ირაკლი კობახიძე – ტერორისტული აქტების საფრთხეები არსებობს – გახსოვთ, ევროკომისარმა გაგვაფრთხილა, თუმცა მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ტყვიას ისროდა – პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს „ქილერები“ ისვრიან

[ტერორისტული აქტების მომზადება საქართველოში] გასაკვირი არც ის არის. გამოძიების თანახმად, ამ ყველაფერში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი იკვეთება, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ფიზიკურად უკრაინაში იმყოფებიან – გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არა კეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, რადგან პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი, – ამის […]
ირაკლი ქარსელაძე – კახეთის მაგისტრალი გადაადგილების უსაფრთხოებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს

აქტიურად გრძელდება კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. სხვადასხვა მონაკვეთზე სამუშაოების ტემპი განსხვავებულია, მაგრამ ყველგან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. უკვე დასრულების ეტაპზეა ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც 4 […]
გურამ მაჭარაშვილი – იმედი მაქვს, სუს-ი ნათელს მოჰფენს ფაქტს, რასაც ჰქვია საქართველოში გადატრიალების მოწყობა ტერორისტული აქტის მომზადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ

იმედი მაქვს, სუს-ი ნათელს მოჰფენს ფაქტს, რასაც ჰქვია საქართველოში გადატრიალების მოწყობა ტერორისტული აქტის მომზადებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ, – ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მაჭარაშვილის თქმით, ინფორმაცია, რაც მათ აქვთ დამადასტურებელია იმისა, რომ ხელმოცარული, დამარცხებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები რევოლუციების მოწყობას ცდილობენ და მომავალშიც შეეცდებიან. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი მაღალი პროფესიული […]
პრემიერი – ლოგიკურია, კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი – დანარჩენი სამართლებრივი საკითხია და დავის განხილვაში ვერ ჩავერევით

ლოგიკურია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი. დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავერევით ამ დავის განხილვაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. აქვე პრემიერმა განმარტა, რომ მის […]
დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მაჰმუდ აბასმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს წერილი მისწერა

დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მაჰმუდ აბასმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს წერილი მისწერა, – პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის წერილს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. წერილში პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამო აღშფოთება გამოხატა. „კანონისა და წესრიგის სამყაროში ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. სხვების პატივისცემა, შემწყნარებლობა და ადამიანის სიცოცხლის დაფასება არის ის, […]
მოსკოვში მანქანა ააფეთქეს – დაშავდა სამხედრო მოსამსახურე და მისი ცოლი

მოსკოვში მანქანა ააფეთქეს – დაშავდა სამხედრო მოსამსახურე და მისი ცოლი 24 ივლისს, დილით, მოსკოვის ჩრდილოეთით, სინიავინსკაიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან მანქანა -Toyota Land Cruiser აფეთქდა. სამთავრობო მედია “ტასი” წერს, რომ აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც გაჩერებულ მანქანაში სამხედრო მოსამსახურე ანდრეი თორგაშოვი და მისი მეუღლე სხდებოდნენ. თორგაშოვი სამხედრო თანამგზავრული კავშირგაბმულობის ქვედანაყოფის გადამცემი რადიოცენტრის უფროსის მოადგილეა. TASS-ს […]
“ქართული ლეგიონის” 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული – მამუკა მამულაშვილი

“ქართული ლეგიონის” 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული – მამუკა მამულაშვილი უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი The Insider-თან ამბობს, რომ ლეგიონის 300-მდე წევრი საქართველოს ძებნილადაა გამოცხადებული. მისი თქმით, მათი უმეტესობა ახლა უკრაინაშია. მამულაშვილი მედიასთან ასევე ამბობს, რომ არ იცნობს მებრძოლებს ხმალაძესა და ჭიღლაძეს, რომლებიც სუს-მა გამოკითხა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე […]
ეროვნულმა ბანკმა წელს 12 საფინანსო ინსტიტუტი დააჯარიმა – რომელ ბანკს და მიკროსაფინანსოს დაეკისრა ყველაზე მეტი ჯარიმა?
მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა 12 საფინანსო ინსტიტუტი დააჯარიმა, მათ შორის 1 ბანკი („ბაზის ბანკი“), 2 საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, 2 საბროკერო კომპანია, 7 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. „ბაზის ბანკის“ ჯარიმამ 32 800 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ყველაზე მეტი ჯარიმა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელს“ დაეკისრა, რომელმაც 40 000 ლარი შეადგინა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანზაცია სმარტ ფინანსს“, რომელმაც […]
ეროვნულმა ბანკმა წელს 12 საფინანსო ინსტიტუტი დააჯარიმა – რომელ ბანკს და მიკროსაფინანსოს დაეკისრა ყველაზე მეტი ჯარიმა?

მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა 12 საფინანსო ინსტიტუტი დააჯარიმა, მათ შორის 1 ბანკი („ბაზის ბანკი“), 2 საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, 2 საბროკერო კომპანია, 7 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. „ბაზის ბანკის“ ჯარიმამ 32 800 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ყველაზე მეტი ჯარიმა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელს“ დაეკისრა, რომელმაც 40 000 ლარი შეადგინა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანზაცია სმარტ ფინანსს“, რომელმაც […]
დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60% – ირაკლი კობახიძე

დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მიიღოს. „ჩვენ საარჩევნო კამპანია უკვე გავხსენით და აქტიურად ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი […]