„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ – შსს-თვის მიყენებული 400-ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს – ორგანიზაცია მზადაა, მათ გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს

შს სამინისტროსთვის მიყენებული 400-ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს – შესაბამისად, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” საზოგადოებას სთავაზობს, ახალგაზრდებს გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს, – ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში” აცხადებენ. მათივე განმარტებით, ორგანიზაციამ ბრალდებულების მიერ დაზიანებული ჯებირის საფასური უკვე აანაზღაურა. „დღეს, მოსამართლე ნათია გუდაძე, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს 19 […]

გორში ენერგოეფექტური პროექტი ხორციელდება, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ახალი გარეგანათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს

გორში ენერგოეფექტური კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ახალი გარეგანათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე, გზის 1100 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, სადაც განათების 92 წერტილი განთავსდება. „ახალი სისტემა გამზირის ორივე მხარეს მონტაჟდება. სამუშაოების ღირებულება 496 229 ლარია. პროექტი, რომლის მიზანიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარეგანათების […]

საფრანგეთში, პარიზის ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი რუსი მამაკაცი დააკავეს

საფრანგეთში, პარიზის ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი რუსი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 40 წლის მამაკაცი კვირას დააპატიმრეს. მას 23 ივლისს ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიება სწავლობს საფრანგეთში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით უცხოური ძალისთვის სადაზვევრო მონაცემების შესაძლო გადაცემის საკითხს. გამოძიება მიიჩნევს, რომ სავარაუდო გეგმა არ ითვალისწინებდა ტერორისტული […]

გამოკითხულები სამსახურის შოვნის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად განათლებას და ნაცნობობას ასახელებენ – „კავკასიის ბარომეტრი“

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობისთვის სამსახურის შოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – განათლება და ნაცნობობაა (27%-27%), შემდეგ მოდის პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა. სამსახურის შოვნაში საჭირო ხალხის პატივისცემას 2% მიიჩნევს მნიშვნელოვნად. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49%-ს აქვს სამსახური, 50% – არ აქვს, 34%-ს – არასოდეს ჰქონია სამსახური, […]

ბანკების წმინდა მოგება 1.5 მილიარდი ლარია – ზარალზე 5 ბანკია

საბანკო სექტორმა მიმდინარე წლის 6 თვე 1.467 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2023 წლის ამავე პერიოდში წმინდა მოგება 1.25 მლრდ ლარი იყო. იანვარ-ივნისში 17 ბანკს შორის ზარალზე 5 ბანკია. 2024 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების მოგება/ ზარალი ასეთია: 1. საქართველოს ბანკი 721.15 მლნ ლარი 2. თიბისი ბანკი 568.04 მლნ ლარი 3. ლიბერთი ბანკი […]

სუს-მა გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლი და ომის ვეტერანი, ლაშა რუხაია დაიბარა

სუსმა გამოკითხვაზე რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი და ფოთის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა რუხაია დაიბარა. როგორც რუხაია ამბობს, უწყება სახლში მიუტანეს და ის სასამართლოში, თითქოს, სახელმწიფო გადატრიალებისა და ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეებზე დაიკითხება. “თითქოს, სახელმწიფო გადატრიალების მუხლია და პლუს, თითქოსდა, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით რაღაც ზღაპრები. ხვალ, 25 ივლისს, მაგისტრი მოსამართლის წინაშე […]

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რელიგიის სააგენტოსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ზაზა ვაშაყმაძემ ლევან იოსელიანს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და მისი მთავარი პრიორიტეტები. „კერძოდ, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკაზე და მისი […]

უკრაინაში Rheinmetall-ის საბრძოლო მასალების საწარმო აშენდება

უკრაინაში Rheinmetall-ის საბრძოლო მასალების საწარმო აშენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას იარაღის მწარმოებელი გერმანული კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს. Rheinmetall-ის პრესსამსახურის ცნობით, გერმანულმა კონცერნმა უკრაინის მთავრობისგან საბრძოლო მასალების საწარმოს აშენებაზე შეკვეთა მიიღო. საწარმოს სამშენებლო სამუშაოები მალე დაიწყება და სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში დასრულდება. შეთანხმების ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა გერმანულმა კონცერნმა აღნიშნა, რომ მისი ღირებულება 100 მილიონ ევროზე მეტია. „ეს […]

ჯებირის დაზიანების საქმეზე შსს-ს 400 ლარი გადაურიცხეს, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე რკინის დროებითი ჯებირების დაზიანებისთვის დაკავებული 23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლე ნათია გუდაძემ კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მათი გათავისუფლების შესახებ. ადვოკატებმა 19 წლის ომარისა და 23 წლის საბას გათავისუფლების საკითხი დღევანდელ, 24 ივლისის, სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენეს, რადგან მათ ჰქონდათ შინაგან საქმეთა […]

24 წლის შემდეგ – ფიგუს ერთადერთი სინანული აქვს და ეს “ბარსელონადან” “რეალში” გადასვლა არაა

2024 წლის 24 ივლისს 24 წელი გავიდა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ტრანსფერიდან. ყველას კარგად მოგეხსენებათ, სწორედ ამ დღით მადრიდის “რეალმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ “ბარსელონადან” ლუიშ ფიგუ იყიდა. ამ ამბავს მაშინვე დიდი ამბები მოჰყვა და მალე პორტუგალიელს “ნოუ კამპზე” ღორის თავიც ესროლეს, თუმცა წლების გასვლისა და Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობის შემდეგ ის ამბობს, რომ ერთადერთი […]