როგორი ამინდი იქნება დღეს და ხვალ?

26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. თბილისში 24 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ივლისს მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 24 ივლისს დღისით +33, +35, 25 ივლისს კი +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 […]

წარმოების ზრდა დიდი რისკია… არ არსებობს ადგილობრივი პროდუქციის დამცავი მექანიზმი – „კოდა“

მეფრინველეობის კომპანია „კოდას” დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. როგორც კომპანიის დირექტორი “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, მეწარმეებისთვის, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის დემპინგურ ფასად შემოტანა, ისევ დგას. მისივე ინფორმაციით, „კოდას“ აქვს რესურსი, რომ წარმოება გაზარდოს, თუმცა ამ ეტაპზე თავს სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო იკავებს. „გვინდა, თუმცა, ამ ეტაპზე წარმოების ზრდას არ ვაპირებთ, რადგან ძალიან […]

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ჯო ბაიდენი ოვალური კაბინეტიდან ამერიკელ ხალხს მიმართავს. „ხვალ, საღამოს 20:00 საათზე, ქვეყანას ოვალური კაბინეტიდან მივმართავ იმის შესახებ, თუ რა გველის წინ და და როგორ დავასრულებ სამუშაოს ამერიკელი ხალხისთვის“, – წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, გასულ კვირას ჯო ბაიდენს […]

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონის ინდუსტრიულ ზონას S-300 რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ოლეგ სინეგუბოვის გაცხადებით, რუსების მიერ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე […]

მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე რუსეთის მორიგ სარაკეტო შეტევას

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე დღევანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად. ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს 24 ივლისს, გამთენიისას შეუტიეს, წინასწარი მონაცემებით, ეს-300 ტიპის რაკეტებით. ტერეხოვის თანახმად, დარტყმები იყო საცხოვრებელ და სამრეწველო რაიონებზე. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის არმია ყველაზე ხშირად უტევს.

სასწორზე დემოკრატია და ქვეყნის მომავალი დევს – კონგრესმენები საქართველოს არჩევნებზე

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა აწუხებს ქართველ ხალხს და ნათელია, რომ ახლანდელ მმართველ პარტიას ის სხვა მიმართულებით მიჰყავს“, – ამბობს კონგრესმენი ბილ კიტინგი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართული მოსმენის შემდეგ დემოკრატი კონგრესმენი აცხადებს, რომ სურს, ქართველმა ხალხმა იცოდეს, ამერიკა განაგრძობს მისი ნების მხარდაჭერას. „ჩვენ არ დავშორდებით ქართველი ხალხის ნებას. […]

დაკავებულია პარიზის ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის მცდელობაში ეჭვმიტანილი რუსი

პარიზში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიადის დროს სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით პრორუსული ოპერაციის მომზადებაში. საფრანგეთის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს იწყება და 11 აგვისტოს დასრულდება. გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 40 წლის მამაკაცია, რომლის ვინაობას სამართალდამცავები არ ასაჯაროებენ. პარიზის პროკურატურაში 23 ივლისს განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობაში, რომლის […]

,,ელისაშვილმა ეთერში უთხრა ხაზარაძეს – “პატიმრებს პირდაპირ ციხეში უფორმებდი კრედიტებს და ქუჩაში ყრიდი შე თაღლითოო“ – რას წერს თაკო ჩარკვიანი

პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს: ,,კაცო ეს საბა ბუაძე რომ არის( ლელოს ტიპი)მე რომ მერჩოდა ტვ.პირველზე ეთერში-ვფიქრობ გახსოვთ, დუჟმომდგარი, უზრდელად,სახედაკარგული რომ კიოდა ეთერში ,ჩემს მამუკა ხაზარაძეს რა აკადრე ეს , რას ჰქვია “მევახშეო”, ხომ გახსოვთ?! ჰოდა ,რა ვიცი, მეოთხედი – ამის მეოთხედი არ მითქვამს, რაც ელისაშვილმა უთხრა ხაზარაძეს პირისპირ რუსთავი 2 -ის ღია ეთერში, […]

ბუდაპეშტი უკრაინისთვის 6,5 მლრდ ევროს მიცემას ბლოკავს ნავთობის ტრანზიტის შეფერხების გამო

ბუდაპეშტი გააგრძელებს უკრაინის დახმარების დაბლოკვას, სანამ კიევი არ დაუშვებს რუსული ნავთობის უნგრეთში ტრანზიტს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა უნგრეთის რადიოსადგურ ATV-სთან ინტერვიუში. საუბარია ევროპის მშვიდობის ფონდიდან 6,5 მილიარდ ევროზს გადახდაზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების ხარჯების კომპენსაციას უნდა მოხმარდეს. ორშაბათს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, უნგრეთის პოზიციის გამო […]

სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოსთვის დახმარების და თანამშრომლობის შეჩერებაზე მუშაობენ

კონგრესში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ისინი აშშ-ს სხვა სააგენტოების თანამშრომლებთან ერთად საქართველოში დემოკრატიის უკან დახევის საპასუხოდ დამატებით ზომებზე მუშაობენ. ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიის საკითხზე მომუშავე კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, აღნიშნული პოტენციური ზომები მოიცავს საქართველოსთვის დახმარების პროგრამების შეჩერებას და აშშ-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაჩერებას. 22 ივლისს აშშ-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსა და მოლდოვაში დანიშნული არჩევნების […]