მამულაშვილის თქმით, ქართული ლეგიონის 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა რუსულ საგამოძიებო ჟურნალ The Insider-ს უთხრა, რომ ლეგიონის 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული. მისივე თქმით, მათი უმრავლესობა ახლა უკრაინაში იმყოფება. “მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების მსგავსი განვითარება [უკრაინის მხარეზე მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა] მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ჩვენი [ქართული ლეგიონის მებრძოლების] ძებნილთა სიაში შეყვანა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ […]
რუსეთთან ვაჭრობის შეჩერებას არ ვაპირებთ, მაგრამ არ მინდა, ეკონომიკა რუსეთზე იყოს ჩამოკიდებული

რუსეთთან ვაჭრობის შეჩერებას არ ვაპირებთ, მაგრამ არ მინდა, ეკონომიკა რუსეთზე იყოს ჩამოკიდებული რუსეთთან ვაჭრობის შეჩერებას არ ვაპირებთ, მაგრამ არ მინდა, რომ ეკონომიკა რუსეთზე იყოს ჩამოკიდებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. „რუსეთთან ვაჭრობა მიმდინარეობს. რასაც ვაწარმოებთ, რაც მეტს ვაწარმოებთ, გავყიდით. არ ვაპირებთ იმას, რომ ქართული პროდუქცია არ გავყიდოთ, პირიქით, […]
სახ.დეპის წარმომადგენელი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს „უცხოეთის აგენტების კანონი“ და სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები

ამერიკის კონგრესში, საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით, სამსაბათს, 23 ივლისს, მოსმენა მიმდინარეობდა. ამერიკელი კანონმდებლები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უსმენდნენ, რათა განსაზღვრონ რა პოლიტიკა უნდა გატარდეს საქართველოსადმი, რომლის ხელისუფლებამაც, როგორც თავად ამბობენ, ქვეყანა დემოკრატიულ გზას დააშორა. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები თავიანთ ქმედებებს გადახედავენ, დააბრუნებენ საქართველოს თავის დემოკრატიულ გზაზე და შეასრულებენ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. მოსმენა რამდენიმე წუთის […]
კონგრესმენი კიტინგი “ქართულ ოცნებას”: თქვენი ქმედებები არ ჩავლილა და არ ჩაივლის უპასუხოდ

ამერიკის კონგრესში, საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა. ამერიკელი კანონმდებლები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უსმენდნენ, რათა განსზაღვრონ რა პოლიტიკა უნდა გატარდეს ქვეყნისადმი, რომლის ხელისფლებამაც, როგორც თავად ამბობენ, ქვეყანა დემოკრატიულ გზას დააშორა. კონრესმენი ბილ კიტინგი, რომელიც სხდომის თანათავმდჯომარეა ამბობს, რომ ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებენ: საქართველოს მთავრობას: თქვენი ქმედებები არ ჩავლილა და არ ჩაივლის უპასუხოდ. […]
კონგრესმენი თომას კინი: რუსულმა კანონმა შეწყვიტა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი თომას კინი ამბობს, რომ ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ქმედებები – თავდასხმები პარტნიორებზე, რუსეთსა და ჩინეთთან ახლო ურთიერთობების ძიება, რუსული კანონის მიღება “იმედგამაცრუებელია”. მისი თქმით, რუსულმა კანონმა შეწყვიტა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან და ეს ქმედებები ქმნის საფრთხეს, რომ ათწლეულების განმავლობაში მოპოვებული პროგრესი დასავლეთთან ურთიერთობაში შემოტრიალდება. “სამწუხაროდ, საქართველო, ბოლო […]
„საქართველოს მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობს” — სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯოშუა ჰაკი კონგრესში საქართველოს საკითხზე მოსმენაზე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობს და ერთი მხრივ დასავლეთს ესხმის თავს, მეორე მხრივ კი ამომრჩევლებს ატყუებს, რომ კვლავ ევროკავშირის წევრობის გზაზე დგანან: „საქართველოს მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობს. ცდილობს ერთი მხრივ აკრიტიკოს ამერიკის შეერთებული შტატები არ ევროკავშირი და მეორე მხრივ, ამის […]
„მამუკამ ალეკოს აპატია“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი

„მამუკამ ალეკოს აპატია“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ალეკო ელისაშვილის „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებასთან შეერთებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: „მამუკამ ალეკოს აპატია. ნამდვილი ქრისტიანული საქციელია. ვულოცავ ორივე პარტიას მათი ლიდერების ერთობის გაფორმებას. ვიმედოვნებ, კიდევ ბევრ ლიდერს ვიხილავ თქვენს ერთობაში, გახარიას ჩათვლით. მესმის, ბევრი დააშავა, მაგრამ ისიც იმსახურებს პატიებას“
მოუთმენლად ველი, თუ როგორ უპასუხებს საქართველოს ხალხი თავისი მთავრობის ასეთ ქმედებებს ოქტომბერს კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე – კონგრესმენი ტომ კინი
მოუთმენლად ველი, თუ როგორ უპასუხებს საქართველოს ხალხი თავისი მთავრობის ასეთ ქმედებებს ოქტომბერს კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე – კონგრესმენი ტომ კინი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომ კინმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა: ,,საქართველოს ბევრი მოქალაქე მამაცად და მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში, რათა წინააღმდეგობა გამოეხატა მათი მთავრობის მავნე ქმედებისადმი. სამწუხაროდ, […]
უილიამ კიტინგი საქართველოს მთავრობას – თქვენი ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება

საქართველოს მთავრობის ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება , – ამის შესახებ კონგრესმენმა უილიამ კიტინგმა (დემოკრატიული პარტია) წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. გარდა ამისა კიტინგმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ჩინეთთან დაკავშირებითაც, კონგრესმენის თქმით, მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებასა […]
6 ივნისს დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე

„6 ივნისს, ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს, პარლამენტარებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან და მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯოშ ჰაკიმ კონგრესში მოსმენის დაწყებამდე განაცხადა, სადაც საქართველოში მოახლოებული არჩევნების თემაზე უნდა იმსჯელონ. „ეს ნაბიჯები ემყარება ჩვენს წინა ქმედებებს, ისეთებს როგორებიც იყო კორუმპირებული […]