პუტინს კრემლში ასადი ესტუმრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს კრემლში შეხვდა თავის მოკავშირეს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, მოლაპარაკების დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე პუტინმა ასადს უთხრა, რომ აინტერესებს მისი აზრი რეგიონში სიტუაციის განვითარებაზე, რომელსაც გამწვავების ტენდენცია ახასიათებს და ეს პირდაპირ ეხება სირიასაც. ასადის განცხადებით, ათწლეულებია სირია-რუსეთის ურთიერთობები ნდობით აღსავსეა, რაც ორი ქვეყნის ხალხთა სიმწიფის მაჩვენებელიცაა. […]

“რომელიც მოკლეს, იმის ბავშვის ნათლია ყოფილა მკვლელი” -რას ჰყვებიან ადგილობრივები საზარელი მკვლელობის შესახებ

კახეთში მომხდარ ორმაგ მკვლელობასთან დაკავშირებით სოფელ ლალისყურის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდო მკვლელს და გარდაცვლილებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე – საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. “კურიერი” მომხდარის შესახებ ადგილობრივებს გაესაუბრა. ეთერ ქოთილაიძე: “2-3 გასროლის ხმა გავიგეთ. ერთი ადგილზე დაღუპულა, მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე. ეძებენ და ვერ პოულობენ. რომელმაც მოკლა, ისიც არ იყო […]

ხანძარი აეროპორტში – ცხრა ადამიანი დაშავდა

ნიუ იორკში, ჯონ კენედის აეროპორტის ტერმინალში ხანძრისას ცხრა ადამიანი დაშავდა, ფრენები გაუქმებულია. შემთხვევა ადგილობრივი დროით 07:15 საათზე მოხდა. მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხანძარი მე-8 ტერმინალის ესკალატორზე გაჩნდა, შემდეგ კი განგაშის სიგნალი ჩაირთო. აეროპორტიდან დაახლოებით 960 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცხრა ადამიანი დაშავდა, ოთხი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავიაკომპანია American Airlines-მა განაცხადა, რომ ინციდენტის გამო 69 […]

უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევისას სამი დრონი, სავარაუდოდ, რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა

დღეს, 25 ივლისს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის კიევსა და ოდესაზე. საჰაერო განგაში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საოკუპაციო ძალების დრონები, რომლებიც დედაქალაქს სხვადასხვა მხრიდან უახლოვდებოდნენ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის მისადგომებთან მოიგერიეს. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. […]

რომელ ქალაქებში გაიმართება 2030 და 2034 წლის ზამთრის ოლიმპიადები?

2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე პარიზში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 142-ე სესია გაიმართა, სადაც 2030 და 2034 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლები გამოვლინდნენ. 2030 წელს ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის ალპები მიიღებს. ზამთრის ოლიმპიადა საფრანგეთში ბოლოს 1992 წელს, ალბერტვილში ჩატარდა. თამაშების მასპინძელი ნაგებობები ჟენევის ტბიდან და ჩრდილოეთ ალპებიდან ხმელთაშუა ზღვამდე იქნება გაშლილი. ოლიმპიადა 2030 წლის პირველი თებერვლიდან 17 […]

საოჯახო სასტუმრო ლეჩხუმში, მარანი, 2 მუზეუმი – კიდევ რა სერვისებს სთავაზობს სტუმრებს უნიკალური „ზანდურის სახლი“

ლეჩხუმელი მასწავლებელი, მანონი ახვლედიანი ენდემური ხორბლის ჯიშებით 2018 წელს დაინტერესდა, შემდეგ მათი შესწავლა და მოყვანა დაიწყო და 2020 წელს ლეჩხუმში, სოფელ ღვირიში „ზანდურის სახლი“ გახსნა, რომელიც მარანს, ღვინის და ხორბლის მუზეუმებს, სასადილო სივრცეს და სამზარეულოს აერთიანებს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მანონი ახვლედიანი ამბობს, ამ ყველაფრისთვის ბანკიდან სესხის აღება მოუწია. „მთლიანობაში „ზანდურის სახლის“ მოწყობა 300 000 ლარი […]

ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ჩავიდა. Reuters-ის ინფორმაციით, ასადი კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ოფიციალური შეხვედრის დროს პუტინმა ასადს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ დაძაბული ვითარებაა, რის გამოც თანამშრომლობა აუცილებელია. თავის მხრივ, ასადმა აღნიშნა, რომ სირიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 80 წლის გასვლის შემდეგ ქვეყნები ურთიერთობას აღრმავებენ. რუსეთისა და სირიის ლიდერები […]

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – რთულია მოსახლეობაში გამჯდარი იმ აბსურდული აზრის დაძლევა, თითქოს ქვეყნის ერთადერთი ხსნა ევროკავშირში გაწევრიანებაა – ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ალტერნატიული აზრის გავრცელებაა საჭირო

რთულია მოსახლეობაში გაუცნობიერებლად გამჯდარი იმ აბსურდული აზრის დაძლევა, თითქოს ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ხსნა ევროკავშირში გაწევრიანებაა. ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ყოველდღიური და ქმედითი, სიმართლეზე დაფუძნებული ალტერნატიული აზრის გავრცელებაა საჭირო, – ამის შესახებ განცხადებას „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ავრცელებს. განცხადების თანახმად, დღეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენება, თუმცა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიიჩნევს, რომ აქამდე არავინ […]

ირაკლი ჩიქოვანი – უნდათ, რომ იერიში მიიტანონ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გარანტია

სამწუხაროდ, წლებია ვხედავთ, რომ კონკრეტული ძალები, სხვადასხვა სუბიექტები ქვეყნის გარედან ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანას. თუმცა, ის ინფორმაცია, რომელსაც სუს-ი ავრცელებს, არის ძალიან მძიმე შემთხვევა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა არ იყოს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, დანაშაული, რომელიც ტერორიზმის მუხლსაც მოიცავს, ქართული სახელმწიფოს […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება – ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი მარცხდებიან

ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება: ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი მარცხდებიან, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ისრაელი იბრძოლებს იქამდე, სანამ ჩვენ „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობებს და ღაზაში მის მმართველობას არ გავანადგურებთ და სახლში ყველა მძევალს არ დავაბრუნებთ. ეს ნიშნავს სრულ გამარჯვებას და […]