„საქართველოსთვის National Geographic-ის ფესტივალში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ვიზიტორების მოსაზიდად“ – მეთ მიდვორსი

The National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს გამოცემის კომერციული დირექტორი. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მეთ მივდვორსის განცხადებით, საქართველომ ფესტივალში მონაწილეობით დიდი წარმატებას მიაღწია. „საქართველოსთვის National Geographic-ის გასტრონომიულ ფესტივალში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის. საქართველოს შეუძლია შთააგონოს და მოიზიდოს ვიზიტორები თავისი კვებისა და ღვინის მდიდარი კულტურით. ძალიან მოახარული ვარ, რომ ამ ფესტივალში საქართველოა წარმოდგენილი“,-განაცხადა […]
გამოკითხულთა 88% სოციალური ქსელებიდან Facebook-ს იყენებს – სოც-ქსელების რეიტინგი

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულ 88% სოციალური ქსელებიდან Facebook-ს იყენებს; 9% – საერთოდ არ სარგებლობს Facebook-ით. Instagram-ს გამოკითხულთა 34% იყენებს, 63% – არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი; X-ს, იყენებს – 4%, 93% – არ იყენებს, 3%-ს არ აქვს პასუხი; Youtube – იყენებს – 60%, […]
,, სასამართლოს კლანური მმართველობის კიდევ ერთი დასტური” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ,,საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. ამჯერად უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს […]
შემოსავლების სამსახური – დისტანციური და ელექტრონული სერვისების მოხმარების საერთო მაჩვენებელი 90%-ზე მეტია

2024 წლის, 7 თვის მონაცემების მიხედვით, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობამ 152 136 შეადგინა, რაც წინა 2 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 38 %-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ელექტრონული მომსახურების ფართო ხელმისაწვდომობის შედეგია, სერვისცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება და ელექტრონული სერვისების მოხმარების საერთო მაჩვენებლის 90%-ზე მეტი ნიშნულის მიღწევა. „2024 წლის მაისის […]
სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში მოსამართლის 18 ვაკანტურ ადგილზე განცხადებების მიღება იწყება

სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში მოსამართლის 18 ვაკანტურ ადგილზე განცხადებების მიღება იწყება – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განცხადებები 2024 წლის 23 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული ფორმით მიიღება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვაქვეყნებთ „სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში არსებულ მოსამართლის […]
კლიმოვი შეკითხვას ქართული ოცნების შესაძლო დახმარებაზე სირიის მაგალითით პასუხობს

საქართველოში დაფუძნებული პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ავრცელებს რუსეთის ფედერალური საბჭოს სენატორის, ანდრეი კლიმოვის ინტერვიუს. რუსი პოლიტიკოსის გვერდზე ვიდეოში პრორუსი და პუტინისტი ქართველი ბიზნესმენი, მამუკა ფიფია დგას, რომელიც გასულ დღეებში რუსეთის მეგობართა კლუბის შეკრებას ესწრებოდა. პუტინისტური პარტიის წარმომადგენელმა ჩანაწერში კლიმოვს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა რუსეთი, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადატრიალება თავიდან ააცილოს. დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს დასავლეთი საქართველოში […]
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სამი დღით ჩინეთს ესტუმრება რუსეთთან ომის სამშვიდობო მოწესრიგებაზე სასაუბროდ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 23-25 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მოწვევით. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით ორმხრივ თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებს შორის მხარეები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის თაობაზეც იმსჯელებენ. “განხილვის მთავარი თემა იქნება რუსეთის აგრესიის შეჩერების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი მდგრადი და სამართლიანი […]
რინკევიჩი: “საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა”

“თუკი ქვეყანა არ ასრულებს იმ ორგანიზაციების პირობებს, რომლის წევრობაც სურს, და არ იზიარებს მის ღირებულებებს, ეს ცხადია, მისი სუვერენული უფლებაა. მაგრამ მეორე მხარესაც ასეთივე უფლება აქვს, არ სურდეს მიიღოს თავის წრეში ის, ვინც განსხვავებულ გზას ირჩევს” – ამბობს ლატვიის პრეზიდენტი “ამერიკის ხმასთან”
“მარცხი განვიცადეთ” – საიდუმლო სამსახურის დირექტორი ტრამპზე თავდასმის შესახებ

ორშაბათს, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩითლმა კონგრესის წინაშე აღიარა, რომ მან და მისმა სააგენტომ მარცხი განიცადეს, როდესაც პოტენციურმა მკვლელმა, 13 ივლისს, პენსილვანიაში, რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი დაჭრა. „ჩვენ მარცხი განვიცადეთ. როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი, უსაფრთხოების ნებისმიერ ხარვეზზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“, – განაცხადა ჩითლმა წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტისთვის მიცემულ ჩვენებაში. საიდუმლო სამსახურის დირექტორი, […]
რუსებსა და ბელარუსებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ჯაშუშობის რისკის გამო ვიზები არ მისცეს

საფრანგეთმა 100-მდე ჟურნალისტს, თერაპევტსა და ტექნიკოსს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა. პარიზში ვიზების შეზღუდვის მიზეზად ჯაშუშობასთან დაკავშირებულ შეშფოთებას და ეჭვებს ასახელებენ. ამის შესახებ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა “Le Journal du Dimanche”-ს უთხრა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, იმ პირთა შორის, ვისაც ამ საფუძველზე ვიზებზე უარი უთხრეს, არიან რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებიც. […]