საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საპროტესტო აქცია დასრულებულია, თუმცა საავტომობილო მოძრაობა კვლავ შეზღუდული რჩება.
აქციის მონაწილეების მცირე ნაწილო კვლავ რჩება ტერიტორიაზე.
დღეს, მოქალაქეებმა სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმეს მარში, 20:00 საათზე კი ყველა მარში რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. პროტესტის მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრაციების მიმდინარეობისას დაკავებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო