წიქარიშვილი: მაღალი ვარაუდია, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს

კახა წიქარიშვილი გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად მის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა. წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას. “აქ მოქმედებს ერთიანი სისტემა, რომელიც ზეგავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე… ჩემს შემთხვევაშიც, არის მაღალი ვარაუდი იმისა, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, რადგან ძალიან სწრაფად მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება… მოვითხოვ საქმეში ჩართვას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს […]

კოკოჩაშვილი: ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია, რატომ უნდა დავიჩაგრო?

თუ კლანის წევრი ვიყავი, მოსამართლის გამოცდა მაქვს ჩაბარებული – არავის არ დავუნიშნივარ. თუ ხელისუფლების მომხრე ვიყავი, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად რატომ არ დამნიშნეს? მაგრამ, იქ ისე დაჩაგრულად არ მიგრძვნია თავი, როგორც დამჩაგრეს აქ. აქ ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია. 22 წელია, ადვოკატი ვარ, სხვის უფლებებს ვიცავ, ჩემი უფლებები თუ ვერ დავიცავი, სხვისას როგორ დავიცავ. ფაქტია, […]

ყველა საქმის კურსში იყო, რომ თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას – მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს: „ამბობდნენ, რომ გამოძიება შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს და ტერორიზმს საერთოდ არ ახსენებდნენ. დავუშვათ, სანამ გამოკითხვაზე მივიდოდნენ არ იცოდნენ, იქიდან გამოსულმა ყველამ ხომ იცოდა, რომ [გამოძიება] მიდიოდა ტერორიზმის მუხლით. ტელევიზიები, პოლიტიკოსები, რომელიც ამაზე კომენტარებს ერიდებოდნენ, თავად მოწმეები, რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს? სულ მცირე, არ არის ძალიან საეჭვო? აი, ამაში გაიშიფრნენ ისინი. […]

დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა – პირველად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პეკინში ჩავიდა. ეს ჩინეთში მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. კულებას მოლაპარაკებების მთავარი თემაა ჩინეთის შესაძლო როლი ომის დასრულებაში. სამდღიანი ვიზიტი 23 ივლისს დაიწყო. დმიტრო კულება მისმა ჩინელმა კოლეგამ, ვან იმ მიიწვია. ვიზიტის დეტალების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. თუმცა იტყობინებიან, რომ მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ იმის […]

პატრიარქმა ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიმავალი სპორტსმენები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად, დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე, უკვე პარიზში მყოფი ჩვენი სპორტსმენები დალოცეს და ყველას გამარჯვება უსურვეს.

„არემჯის“ საზაფხულო სკოლა აგვისტოში სტუდენტების მე-6 ნაკადს მიიღებს

2 კვირიანი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, „არემჯის“ 2024 წლის საზაფხულო სკოლის მონაწილეები გამოვლინდნენ. „არემჯის“ ინფორმაციით, წელს პირველად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან. 26 შერჩეული კანდიდატიდან, რომლებიც ჟიურიმ მაღალი აკადემიური მოსწრებითა და მოტივაციით გამოარჩია, 19 სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, ხოლო 7 თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის მიმართულების სტუდენტია. „არემჯის“ სამთო-გეოლოგიური […]

მარიამ ქვრივიშვილმა ბრიტანულ ავიაკომპანიებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ მოლაპარაკებების დასკვნითი შეხვედრები გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა წამყვან ბრიტანულ ავიაკომპანიებთან საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ მოლაპარაკებათა დასკვნითი შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენი პრიორიტეტია, გვქონდეს პირდაპირი ფრენები დიდ ბრიტანეთთან. ამ მიზნით, ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან, რათა მათ დაიწყონ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება. ბაზრების […]

დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებული რეიდის დროს 7 პალესტინელი დაიღუპა

დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებული რეიდის დროს 7 პალესტინელი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა რეიდი ქალაქ ტულქარმში განახორციელეს, სადაც ისრაელელი ჯარისკაცები და პალესტინელი მებრძოლები ერთმანეთს ქუჩებში დაუპირისპირდნენ. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაპირისპირებას „ჰამასისა“ და „ფატაჰის“ მებრძოლები ემსხვერპლა. ასევე, სროლის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა.

საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 32 წლის იუბილე აღნიშნა

აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა პროფესიული დღე სამწყობრო მოედანზე საზეიმოდ აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, როლანდ ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სამხედრო ინჟინრებს პროფესიული დღე მიულოცა. „ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა, სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო ცეცხლსასროლი იარაღები გადაეცათ. ღონისძიებას სამხედრო ინჟინრების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მოწვეულმა სტუმრებმა […]

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად გიორგი ხუბუა დანიშნეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალდანიშნულ რექტორს, გიორგი ხუბუას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით. პრემიერმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა“, – წერია ოფიციალურ ცნობაში. გიორგი ხუბუა 2006-2010 წლებში ივანე […]