სწორი იყო ამერიკისთვის

ვიცი, რომ ჯოს არასოდეს დაუხევია ბრძოლაში უკან, ვიცი, რომ ის არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ არ სჯეროდეს, რომ ეს სწორი იყო ამერიკისთვის, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას. „ვიცი, რომ ჯოს არასოდეს დაუხევია ბრძოლაში უკან. ვიცი, ის არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ არ სჯეროდეს, […]

CNN – კამალა ჰარისს დემოკრატიული პარტიის ყველა ლიდერმა დაუჭირა მხარი

შტატების დემოკრატიული კომიტეტების ასოციაციის ცნობით, დემოკრატიული პარტიის ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლებას. „ვამაყობ იმით, რომ შტატების პარტიის თავმჯდომარეები, ვიცე-თავმჯდომარეები და აღმასრულებელი დირექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის უკან“, – აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე კენ მარტინი X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე განმარტებით, პარტიის ლიდერები ყველა დონეზე არჩევნებში […]

დენი გაითიშება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 22 ივლისს თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება. მათი ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება თბილისის შემდეგ ქუჩებს: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 ივლისს ქუთაისში +34 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში ღრუბლიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +33 […]

გერმანიაში დაკარგულ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ – როგორც გერმანიის ქართული სათვისტომოს ფეისბუქ ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დაკარგულია 69 წლის შოთა კაპანაძე. ის ბერლინში 12 ივლისს ჩავიდა და ლაიფციგში უნდა წასულიყო, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. დაკარგულს აცვია თეთრი ზოლიანი პერანგი, შავი შარვალი და ფეხსაცმელი და ახურავს შავი კეპი. თან აქვს ლურჯი Adidas-ის ზურგჩანთა.