რუსეთის სასამართლომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტს 6.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ საიდუმლო სასამართლო პროცესის შემდეგ რადიო თავისუფლების (Radio Free Europe/Radio Liberty) რუს-ამერიკელ ჟურნალისტს, ალსუ კურმაშევას 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას გამოცემა Associated Press (AP) სასამართლო ჩანაწერებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის რედაქტორს თათრეთის უზენაესი სასამართლო რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს. საქმის დეტალები და მუხლი, რომლითაც კურმაშევა […]

უკანონოდ დაკავებული ლუკა კინწურაშვილი მოსამართლემ ნაწილობრივ გაამართლა

9 ივლისს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე, ლუკა კინწურაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ ნაწილობრივ გაამართლა. როგორც ტაბულას კინწურაშვილის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ უთხრა, მოსამართლემ დაადგინა, რომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ჩაგუნავამ კინწურაშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა დაკავების პროცესში ერთ-ერთი პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. “ოქმი შედგენილი იყო 173-ე მუხლის პირველი […]

„The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართულ სტენდთან ნამდვილი ზეიმი იყო“

The National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს წარდგენას ეხმაურება ფესტივალის მონაწილე შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ამდენი ხალხი ენთუზიაზმით გვისმენდა, სინჯავდა კერძებს. The National Geographic Traveller Food Festival-ზე ყველაზე ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან: სიმხიარულე, ფანტასტიკური ღვინო და კერძები, ნამდვილი დღესასწაული იყო. ასეთი ფესტივალები აუცილებელია საქართველოს პოპულარიზაციისთვის. […]

ინფორმაციის მიღების რომელ საშუალებებს აქვს მეტი ნდობა საქართველოში? – „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ტელევიზიაა. 49% სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას, 21% – სოციალური მედიას, 19% – ინტერნეტს (სოციალური მედიის გარდა), 4% – ოჯახის წევრებს, 3% – მეზობლებს და მეგობრებს. საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად მეორე ძირითადი წყარო სოციალური […]

,,რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს რუსეთში 6,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თათარსტანის უზენაესმა სასამართლომ “რადიო თავისუფლების” თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა დამნაშავედ ცნო რუსული არმიის შესახებ „ყალი“ ამბების გავრცელებაში და ექვსნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე რუსულმა სასამართლომ დახურულ კარს მიღმა განიხილა. Associated Press -ის ინფორმაციით, განაჩენი გასულ პარასკევს გამოიტანეს. ალსუ კურმაშევა 1998 წლიდან პრაღაში ცხოვრობს. გასული წლის მაისში ის მშობლიურ ქალაქ ყაზანში ავადმყოფი დედის მოსანახულებლად ჩავიდა. […]

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა

22 ივლისს ევროკავშირმა ექვსი თვით გაახანგრძლივა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდის თანახმად, სანქციები ძალაში 2025 წლის იანვრის ბოლომდე იქნება. “ეს სანქციები, რომლებიც პირველად 2014 წელს ამოქმედდა, 2022 წლის თებერვლიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ”, – ნათქვამია განცხადებაში. სანქციები მოიცავს დარგობრივი ზომების ფართო სპექტრს, […]

„კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულების შეჩერებას გამოეხმაურა

ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განკარგულების შეჩერებაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე მიუთითებს და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევაზე სვამს აქცენტს. „დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, ამჯერად უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ […]

ესპანეთის პრემიერს მეუღლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარე საქმეზე მოწმის სახით დაკითხავენ

ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს თავისი მეუღლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარე საქმეზე გამოძიება მოწმის სახით დაკითხავს. „როიტერის“ ცნობით, პრემიერს გამომძიებელი მოსამართლე მისავე რეზიდენციაში 30 ივლისს დაკითხავს. სანჩესის მეუღლის, ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო კორუფციისა და გავლენით სარგებლობის გამო. კერძოდ, სასამართლო ცდილობს, დაადგინოს, ისარგებლა თუ არა პრემიერის მეუღლის სტატუსითა და მდგომარეობით გომესმა, რათა მიეზიდა სპონსორები იმ […]

გამოკითხულთა 34% სასამართლო სისტემას არ ენდობა – CRRC

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 34% სასამართლო სისტემას არ ენდობა, აქედან 18% საერთოდ არ ენდობა, 16% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა. „CRRC-საქართველოს“ წინა კვლევასთან შედარებით, სასამართლოსადმი ნდობის მაჩვენებელი 2%-ითაა შემცირებული. 2021 წელს, სასამართლოს გამოკითხულთა 36% ენდობოდა. 2024 წლის კვლევით, სასამართლო სისტემას სრულად გამოკითხულთა მხოლოდ 7% […]

ევროკავშირზე ეკონომიკური დამოკიდებულება 23.8%-მდე გაიზარდა – ICC საქართველო

ICC საქართველომ EBIT GROUP-თან ერთად მომზადებული საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირზე ეკონომიკური დამოკიდებულება 23.8%-ი იყო, წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 22.5%. სხვა ქვეყნებზე ეკონომიკური დამოუკიდებლობა – 61.3%-ია, აქედან რუსეთსა და თურქეთზე მოდის 15-15%, აშშ-ზე – 8%. „ევროკავშირმა შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან 2024 წლის პირველ კვარტალში, მიუხედავად ისეთი […]