მიქაუტაძის უარის შემდეგ “მონაკომ” მის ნაცვლად 17 წლის ფორვარდი დაიმატა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “მონაკომ” “ანტვერპენის” 17 წლის ფრანგი ფორვარდის, ჯორჯ ილანიხენას ტრანსფერი შეათანხმა. ლიგა 1-ის ბინადარი კლუბი ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდის. ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება მონაკოში და კონტრაქტს გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ ილანიხენა “ანტვერპენის” ყველა დროის რეკორდული ტრანსფერია. ამომავალი ვარსკვლავი ბელგიურმა კლუბმა გასულ ზაფხულს “ამიენიდან” 6 მილიონ ევროდ დაიმატა. გასულ სეზონში მან ბელგიის […]

ბერიმ 43 წლის ასაკში კარიერა ინგლისის მე-11 დივიზიონის კლუბში განაახლა

43 წლის ასაკში ცნობილმა ინგლისელმა ნახევარმცველმა გარეთ ბერიმ კარიერის განახლება გადაწყვიტა და ინგლისის მე-11 ლიგის კლუბ Hurstpierpoint-ში ჩაირიცხა. “ასტონ ვილასა” და “სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე 2020 წლის აგვისტოში ჩამოჰკიდა. ბერიმ პრემიერლიგაში 653 მატჩი ჩაატარა, რაც აბსოლუტური რეკორდია. ვეტერანი ფეხბურთელის ბოლო კლუბი “ვესტ ბრომვიჩი” გახლდათ.

“ჩელსი” 22 წლის მეკარის შეძენასთანაა ახლოს და ამით ლონდონურ გუნდში მამარდაშვილის ტრანსფერი გამოირიცხება

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ჩელსის” “ვილიარეალის” 22 წლის მეკარე ფილიპ იორგენსენის შეძენა სურს და ესპანურ გუნდთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს. ლონდონელები მზად არიან, ახალგაზრდა კარის დარაჯის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღონ. “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგებით დაინტერესებული თავად “ყვითელი წყალქვეშა ნავის” კიპერიცაა. ჩვენთვის ეს ყოველივე განსაკუთრებით საინტერესო კიდევ იმითაა, რომ “ჩელსის” “ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილის სახელსაც უკავშირებდნენ, […]

მორატა უნდა შეცვალოს – დოვბიკი კარიერას “ატლეტიკოში” განაგრძობს

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ჟირონასა” და უკრაინის ნაკრების ფორვარდმა არტიომ დოვბიკმა თავისი კლუბის ბოლო ვარჯიში გამოტოვა და მადრიდში გაემგზავრა. 27 წლის თავდამსხმელი ძალიან ახლოსაა “ატლეტიკოში” ტრანსფერთან, სადაც “მილანში” გადასული ალვარო მორატა უნდა შეცვალოს. გასული სეზონი უკრაინელს “ჟირონას” შემადგენლობაში ბრწყინვალე ჰქონდა. მან ჯამში ყველა ტურნირზე 41 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 25 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. სამართალდარღვევები აღკვეთილია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშარში მოქალაქე მდინარე რიონზე ელექტროშოკური მოწყობილობისა და ჩოგანბადეების გამოყენებით ახდენდა თევზჭერას და სვადასხვა სახეობის 3კგ თევზი ჰქონდა […]

როგორი ამინდი იქნება 28 ივლისამდე?

28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქ. თბილისში 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33, ხოლო 26-27 ივლისს +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან […]

„მაგთის“ შესაძლოა ახალი რეგულაციები დაუწესდეს – ევროკავშირის ექსპერტების დასკვნით, ბაზარზე არ არის კონკურენცია

ევროკავშირის ექსპერტების დასკვნით, ინტერნეტ ბაზარზე კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია და ბაზარზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, ექსპერტებმა მისთვის სპეციფიკური ვალდებულებებიც განსაზღვრეს. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ საჯარო პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. კომპლექსური კვლევის შედეგების მიხედვით, „ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან – 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს მხოლოდ […]

Adidas-ი ჰადიდს ბოდიშს უხდის მას შემდეგ, რაც მისი მონაწილეობით სარეკლამო კამპანია შეაჩერეს

კომპანია Adidas-მა ამერიკელ მოდელს, ბელა ჰადიდს ბოდიში მოუხადა მას შემდეგ, რაც კრიტიკის ფონზე კომპანიამ ფეხსაცმლის (SL72) სარეკლამო კამპანიაში ჰადიდის ჩართვის გამო ბოდიში მოიხადა და კამპანია შეწყვიტა. კომპანია Adidas-მა ჰადიდი იმ ფეხსაცმლის (SL72) სარეკლამო კამპანიაში ჩართო, რომელიც პირველად 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე გამოუშვეს, რასაც მოგვიანებით ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან სარეკლამო კამპანიის კრიტიკა მოჰყვა: “გამოიცანით ვინ არის […]

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციისთვის „ფეიკია“ ნებისმიერი პრევენცია, რაც ქვეყანას ტერორიზმისა და არეულობის გამოწვევისგან დაიცავს – სამწუხაროა, რომ არასასურველი ლიდერებისთვის ტყვიის სროლას არ ერიდებიან

რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის „ფეიკი“ და პროპაგანდაა ნებისმიერი პრევენცია, რაც ქვეყანას ტერორიზმისა და არეულობის გამოწვევისგან დაიცავს – სამწუხაროა, რომ რადიკალური, აგრესიული პოლიტიკური მიმდინარეობები მათთვის არასასურველი პოლიტიკური ლიდერებისთვის ამა თუ იმ ფორმით ტყვიის სროლას არ ერიდებიან! – ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. ქადაგიშვილის თქმით, როდესაც სუს-ი ხედავს, რომ გარკვეული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის […]

ოლაფ შოლცი – კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე

კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციის დასაწყისში ოლაფ შოლცს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ჯო ბაიდენის მაგალითს მიჰყვეს და მომავალ არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატურაზე უარი თქვას. „მადლობა ასეთი კარგი და მეგობრული შეკითხვისთვის. ჩვენ ყველას გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ერთად მივიღოთ და გავიმარჯვოთ. კენჭს […]