კოლომინა სამხრეთ სამეზობლოში ნატოს გენმდივნის წარმომადგენლად დაინიშნა

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სამხრეთ სამეზობლოში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. კოლომინა პასუხისმგებელი იქნება სამხრეთში ნატოს ძალისხმევის კოორდინაციასა და ხილვადობის გაზრდაზე. „ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელის რეგიონი მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსისთვის. ხავიერ კოლომინას ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს […]

Google-ისა და StrategEast-ის ორგანიზებით, GITA-თან თანამშრომლობით, ჰაკათონი „მდგრადი განვითარებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება“ გაიმართება

2024 წლის 15 სექტემბერს, ასტანაში, Google-ისა და StrategEast-ის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, ჰაკათონი – “მდგრადი განვითარებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება” გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეველოპერებისა და მეწარმეებისთვის უმაღლესი AI უნარების შეძენას, რათა მათ შეძლონ სოციალური და მდგრადობის […]

გია ჯაფარიძე – 26 ოქტომბერს ჩვენ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, მოვხსნათ ის წინაღობა, რომელიც გვაშორებს ევროპის კავშირს და საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში

გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გავიდა, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას. ჯაფარიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ასრულებდეს ევროკავშირის მიერ რეკომენდებულ 9 ნაბიჯს, „ქართული ოცნება“ ევროპული ინტეგრაციის გზას აყოვნებს. “ევროპის კავშირი სხვა არაფერია თუ […]

სპეციალური ოპერაციების სარდლობის – სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა

საწვრთნელ ბაზა მანავში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის – სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მორიგი ნაკადის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა, რომელიც მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკას, ჯვარედინ მომზადებას, სპეციალისტების მომზადებას, დაგეგმვის პროცესსა […]

ბორელმა უკრაინის ომზე უნგრეთის პოზიციის გამო მინისტერიალი ბუდაპეშტიდან ბრიუსელში გადაიტანა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოსეფ ბორელის გადაწყვეტილებით, უნგრეთი ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო მინისტრების შეხვედრას წელს აღარ უმასპინძლებს. ბუდაპეშტის ნაცვლად შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება, მთავარი მიზეზი კი უნგრეთის უკრაინის ომთან დაკავშირებული პოზიციაა. “გადავწყვიტე, საზაფხულო შესვენების შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრები ბრიუსელში გავმართო. დღევანდელ FAC-ზე [საგარეო ურთიერთობათა საბჭო] ევროკავშირის […]

,, ამაზე მუხათგვერდში მიცვალებულებიც იცინიან!” – თამარ ივერი

საოპერო მომღერალი თამარ ივერი წერს: ,,თავად ბოროტების ერთ ერთი “დედა” და მთესველი რომ ვიღაცის უწყინარ განცხადებას ჩათვლის ბოროტებად….ამაზე მუხათგვერდში მიცვალებულებიც იცინიან!”

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – წმინდა სავალუტო შემოდინებები რეკორდულად მაღალ დონეზე

ივნისის სავალუტო შემოდინებების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალ დონეზეა. მკვეთრად გაიზარდა ტრადიციული ტურიზმი. ასევე, გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი და ანალიტიკურ შეფასებებზე დაყრდნობით, ასევე მზარდია გზავნილებიც. მიგრაციის ეფექტი კი, როგორც ჩანს დაახლოებით იმავე ნიშნულზეა. თიბისის ოპერატიულ მონაცამებზე დაყრდნობით, სავალუტო შემოდინებები და ზოგადად ეკონომიკური აქტივობა ივლისშიც მაღალია. თავისთავად, აღნიშნული ლარის გაცვლით კურსზეც აისახა ისევე, როგორც ე.წ. სენტიმენტების მიმდინარე […]

საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად მთავრობა 2024-2028 წლებში 10 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს

საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად მთავრობა 2024-2028 წლებში 10 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა. „დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: სამედიცინო დახმარება და/ან მედიკამენტების დაფინანსება – გამოკვეთილი სამედიცინო საჭიროების მქონე ბენეფიციარებს 1 500 ლარის ფარგლებში უფინანსებდათ მწვავე, ქრონიკული და/ან სიცოცხლისთვის […]

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება, – ამის შესახებ ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოკითხული გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა. მისივე თქმით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო […]

ონკოპაციენტებს ქიმიოთერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება კლინიკაში შეეძლებათ

ხვალიდან, 24 ივლისიდან, ამოქმედდება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ონკოპაციენტებს ქიმიოთერაპიისთვის საჭირო მედიკამენტები კლინიკებში დახვდებათ. მიხეილ სარჯველაძემ ბრძანებას ხელი მოაწერა გასულ კვირას, 19 ივლისს. „ამ კონკრეტული თემით არ შემოიფარგლება პაციენტთა, განსაკუთრებით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტთა, საჭიროებები და მათი უფლებების, ინტერესების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების შესაძლებლობები, სივრცეები“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა. ამ ბრძანების ამოქმედებამდე, პაციენტებს სახელმწიფო […]