პრემიერი – მაქვს იმედი, ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან – თუ სხვანაირად მოხდება, გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა

მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან. თუ სხვანაირად მოხდება, გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, როგორც კი ინტერესები შეიცვლება, მაშინვე შეიცვლება საქართველოს მიმართ მიდგომები და მაშინვე გაიხსნება მოლაპარაკებებიც. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე […]
NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისიას იწყებს

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო. NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი ხუთი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი თანაშემწეებისგან შედგება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 22 ივლისის კვირაში ჩამოვიდნენ და საქართველოში ნოემბრის ჩათვლით დარჩებიან. „გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატურ საკითხს შეისწავლის, მათ […]
თეონა აქუბარდია – სუს-ის სცენარი გადატრიალების შესახებ უცვლელია! – ის, რაც ახლა „ქართული ოცნების“ პროპაგანდას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე მეტად სჭირდება, შიშის დანერგვაა

სუს-ის სცენარი გადატრიალების შესახებ უცვლელია! – ის, რაც ახლა „ქართული ოცნების” პროპაგანდას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე მეტად სჭირდება, შიშის დანერგვაა, – ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი თეონა აქუბარდია. აქუბარდიას თქმით, 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც შს მინისტრმა ჭიკაიძემ “საბურავების რევოლუცია” დააანონსა, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება არაერთხელ დაიწყო, მაგრამ არ დასრულებულა. როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, […]
მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოში, 1 701 776 ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან 1 451 302, 10 წელზე მეტი ასაკისაა – ავტომობილების ტოპ მარკების სათავეში Mersedes-benz-ია

მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოში, 1 701 776 ავტომობილია რეგისტრირებული – წლებია, ავტომობილების ტოპ მარკების სათავეში Mersedes-benz-ია, ავტომობილის მოდელებს შორის კი, Ford Transit-ი ლიდერობს. უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ ავტომობილების პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სადაც 2017 წლიდან არსებული მონაცემები იძებნება, ტოპ მარკების სამეულში Mersedes-benz-თან ერთად Toyota და Ford-ია. რაც შეეხება ავტომობილების განაწილებას მოდელების მიხედვით, Ford Transit-ის შემდეგ რეიტინგის […]
თანამედროვე ქართველი ავტორები და ანსამბლი „შვიდკაცა“ ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში ქუთაისში მკითხველს შეხვდებიან

წიგნი და მუსიკა – ამ სახელწოდებით გამომცემლობა “პალიტრა L” საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ საღამოს ამზადებს. 26 ივლისს თანამედროვე ქართველი ავტორები და ანსამბლი „შვიდკაცა“ ლიტერატურისა და მუსიკის მოყვარულებს ქუთაისში, რესტორან “გელათი რეზიდენსში” საოცარ საღამოზე შეხვდებიან. ღონისძიება “პალიტრა L-ის” ლიტერატურული ტურნეს ფარგლებშია დაგეგმილი. შეხვედრაზე მისული სტუმრები გემრიელი ფურშეტისა და სასმლის თანხლებით საყვარელ თანამედროვე ავტორებს შეხვდებიან. თითოეულ ავტორთან შეხვედრას 1 […]
თინა ბოკუჩავა – აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გუშინდელი მოსმენა განაჩენია ივანიშვილის პარტიისთვის – აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი საარჩევნო შედეგზე აისახოს

გუშინდელი მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის. აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი თავისუფალი არჩევანი აისახოს საარჩევნო შედეგზე, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელია, შეუპოვარი ერთიანობით უნდა შევცვალოთ ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება და დავიბრუნოთ ევროატლანტიკური პერსპექტივა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს […]
თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის 3X3 კალათბურთში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ტურნირი დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების ასპარეზობით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიხსნა. „ტრადიციული სპორტული ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდები შეეჯიბრებიან. გამარჯვებული გუნდები ჩემპიონატის […]
Euromoney-მ „საქართველოს ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, Awards for Excellence-ის ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ საქართველოში 2024 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. მათივე ინფორმაციით, Awards for Excellence ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც 30-ზე მეტია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში საფინანსო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს აფასებს და გამორჩეული ინიციატივების, პროდუქტებისა და სერვისების მქონე ბანკებს ასახელებს. „30 წელზე მეტია, Euromoney საუკეთესოთა შორის საუკეთესო ბანკებს ავლენს როგორც მსოფლიოს, […]
სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრებზე ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეგიონის განვითარების მიმართულებით. უწყების ინფორმაციით, მხარეებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებულ […]
ქუთაისი საჯარო ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს

24 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, ქუთაისი საჯარო ხელოვნების ფესტივალს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფესტივალის შექმნის იდეა, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას უკავშირდება, რომელიც 2022 – 2023 წლებში ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტის ფარგლებში მომზადდა. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქში საზოგადოებრივი ხელოვნებისა და ღია […]