საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია დემოკრატიული ტრაექტორიისგან – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ჯოშუა ჰაკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია დემოკრატიული ტრაექტორიისგან, რაც ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-სთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ მან კონგრესში ისაუბრა, სადაც 23 ივლისს საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა. ჰაკმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. აგენტების კანონზე და თქვა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო […]
ჯო უილსონი – მადლიერი ვარ, ორპარტიული “MEGOBARI აქტი” წარმომედგინა, რათა პრორუსული “ქართული ოცნება” ანგარიშვალდებული ყოფილიყო ქართველი ხალხის ნებაზე თავდასხმისთვის

მადლიერი ვარ, ორპარტიული “MEGOBARI აქტი” წარმომედგინა, რათა პრორუსული “ქართული ოცნების” პარტია ანგარიშვალდებული ყოფილიყო ქართველი ხალხის ნებაზე თავდასხმებისთვის, – ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, ნათელი გახდა, რომ პუტინი ცდილობს წარუტებელი საბჭოთა კავშირის იმპერიის აღდგენას, რათა სარგებელი მოუტანოს ოლიგარქებს. “ახლა ის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ემუქრება, რათა […]
ჩაკ შუმერმა და ჰაკემ ჯეფრისმა კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

სენატში უმრავლესობის ლიდერმა დემოკრატმა ჩაკ შუმერმა და კონგრესში უმცირესობის ლიდერმა დემოკრატმა ჰაკემ ჯეფრისმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის პოსტზე კამალა ჰარისს მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ მათ 22 ივლისს პრესკონფერენციაზე განაცხადეს. “როცა მას [კამალა ჰარისს] ვესაუბრე კვირას, მან თქვა, რომ სურდა ნომინაცია თავად მოეპოვებინა, და ეს ქვემოდან ზემოთ მომხდარიყო, და არა ზემოდან ქვემოთ. ახლა, როცა პროცესი დაიძრა […]
კონგრესმენი: ოცნების ლიდერის მუქარა შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს, არა აშშ-ის პარტნიორს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, კონგრესმენ თომას კინის თქმით, რუსული კანონის პროტესტის პარალელურად ქართული ოცნების კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა “კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს, არა აშშ-ის ახლო პარტნიორს”. მისი თქმით, ქართული ოცნების ლიდერი თავის გამოსვლაში “სასტიკი შურისძიებით დაემუქრა პოლიტიკურ ოპონენტებს”. საუბარია ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლაზე, როდესაც მან სიტყვით გამოსვლისას ანტიდასავლური გზავნილები […]
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

„სიცრუეა ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვას არ გასცემს“ – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. „სააგენტო მაქსიმალურად უწყობს ხელს არქეოლოგიის განვითარებას და ამის ნათელი მაგალითია თუნდაც მხოლოდ 2023-2024 წელს გაცემული 90-ზე მეტი ნებართვა არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად. ასევე, აღვნიშნავთ, რომ სააგენტოში წარმოდგენილი არქეოლოგიური კვლევის ნებართვის […]
ფიფა-მ გადატვირთული კალენდრის შესახებ ბრალდებას განცხადებით უპასუხა
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრესსამსახური გამოვიდა განცხადებით გადატვირთული საფეხბურთო კალენდრის შესახებ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ წამყვანი ევროპული საფეხბურთო ლიგები აპირებენ, სასამართლოში უჩივლონ ფიფა-ს მატჩების გრაფიკის გამო. „მიმდინარე კალენდარი ერთხმად დაამტკიცა ფიფა-ს საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ყველა კონტინენტის წარმომადგენლები. ეს მოხდა ყოველმხრივი კონსულტაციების შემდეგ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს FIFPRO-მ და ლიგებმა. ფიფა-ს კალენდარი – ეს არის ერთადერთი […]
ჯოშუა ჰაკი – “უცხოური გავლენების” კანონი ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა – ბოლო თვეებში სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა დონეზე იყო ჩართული, რათა ნათლად ეთქვა მთავრობისთვის, რომ არასწორი მიმართულებით მიემართებოდა

ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა დონეზე იყო ჩართული, რათა ნათლად ეთქვა საქართველოს მთავრობისთვის, რომ ის არასწორი მიმართულებით მიემართებოდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯოშუა ჰაკმა აშშ-ის წარმომადგენელტა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ჰაკის თქმით, საქართველოს მთავრობა მკვეთრად უხვევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან, “უცხოური გავლენების” კანონი კი ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა. “ეს მოსმენა უკიდურესად […]
USAID-ის წარმომადგენელი – არსებული ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას ვაწარმოებთ

“აშშ-ის მხრიდან ქართული დემოკრატიისთვის მხარდაჭერის გზაზე საქართველოს შთამბეჭდავი მიღწევები აწყობილი იყო ინდივიდუალური და საზოგადოებრივი თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული მმართველობის საერთო ხედვის, საერთო ღირებულებებზე, რაც მოიცავდა ძლიერ, აქტიურ და ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას მთავრობასთან დიალოგში. საქართველოში ორი ათწლეულის განმავლობაში ჩავდიოდი – ეს არის საქართველო, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. გვსურს დავინახოთ საქართველო, რომელიც ამ ღირებულებების ერთგული იქნება და ამ […]
,, თქვენი ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება” – კონგრესმენი უილიამ კიტინგი საქართველოს ხელისუფლებას –

,, თქვენი ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება” – კონგრესმენი უილიამ კიტინგი საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მთავრობის ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება , – ამის შესახებ კონგრესმენმა უილიამ კიტინგმა (დემოკრატიული პარტია) წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. გარდა ამისა კიტინგმა თავის […]
,,უცხოური აგენტების” კანონმა საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობები შეწყვიტა, ეს ქმედებები სახეში აფურთხებს ქართველ ხალხს” – კონგრესმენი ტომ კინი

,,უცხოური აგენტების” კანონმა საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობები შეწყვიტა, ეს ქმედებები სახეში აფურთხებს ქართველ ხალხს” – კონგრესმენი ტომ კინი ბოლო წლებში “ქართულმა ოცნებამ” დაუშვა, რომ მომხდარიყო მავნე ელემენტებით მისი „ინფილტრაცია“, დაიწყო დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმები, რუსეთსა და ჩინეთთან უფრო ახლო ურთიერთობების ძიება, – ამის შესახებ კონგრესმენმა ტომ კინმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის […]