აშშ-ის საიდუმლო სამსახურის უფროსი ტრამპზე თავდასხმის გამო კონგრესმენთა კრიტიკის ქვეშ მოექცა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლმა უარყო ორივე პარტიის მოწოდებები, დატოვოს თანამდებობა უსაფრთხოების დარღვევების გამო, რის შედეგადაც 13 ივლისს პოტენციურმა მკვლელმა მოახერხა რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის დაშავება. კონგრესმენები აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორს 22 ივლისს ოთხ-ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უსვამდნენ მწვავე შეკითხვებს. თავის გამოსვლაში ჩიტლმა 13 ივლისს მომხდარ სროლას უწოდა “საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი […]

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის ფორმატში, რიგით 120-ე შეხვედრა მიმდინარეობს

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 120-ე შეხვედრა მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს განიხილავენ. „დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგის მთავარი საკითხი […]

ნიკა ობოლაძე – საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა „კლანისთვის“, თავის თავისთვის და არა ხალხისთვის – ამის შედეგია ის, რომ ბოლო ათ წელიწადში, ერთი გამონაკლისი წელიც არ არსებობს, საქართველოში შობადობა მუდმივად იკლებს

საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა კლანისთვის, თავის თავისთვის და არა ხალხისთვის. ამის შედეგია ის, რომ ბოლო ათ წელიწადში, ერთი გამონაკლისი წელიც არ არსებობს, საქართველოში შობადობა მუდმივად იკლებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა. ნიკა ობოლაძის თქმით, ბოლო სამ წელიწადში 344 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. „საქართველოს ჰყავს […]

სლოვაკეთმა F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი მიიღო

სლოვაკეთმა F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. Associated Press-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სლოვაკეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემა COVID-19-ის პანდემიისა და ჩიპების დეფიციტის გამო ორი წლით გადაიდო. სულ, სლოვაკეთმა 14 F-16 უნდა მიიღოს და დანარჩენი 12 გამანადგურებელი სლოვაკეთს მომავალი ორი წლის განმავლობაში გადაეცემა. სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პიტერ პელეგრინმა აღნიშნა, […]

პეტრე ცისკარიშვილი – ჩვენი ქვეყანა აღარ მიისწრაფვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, „ოცნების“ „კლანი“ ფოკუსირებულია არა ხალხის, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე, მილიონების შოვნაზე – ქვეყანაში გაბატონდა კორუფცია

ჩვენი ქვეყანა აღარ მიისწრაფვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, „ოცნების“ „კლანი“ ფოკუსირებულია არა ხალხის კეთილდღეობაზე და ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე, საკუთარი ოჯახებისათვის მილიონების შოვნაზე, ქვეყანაში გაბატონდა კორუფცია ,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება გააუარესა. „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სურსათის ფასები 48 […]

ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათში კამალა ჰარისმა 81 მილიონი დოლარის შემოწირულობა მოაგროვა

საარჩევნო რბოლიდან ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათში კამალა ჰარისმა 81 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოაგროვა. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ამის შესახებ კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, კევინ მუნოსმა განაცხადა. მედიასაშუალება წერს, რომ ეს 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ორივე პარტიის მიერ 24 საათის განმავლობაში მიღებული შემოწირულობების ყველაზე დიდი რაოდენობაა. ჰარისის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, […]

„არ ღირს კონკრეტულ თარიღზე საუბარი“ – ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნაზე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნის კონკრეტულ თარიღზე ჯერ საუბარი არ ღირს. „ამასთან დაკავშირებით [რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნა] ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით შემიძლია გიამბოთ. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ წინასწარ თარიღის თქმა არ შემიძლია, რადგან ეს დამოკიდებულია მნიშვნელოვან სხვა ფაქტორებზე, რასაც ეტაპობრივად მომზადება დასჭირდება. მერწმუნეთ, თქვენი თვალსაწიერიდან არ გამოვა ის გარემოება, როცა გაიხსნება და დაიწყებს ფუნქციონირებას […]

GCCA-ის გადაწყვეტილებით Bolt Taxi-ს მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდასტურდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „სმარტლის“(Bolt Taxi) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი დაადასტურა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. GCCA-ის შეფასებით, Bolt Taxi არის სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელი პლატფორმა, ხოლო შპს „სმარტლი“ არის მოვაჭრე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე Bolt Operations OU-ს (ქ. ტალინი, ვანა ლოუნას 15, სარეეგისტრაციო ნომერი […]

“[სარეაბილიტაციო ცენტრების ახალ მოთხოვნებზე] ვფიქრობ, ვადის გახანგრძლივების საჭიროება იქნება” – ირმა დაუშვილი

სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრები რეგულაციების ქვეშ ექცევიან – „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის” ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება ყველა ასეთი ტიპის დაწესებულებას ავალდებულებს, 2025 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანოს. შესაბამისი რეგლამენტის მიხედვით, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს რენტგენოლოგიური სერვისი, ულტრაბგერითი გამოკვლევა და ლაბორატორიული მომსახურება, რაც შესაძლებელია, განხორციელდეს ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, პროცედურებთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო […]

ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯეს

ცხინვალის [დე ფაქტო] სასამართლომ გამყოფ ხაზზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს რამაზ ბეღელურს 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ახლობლების თქმით, ის უკვე მეხუთედ დააკავეს 2021 წლის დასაწყისში ორი თვე მან ცხინვალის იზოლატორში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ, ბეღელურმა განაცხადა, რომ პატიმრობის პერიოდში მასზე ფიზიკურად იძალადეს. დაკავებულის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბეღელურს ეპილეფსია აქვს. ხოლო ბოლო დაკავების შემდეგ, მისი შვილის ჯანმრთელობის […]