ბრალიზლიის პრეზიდენტი – მადურომ უნდა გაიგოს: როცა იმარჯვებ, რჩები – როცა მარცხდები, მიდიხარ

ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ უნდა გაიგოს, რომ როცა იმარჯვებ, რჩები; როცა მარცხდები, მიდიხარ, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა. „შემაშინა მადუროს სიტყვებმა, რომ მისი მარცხის შემთხვევაში ვენესუელა შეიძლება სისხლისღვრის წინაშე აღმოჩნდეს. მადურომ უნდა გაიგოს, რომ როცა იმარჯვებ, რჩები; როცა მარცხდები, მიდიხარ“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა. ლულას თქმით, ვენესუელის მთავრობამ საპრეზიდენტო […]
ჩერგოლეიშვილი: ზურაბიშვილი დღეს განასახიერებს საქართველოს სუვერენიტეტს, ამასაც ანადგურებენ

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენლად კახა წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულების შეჩერებას გამოეხმაურა. “მართლა ფასეულობების ომში ვართ. არაფერს – არც ქართულ სახელმწიფოს, არც კონსტიტუციას – არაფრად აგდებენ. საქმე სალომე ზურაბიშვილში კი არაა, ეს ადამიანი არის ინსტიტუტი, ამ ქვეყნის ინსტიტუტია. როგორც მოექცნენ წინა პრეზიდენტს, მესამე პრეზიდენტს, რომ დასცინიან […]
რუსეთი უცხოური ბანკების ფილიალების გახსნას აკანონებს

რუსეთის დუმა შემოდგომაზე მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის განხილვას გეგმავს, რომელიც უცხოურ ბანკებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ფილიალების გახსნის შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ სააგენტო Reuters რუსეთის დუმის საფინანსო ბაზრების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი აკსაკოვზე დაყრდნობით წერს. „უცხოური ბანკების ფილიალების გახსნის საკითხზე მომზადებული კანონპროექტის განხილვას შემოდგომაზე ვაპირებთ“, – თქვა მან პრეს–კონფერენციაზე. რუსეთის მთავრობამ დუმაში კანონპროექტი გასულ კვირაში შეიტანა. […]
ანა წითლიძე – რუსულ კანონთან დაკავშირებით ყველანაირი სამართლებრივი გზა უნდა იქნეს გამოყენებული – უნდა გვესმოდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გზა იქნება სტრასბურგში

მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში არსებული კითხვის ნიშნებისა, რუსულ კანონთან დაკავშირებით ყველანაირი სამართლებრივი გზა უნდა იქნეს გამოყენებული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის შეტანა იქნება კიდევ ერთი სამართლებრივი გზა, რათა აღნიშნული კანონი შეჩერდეს და გაუქმდეს. „რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო […]
უნგრეთი აცხადებს, რომ “ლუკოილის” წინააღმდეგ უკრაინის სანქციები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დარღვევაა

უნგრეთი და სლოვაკეთი მოითხოვენ ევროკომისიის შუამავლობით უკრაინასთან კონსულტაციების პროცედურას მას შემდეგ, რაც კიევმა სანქციების სიაში დაამატა რუსული კომპანია „ლუკოილის“ ჯგუფი. ამის შესახებ 22 ივლისს ბრიუსელში განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, რომლის თქმით კიევის ამ ნაბიჯმა უნგრეთის მიმართულებით ნავთობის მიწოდების შეჩერება გამოიწვია. “გუშინ ვესაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, მან თქვა, რომ ისინი ატარებენ ნავთობის […]
ჯონ ბოლტონი – საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო – იმედი მაქვს, ამჟამინდელი ხელისუფლება ხედავს რა ხდება და აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება გაუარესდეს

საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო, – ამის შესახებ თეთრის სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა. ბოლტონმა უპასუხა კითხვას, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებთ, როგორ აღიქვამს ორ ქვეყანას შორის ახლა არსებულ ურთიერთობებს? „ცხადია, ამ მომენტში ურთიერთობები არ არის საუკეთესო ფორმაში და ვფიქრობ მართალია, რომ საქართველოს […]
არმაზ ახვლედიანი – დღეს უპრეცედენტო სიავისა და დანაშაულის ფაქტი მოხდა

„კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის საძირკვლების ძირგამომთხრელი ავანტიურა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის განშტოება – სასამართლო კლანი სჩადის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერს, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. ახვლედიანი გმობს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და საზოგადოებას 26 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რათა […]
კახა წიქარიშვილი – გასაგები იყო, რომ ია-ვარდებით არ დამხვდებოდნენ, მაგრამ ასე ოპერატიულად თუ დაბლოკავდა კლანი საკითხს, არ მქონდა გათვლილი – სისტემამ აირჩია გზა თავის დასაცავად

სისტემამ აირჩია ეს გზა თავის დასაცავად – ჩემთვის გასაგები იყო, რომ იქ იებით და ვარდებით არ დამხვდებოდნენ, – ამის შესახებ კახა წიქარიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. კახა წიქარიშვილის განმარტებით, მოსამართლე, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, სასამართლო სისტემაში არსებული კლანის სახელით მოქმედებდა. „მე […]
ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს. კრისტენ მიხალს, რომელიც ესტონეთის კლიმატის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 64-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 27-მა პარლამენტარმა მისცა. კრისტენ მიხალი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კაია კალასს შეცვლის, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნის […]
ესტონეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მიხელსი კაია კალასს შეცვლის, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს. კრისტენ მიხალს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 27-მა მისცა. ის რეფორმის პარტიის, სოციალ-დემოკრატებისა და ეესტი 200-ის მიერ ფორმირებულ კოალიციურ მთავრობას უხელმძღვანელებს. კენჭისყრამდე მიხალმა დეპუტატებს საკუთარი ხედვა წარუდგინა, რომელიც უსაფრთხოებისა […]