კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესარჩევ კონკურსში ხარვეზები დაინახა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხარვეზები დაინახა საქართველოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში. ამის შესახებ მან პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რა ხარვეზები შენიშნა. „რა ინფორმაციაც გავრცელდა და რასაც გავეცანი, არის უამრავი დარღვევა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი […]
Euromoney-მ საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, Awards for Excellence-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Awards for Excellence ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც 30-ზე მეტი წელია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში საფინანსო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს აფასებს და გამორჩეული ინიციატივების, პროდუქტებისა და სერვისების მქონე ბანკებს ასახელებს. „30 წელზე მეტია, Euromoney საუკეთესოთა შორის საუკეთესო ბანკებს ავლენს როგორც მსოფლიოს, ასევე, […]
„ვფიქრობ, დაახლოებით 5-6 წელიწადში, ჩვენი ქვეყნის საირიგაციო სისტემა თვისობრივად სხვა დონეზე ავა“
საირიგაციო სისტემების პროექტირების კუთხით, კორეულ კომპანიასთან, 12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის პროექტის „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“ ფარგლებში, სამხრეთ კორეულ კომპანიასთან „იოშინ საინჟინრო კორპორაცია“, საირიგაციო სისტემების პროექტირების მიმართულებით, 2 საერთაშორისო ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის […]
3-4 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაფუჭდა, ქართულ ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა – პრემიერი

თქვენ იცით, ამ ურთიერთობებში რამდენი რამე გაფუჭდა გასული 3-4 წლის განმავლობაში. ამ ფონზე, ქართულ ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონგრესში საქართველოს საკითხზე მოსმენა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება. „ჩვენ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, არა ერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით. ეს იყო რეალურად თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე. რაც არის […]
მაქვს იმედი, ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან – პრემიერი

მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან. თუ სხვანაირად მოხდება, გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, როგორც კი ინტერესები შეიცვლება, მაშინვე შეიცვლება საქართველოს მიმართ მიდგომები და მაშინვე გაიხსნება მოლაპარაკებებიც. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე […]
გამოკითხულთა უმრავლესობას თვეში 550 ლარამდე შემოსავალი აქვს – საერთოდ არ აქვს შემოსავალი 11%-ს

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობას წინა თვეში 550 ლარამდე პირადი შემოსავალი აქვს, 0 შემოსავალი ჰქონდა 11- %-ს. კითხვაზე – როგორი იყო პირადი შემოსავლები გასულ თვეს, 29% ამბობს, რომ 550 ლარამდე, 12%-ს – 551 ლარიდან 900 ლარამდე; 9%-ს – 901 ლარიდან 1300 ლარამდე, 8%-ს – […]
სს „ლიბერთი ბანკი“ პირველ საჯარო ობლიგაციას განათავსებს

2024 წლის 24 ივლისს, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მიერ [წინასწარი] პროსპექტის დამტკიცების შემდეგ, სს „ლიბერთი ბანკმა“ („კომპანია“) დაიწყო 25,000,000 (ოცდახუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის საინაუგურაციო საჯარო სუბორდინირებული სავალო ფასიანი ქაღალდის (ე.წ. „ობლიგაციის“) ემისიის პროცესი. ფასიანი ქაღალდის ემისია განხორციელდება საჯარო განთავსების გზით 2024 წლის 8 აგვისტოდან და მიზანმიმართული იქნება გათვითცნობიერებულ ინვესტორებზე. ტრანზაქციის ამოცანაა ბანკისთვის მეორადი კაპიტალის მოზიდვა. […]
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი – რუსეთის დანაკარგები უკრაინის დანაკარგებს სამჯერ აღემატება

რუსეთის დანაკარგები უკრაინის დანაკარგებს სამჯერ აღემატება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. „მათი დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია“, – განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ. თებერვალში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. სირსკიმ დანაკარგების კონკრეტული მაჩვენებელი არ დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს […]
კახა ოქრიაშვილი – „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამწუხარო რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში. „ოცნებამ“ პრაქტიკულად გაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც პირველ რიგში, გამოიხატა ანტიდემოკრატიული, მათ შორის, ე.წ. რუსული კანონების მიღებით. არადემოკრატიული მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყნები, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, ავიწროებენ ოპოზიციას, არ ტარდება სამართლიანი არჩევნები, არ არის თავისუფალი სასამართლო და […]
თინა ბოკუჩავა სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე – ივანიშვილი ცდილობს, ყალბი შიშითა და კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები – ეს არის დეზინფორმაცია, რუსული სტილის პროპაგანდა

ივანიშვილი ცდილობს, ყალბი შიშითა და კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბერს გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სუს-ის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. მან აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა და განმარტა, რომ სწორედ ამან გამოიწვია პარტნიორების პოლიტიკის ცვლილება მმართველი […]