ნეთანიაჰუ: ბაიდენის ნებისმიერი შემცვლელის შემთხვევაში, ისრაელი აშშ-ის საკვანძო მოკავშირე იქნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ, ორშაბათს, ვაშინგტონში ვიზიტის წინ, სადაც ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა თქვა, რომ იმის მიუხედავად, თუ ნოემბერში პრეზიდენტად ვის აირჩევენ, ისრაელი ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების უძლიერესი მოკავშირე იქნება. ეს ნეთანიაჰუს პირველი ვიზიტია ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორთან მას შემდეგ, რაც 2022 წლის ბოლოს, ნეთანიაჰუმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა სარეკორდო, მეექვსე ვადით დაიკავა. ვიზიტი ერთგვარად გადაჩრდილა პრეზიდენტ […]
“მოსამართლემ რამდენიმე საათში გადაწყვიტა ეს ამბავი” – წიქარიშვილი ჰყვება, რით ასაბუთებენ მისი საბჭოში დანიშვნის შეჩერებას

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი, კახა წიქარიშვილი ეხმაურება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი დანიშვნის განკარგულების შეჩერებაზე. რადიო თავისუფლებასთან საუბარში კახა წიქარიშვილი სარჩელის შინაარსზე საუბრობს და ჩამოთვლის, თუ რით ასაბუთებს მოსარჩელე მანუჩარ კაკოჩაშვილი საკუთარ პოზიციას: · “ასაბუთებს იმით, რომ კომისიის ორ წევრს ჰქონდა აცილების საფუძველი. ერთი იყო ბესო ლოლაძე, რომელიც დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის […]
მშენებლობაზე გაცემული რეკორდული ნებართვები მომდევნო წლებში მაღალ სამშენებლო აქტივობას გამოიწვევს – ოთარ ცუხიშვილი

მშენებლობაზე გაცემული რეკორდული ნებართვები მომდევნო წლებში მაღალ სამშენებლო აქტივობას გამოიწვევს – ოთარ ცუხიშვილი სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალმა $5 მლრდ-ს გადააჭარბა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა ოთარ ცუხიშვილმა განუცხადა, მშენებლობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი სექტორია. „ჩვენ მიერ ჩატარებული სექტორული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მშენებლობის სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2015-2023 წლებში, საშუალოდ 8-10%-ის […]
„ჩვენ ვცდილობთ საქართველოს პოპულარიზაციას როგორც დანიშნულების ადგილის, სადაც შეიძლება განსაკუთრებული, განსხვავებული და ავთენტური თავგადასავალი მიიღო“-მაია ომიაძე

„ჩვენ ვცდილობთ საქართველოს პოპულარიზაციას როგორც დანიშნულების ადგილის, სადაც შეიძლება განსაკუთრებული, განსხვავებული და ავთენტური თავგადასავალი მიიღო“-მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველად მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. ფესტივალში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. “ორი დღის განმავლობაში, The National Geographic Traveller Food […]
როგორ ეხმაურებიან ამერიკელი ინვესტორები ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას?

გუშინ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და საარჩევნო კამპანია დაასრულა. ბაიდენმა ამის შესახებ საზოგადოებას საჯარო წერილით აცნობა. შესაბამისად, ნოემბერში დაგეგმილი არჩევნების საპრეზიდენტო რბოლაში ტრამპი ამჟამად კონკურენტის გარეშე იმყოფება. დემოკრატი პოლიტიკოსები საკუთარ ახალ კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებენ. როგორც ცნობილია, ისინი ჯო ბაიდენის ნაცვლად მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის კანდიდატურას განიხილავენ. კამალა […]
კამალა ჰარისი – თანამედროვე ისტორიაში ჯო ბაიდენის მიღწევები შეუდარებელია

თანამედროვე ისტორიაში ჯო ბაიდენის მიღწევები შეუდარებელია , – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა პირველი საჯარო გამოსვლისას განაცხადა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ნოემბერში მეორე ვადით კენჭს არ იყრის. „ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენის მიღწევები თანამედროვე ისტორიაში შეუდარებელია. ერთ ვადაში, მან იმ პრეზიდენტების მემკვიდრეობას გადააჭარბა, რომლებმაც ორი ვადის განმავლობაში იმსახურეს. […]
პაატა დავითაია – კონსტიტუციით გაწერილია უფლებამოსილებების გადანაწილება ხელისუფლების შტოებს შორის, მისი დარღვევა აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და სახელმწიფოს იმიჯს

„კატეგორიულად მიუღებელია სასამართლო ხელისუფლების ჩარევა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და სახელმწიფოს იმიჯს – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. დავითაია „ევროპელი დემოკრატების“ სახელით მოუწოდებს სასამართლო ხელისუფლებას, შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური ქმედება. „სასამართლო სისტემამ გამოიყენა მექანიზმი, რომელიც პირდაპირ ასახავს სასამართლო ხელისუფლების ჩარევას პრეზიდენტის ინსტიტუტის საქმიანობაში. პრეზიდენტის მიერ იუსტიციის […]
ანა წითლიძე – რუსულ კანონთან დაკავშირებით ყველანაირი სამართლებრივი გზა უნდა იქნეს გამოყენებული – უნდა გვესმოდეს, რომ საკონსტიტუციოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გზა იქნება სტრასბურგში

მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში არსებული კითხვის ნიშნებისა, რუსულ კანონთან დაკავშირებით ყველანაირი სამართლებრივი გზა უნდა იქნეს გამოყენებული , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის შეტანა იქნება კიდევ ერთი სამართლებრივი გზა, რათა აღნიშნული კანონი შეჩერდეს და გაუქმდეს. „რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტიტუციო […]
მარნეულელი ძიუდოისტი ლიზა დავაძე ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონია

19-21 ივლისს, თურქეთში, ქალაქ ქოჩაელიში გაიმართა უმცროს კადეტთა ევროპის თასი ძიუდოში, სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა გოგონამ, ლიზა დავაძემ და 63 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა – ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მარნეულის მერმა კენან ომაროვმა ლიზა დავაძეს ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა და განაცხადა, რომ ეს შედეგი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მოტივაციის […]
ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ ჰარისი პირველად გამოჩნდა, საკუთარ კანდიდატურაზე არ ისაუბრა

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კამპანიის დატოვება გადაწყვიტა და მხარი საკუთარ ვიცეპრეზიდენტს დაუჭირა, კამალა ჰარისი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ის სიტყვით თეთრ სახლში NCAA-ის კოლეჯის ათლეტებთან შეხვედრის დროს გამოვიდა. საუბრის დროს ჰარისი ძირითადად პრეზიდენტ ბაიდენს აქებდა. თქვა, რომ “ბოლო სამ წელში მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტოა”. გაიხსენა ისიც, თუ როგორ გაიცნო პირველად ბაიდენი. […]