1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7152 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7152 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7242 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0090 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9446 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9579 ლარს შეადგენდა. […]
დემოკრატები გაიმარჯვებენ თუ რესპუბლიკელები, ორივე შემთხვევაში ომი დასრულდება უკრაინაში – ირაკლი კობახიძე

დემოკრატები გაიმარჯვებენ თუ რესპუბლიკელები, ორივე შემთხვევაში, ომი დასრულდება უკრაინაში, ვითარება დამშვიდდება რეგიონში და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, „ურთიერთობების გადატვირთვა აპრიორი დამოკიდებული არ არის რესპუბლიკელების გამარჯვებაზე“. „დემოკრატები თუ გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში დასრულდება ომი, რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, ნახევარ წელიწადში. ორივე შემთხვევაში ომი დასრულდება, ვითარება დამშვიდდება […]
ახალი საჰაერო სატვირთო მარშრუტი საქართველოსა და თურქმენეთს ჩინეთის გავლით აკავშირებს

2024 წლის ივლისიდან ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა ახალ სატვირთო მარშრუტზე ოპერირება დაიწყო და ფრენებს და შესაბამისად ტვირთების ტრანსპორტირებას თბილისი-მეილანი–თურქმენაბათი-თბილისი მარშრუტზე მოხდეს. ამის შესახებ თბილისში თურქმენეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის პრესსამსახური თურქმენაბათის საერთაშორისო აეროპორტზე დაყრდნობით იტყობინება. აღნიშნული მარშრუტის ამოქმედება თურქმენეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ახალი მარშრუტი ავსებს არსებულ სატვირთო საჰაერო მომსახურებას, რომელსაც 2023 […]
საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ესპანეთში, ქალაქ მადრიდში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საბჭოზე განხილული იყო ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად 2025 წლის ჩათვლით არის არჩეული. ასევე, […]
„მაგთიკომი“ – 53%, „სილქნეტი“ – 32%, სხვა ქსელები – 15% – ფიქსირებული ინტერნეტბაზრის კვლევა

„კომპანია „მაგთიკომს“ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტბაზარზე როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით კონკურენტებზე მნიშვნელოვნად დომინანტური პოზიცია უკავია. ეს მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას აძლევს, რაც მის მნიშვნელოვან ძალაუფლებას განაპირობებს. ეს მოცემულობა კი წინასწარი რეგულირების გარეშე არ შეიცვლება“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის კომპლექსური კვლევის მონაწილე ევროკავშირის ექსპერტების დასკვნაში. მათივე დასკვნით, […]
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი 2 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. გამოცემაც ადვოკატი, სანდრო ბარამიძე ეუბნება, რომ ჯონასი სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის […]
გერმანიის მთავრობამ ირანთან კავშირის გამო ჰამბურგის ისლამური ცენტრი აკრძალა

გერმანიის მთავრობამ აკრძალა ჰამბურგში დაფუძნებული ორგანიზაცია და მისი შვილობილი ორგანიზაციები, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ავრცელებენ ირანის ხელისუფლების იდეოლოგიასა და მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას. აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების პარალელურად პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 53 რეიდი ჩაატარა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, რეიდების შედეგად ამოღებული მასალით მტკიცდება ის ეჭვები, რაც ამ ორგანიზაციის მიმართ არსებობდა. ”ჰამბურგის ისლამური […]
საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ესპანეთში, ქალაქ მადრიდში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საბჭოზე განხილული იყო ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად 2025 წლის ჩათვლით არის არჩეული. ასევე, […]
აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩირუხის მთიდან დაიწყო

აჭარაში სალაშქრო ფესტივალი „ზღვიდან მთამდე“ დაიწყო. მოლაშქრეების პირველი გაჩერება ჩირუხის ულამაზესი მთები იყო, სადაც ბანაკი გაიშალა და მოლაშქრეებისთვის პირველად დახმარების შესახებ მცირე ტრენინგი ჩატარდა. დღეს, 100-მდე მოლაშქრე შუახევის მუნიციპალიტეტიდან უკვე ხულოს მუნიციპალიტეტში ინაცვლებს, სადაც ულამაზესი იალაღების, ალპური მთებისა და ყარაგოლის ტბის გავლით სარიჩაირის იალაღებთან გადავლენ და იქვე დაბანაკდებიან. შემდეგი სამი დღის განმავლობაში მოლაშქრეები ხიხაძირის ხეობას, […]
კონკრეტული ნაწარმის მწარმოებლისთვის ლიცენზიის შემოღება, ბიზნესსუბიექტის ფინანსურ ინტერესებს ემსახურება – თამბაქოს კონტროლის ალიანსი

თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ მხოლოდ კონკრეტული ნაწარმის მწარმოებლისთვის ლიცენზიის შემოღება კონკრეტული ბიზნესსუბიექტის ფინანსურ ინტერესებს და კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვებას ემსახურება და არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების დაცვას. „მიუხედავად, იმისა, რომ პარლამენტმა საზაფხულო სესიები დაასრულა, ფორსირებულად განიხილეს და მიიღეს კანონი ადგილობრივი თამბაქოს პროდუქტებზე (თუთუნი, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი) წარმოების ლიცენზირების შესახებ. ეს […]