პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება: როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსენით უკვე საარჩევნო კამპანია და აქტიურად ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარემოება არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საშუალებას და უფლებას. […]
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებში – ირაკლი კობახიძე ელისაშვილის და „ლელოს“ გაერთიანებაზე

რაც შეეხება ლელოს და ელისაშვილი გაერთიანებას, ეს უბრალოდ სერიოზული არ არის. რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში მათ არ აქვთ ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსგავსი გაერთიანებების მიზეზი მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკოსები გარე დავალებებსა და დაკვეთებს […]
კობახიძე კონგრესში მოსმენაზე: კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონგრესში გამართული მოსმენაზე საქართველოს მიმართებით “უსამართლო შეფასებები” გაკეთდა. ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. “კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით, ეს იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც არის სამწუხარო.ჩვენ გვსურს შევთავაზოთ ამერიკელ პარტნიორებს განსხვავებული დღის წესრიგი, გადატვირთვის დღის წესრიგი”, – თქვა კობახიძემ. […]
24 საათში კამალა ჰარისის კამპანიამ $81 მლნ-ის შემოწირულობა მიიღო – ნანა საჯაია

24 საათში ჰარისის კამპანიამ 81 მილიონი დოლარის შემოწირულობა მიიღო. როგორც ჰარისის თანაშემწეებმა პრესას უთხრეს, გუშინ, ჰარისმა ტელეფონზე 10 საათი გაატარა და პარტიის 100-მდე წარმომადგენელს და მხარდამჭერ ორგანიზაციას ესაუბრა, – ამის შესახებ Fpox News-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია წერს. მისი თქმით, ჰარისისთვის ეს პირველი საარჩევნო კამპანია არ არის. არჩევნების გზით ის 2004 წელს ჯერ სან-ფრანცისკოს პროკურორი […]
6 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, 106 მლნ ლარის ჯარიმები გამოიწერა

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა 106 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 106 მლნ ლარიდან 42,5 მლნ ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 63.7 მლ ლარი – ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში. 2023 წელს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის […]
„ყველა შეფერხება, რომელიც მედიკამენტების დეფიციტს უკავშირდება, ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული“ – ბიზნესის პასუხი ჯანდაცვის მინისტრს

„ყველა შეფერხება, რომელიც მედიკამენტების დეფიციტს უკავშირდება, აბსოლუტურად ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული”, – ასე პასუხობს „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია” ჯანდაცვის მინისტრს. ილონა კოკიაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში არა მხოლოდ ონკოლოგიური მედიკამენტების, არამედ სხვა სახის წამლების დეფიციტია. მთავარ მიზეზად თურქეთიდან წამლების იმპორტის შეფერხება სახელდება. „ყველა კომპანია დაინტერესებულია და მისი პირველი ამოცანაა, ბაზარი მედიკამენტებით მაქსიმალურად მოამარაგოს. თურქეთიდან მედიკამენტები, არა […]
რუსეთის დუმამ ცვლილებების პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის „არასასურველად“ გამოცხადების შესაძლებლობას ქმნის

რუსეთის დუმამ ცვლილებების პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის „არასასურველად“ გამოცხადების შესაძლებლობას ქმნის, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. ცვლილებების პაკეტი, რომელიც რუსეთის დუმამ საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის, როგორც რუსეთში, ისე მის გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვის, თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს. კანონში ცვლილებების პაკეტი რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის საქმიანობის, მათ […]
რასაც უეჭველი ველოდებით – ამ უპრინციპო, უსამშობლო, განსულიერებული არსებების სასტიკ და დაუნდობელ დამარცხებას 26 ოქტომბერს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს და იმ მოლოდინებს ეხება, რასაც ამ ძალების წარმომადგენლები მომავალში გადადგამენ. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომელთა მხრიდანაც წარმოუდგენელია ადამიანობისა და პრინციპულობის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. „ბოკუჩავა – ტრამპის ყრილობაზე. გვარამია – ქართველ მეღვინეებთან. გახარია – ხაზარაძესთან. ხაზარაძე – ელისაშვილთან. ვაშაძე […]
ყოვლად უპრინციპო და პოლიტიკური მორალის არმქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე
ყოვლად უპრინციპო და პოლიტიკური მორალის არმქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ხელს არ ართმევდნენ, დღეს კი რაღაც დიდი პოლიტიკური ქორწინების შესახებ გამოაცხადეს, – ასე ეხმაურება დავით მათიკაშვილი ალეკო ელისაშვილის „ლელოსთან“ გაერთიანებას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებიან. „ძალიან დიდი პოლიტიკური შენაძენია ახლა „ლელოსთვის“ […]
სუს-ი განცხადებას ავრცელებს

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, – ამის შესახებ სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი […]