,,რადგან ეკო ფანგანი ასეთი განცხადებას პირდაპირ ეთერში აკეთებს , ის უნდა ფლობდეს ინფორმაციას თავდამსხმელების შესახებ“ – რას ითხოვს ნოდარ მელაძე

,,რადგან ეკო ფანგანი ასეთი განცხადებას პირდაპირ ეთერში აკეთებს , ის უნდა ფლობდეს ინფორმაციას თავდამსხმელების შესახებ“ – რას ითხოვს ნოდარ მელაძე ,,ტვ პირველის” საინფორმაციოს უფროსი, ნოდარ მელაძე ,,იმედის” ერთ-ერთი გადაცემიდან ფრაგმენტს აქვეყნებს და წერს: ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახური • სამთავრობო ტელეკომპანია იმედის წამყავნი, ეკატერინე ფანგანი დაბადებული1979.05.*** აცხადებს, რომ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა პირადი ანგარიშსწორება იყო. რადგან ქალბატონი […]
“გვერდზე უნდა დავუდგეთ ქართველებს” – კარდინი „ოცნების“ წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესების საჭიროებაზე საუბრობს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ბენ კარდინი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირების საჭიროებაზე საუბრობს. “უკრაინის ბრძოლა ასევე არის ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და ქართველი ხალხის ბრძოლა. ამ მამაცმა ერებმა დემოკრატიის მიმართ თავიანთი სურვილი და ადამიანის უფლებების პატივისცემა ცხადი გახადეს. უნდა უარვყოთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ცრუ არჩევნები და არ მივცეთ ლეგიტიმაცია, რომელსაც ის ეძებს. ასევე, გვერდში […]
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ნინოწმინდა – სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნინოწმინდა – სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორამციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. […]
ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საპროტესტო აქცია დასრულებულია, თუმცა საავტომობილო მოძრაობა კვლავ შეზღუდული რჩება. აქციის მონაწილეების მცირე ნაწილო კვლავ რჩება ტერიტორიაზე. დღეს, მოქალაქეებმა სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმეს მარში, 20:00 საათზე კი ყველა მარში რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში […]
მამუკა ხაზარაძე – მინდა, მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ

პირდაპირ მინდა მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ. ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს გარეთ, ერთი წარწერით – გავიფიცეთ!, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს იქნება გამაფრთხილებელი და ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი ხელისუფლებისთვის. „2 000 ორგანიზაცია და ბიზნესკომპანია ერთად რომ დადგება და იტყვის, რომ ვითხოვთ […]
კარდინი ევროპელ კოლეგებთან ერთობლივ განცხადებაში ოცნების სანქცირების საჭიროებაზე საუბრობს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი, ევროპელ კოლეგებთან ერთად განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და ფინანსური სანქციების საჭიროებაზე მიუთითებს. ერთობლივ განცხადებაში საუბარია ქართული ოცნების მხრიდან მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალის გადამეტებასა და ქართველების სულისკვეთებაზე, დაიცვან კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური მისწრაფებები. “უკრაინის ბრძოლა ასევე არის ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და ქართველი ხალხის ბრძოლა. ამ მამაცმა პარტნიორმა […]
აშშ ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტისთვის ათწლიანი პატიმრობის განაჩენს გმობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ირანის ხელისუფლების მიერ რეზა ვალიზადეს წინააღმდეგ 10-წლიანი პატიმრობის მსჯავრის დადება. ვალიზადე ორმაგი მოქალაქეა – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის. ის ასევე ყოფილი ჟურნალისტია, რომელიც „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ რადიო „ფარდა“-ს ყოფილი ჟურნალისტია. „ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამ განაჩენს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და ირანში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ“, – უთხრა […]
ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის – პატელი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მხილებული პირებისთვის აშშ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს ამზადებს: “ამ ადმინისტრაციას კვლავ საკმაოდ დიდი სამოქმედო არეალი აქვს. ჩემი თვალსაზრისით, ოთხი-ხუთი კვირა დიდი დროა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს. საბოლოოდ, საქმე ეხება იმას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ […]