გიორგი მსხილაძე – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტის შეჩერება პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევაა – დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას და ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოვუწოდებთ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტის შეჩერება პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევაა – დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოვუწოდებთ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს გაუგონარი რამ ხდება, რაც ქვეყნის ტრაგედიაა და არავის აქვს უფლება, დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფოს […]

მსხილაძე წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერებაზე: სასამართლოს კლანური მმართველობის დასტურია

დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. ამჯერად, საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი. მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. პირველი, თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ. მეორე, ეს […]

,,ოდნავ შეშლილი” პრეზიდენტების სეზონი ღიადაა გამოცხადებული” – რას წერს დავით ქართველიშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,დასრულდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მორიგი “მასტერ-კლასი” ქართველი ტელეჟურნალისტების ერთი ნაწილისთვის. ყოველთვის მიკვირს, რისი იმედი აქვთ, პარტიულ რედაქციებში მომზადებული “ცბიერი” შეკითხვებით რომ ცდილობენ მორიგ ჯერზე თავისი არაკომპეტენტურობის საჯაროდ გამოჩენას. მათი მხრიდან პრემიერის დღევანდელი “ტორპედირებისას” მე ჩემი ფავორიტი შეკითხვა შევარჩიე: რას ფიქრობთო სალომე ზურაბიშვილის მიმართვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის […]

ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს

ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ევროკომისიის გადაწყვეტილებას დღეს ევროკავშირის საბჭოზე მხარი დაუჭირეს საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. როგორც „როიტერი“ წერს, სომხეთთან უვიზო რეჟიმი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ქვეყანა დააკმაყოფილებს კონკრეტულ პირობებს. ამასთან, პროცესმა შესაძლოა, რამდენიმე წელიწადს გასტანოს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, „ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში, რომელიც დაფუძნებულია […]

„ამ ეტაპზე წარმოების ზრდას არ ვაპირებთ, რადგან ძალიან დიდი რისკია, რომ თურქეთიდან კვერცხი დემპინგურ ფასად შემოვიდეს“

მეფრინველეობის კომპანია “კოდას” დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. როგორც კომპანიის დირექტორი “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, მეწარმეებისთვის, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის დემპინგურ ფასად შემოტანა, ისევ დგას. მისივე ინფორმაციით, “კოდას” აქვს რესურსი, რომ წარმოება გაზარდოს, თუმცა ამ ეტაპზე თავს სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო იკავებს. “გვინდა, თუმცა, ამ ეტაპზე წარმოების ზრდას არ ვაპირებთ, რადგან ძალიან […]

ენერგეტიკული სასმელების გაყიდვები 73%-ით გაიზარდა – Vox

მსოფლიოში ენერგეტიკული სასმელების გაყიდვები იზრდება. გამოცემა Vox-ი წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2018-2023 წლებში ამ პროდუქტის რეალიზაციამ 73%-ით მოიმატა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა თითქმის ნახევარი ამ პროდუქტს კვირაში რამდენჯერმე მოიხმარს. განსაკუთრებით მაღალია ენერგეტიკული სასმელების მოხმარება 18-დან 34 წლამდე ასაკის მამაკაცებში. უახლოეს 5 წელიწადში კი შტატებში ენერგეტიკული სასმელების ბაზრის მოცულობამ შესაძლოა 30 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. […]

ტრაგედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე – რატი ბრეგაძე

ტრაგედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე – რატი ბრეგაძე ტრაგედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე, პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ყველამ იხილა, რა დამოკიდებულება ჰქონა „ნაცმოძრაობას“ პატიმრების მიმართ. „ოპოზიციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“. რა თქმა უნდა, […]

დემოკრატი კანონმდებლები და დონორები კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებენ

პრეზიდენტ ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, დემოკრატმა კანონმდებლებმა, გუბერნატორებმა, დონორებმა მალევე გამოუცხადეს მხარდაჭერა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ბაიდენმა კვირას, ნაშუადღევს, საარჩევნო კამპანიის დასრულების თაობაზე გაკეთებული პირველი განცხადების შემდეგ, მეორე განცხადებაც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ პარტიის ნომინანტად ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს დაუჭერს მხარს. დემოკრატებს კი მოუწოდა, გაერთიანდნენ დონალდ ტრამპის დასამარცხებლად. 59 წლის ჰარისი, რომელმაც მალევე თქვა, რომ ნომინაციის მიღებაზე […]

პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოში კანდიდატის შეჩერებაზე პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულების შეჩერებაზე “ისტორიაში უპრეცედენტოდ” შეაფასა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეფასებით, ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, ასევე, კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის. ის მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, საკითხზე სათანადო რეაგირება მოახდინონ. “დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – ამჯერად […]

ხორვატიაში მოხუცებულთა თავშესაფარში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ხორვატიაში, ქალაქ დარუვარში მოხუცებულთა თავშესაფარში სროლას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხორვატიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 22 ივლისს მამაკაცი მოხუცებულთა თავშესაფარში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. როგორც ცნობილია, ხუთი ადამიანი თავდასხმისას ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილთა რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. “შეძრწუნებულები ვართ ხუთი ადამიანის მკვლელობით მოხუცებულთა თავშესაფარში. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ვიმედოვნებთ, რომ დაჭრილები გამოჯანმრთელდებიან. კომპეტენტური სამსახურებისგან ველი […]