25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა

დღეს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაარსებიდან 105 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. მათი თქმით, 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა ქვეყნის პირველი სტატისტიკის სამსახური. შესაბამისად, აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება. „1918 წლის მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა სტატისტიკური სამსახურის შექმნის საკითხი, რომელიც თავს მოუყრიდა ქვეყანაში […]

ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორად ირაკლი გალდავა დაინიშნა

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორად ირაკლი გალდავა დაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. აქამდე ის საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. შეგახსენებთ, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა, საბოლოოდ კი მიმდინარე წლის 1 ივლისს მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნა, […]

ინვესტორის შეუსრულებელი ვალდებულება – რა ეტაპზეა 4 წლის წინ გაყიდული ანანოვების სასახლის რეაბილიტაცია?

2020 წლის იანვარში 1 375 000 ლარად შპს „ინვესტ ჯგუფის“ მიერ საინვესტიციო ვალდებულებით შეძენილი ანანოვების სასახლის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში მეოცე საუკუნეში ფრანგი ძმების, ანანოვების მიერ აგებული ისტორიული შენობა, რომელიც ერთ დროს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქციასაც ასრულებდა, 4 წელზე მეტია ელოდება გახდეს მთავრობის მიერ დაპირებული რეგიონის ტურისტული ცენტრი. ისტორიულ ტერიტორიაზე ტურისტული […]

„ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას დამაკავშირებელი ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“ – პრემიერი

ოპოზიცია ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე, ლარის კურსის გაუფასურებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურის თქმით, იყო ძალიან მოკლევადიანი რყევა კურსის ნაწილში, რაც ინტენსიურად დაახლოებით 2-3 კვირას გაგრძელდა. „თუმცა ყველამ ისიც დაინახა, რომ ჩვენ ძალიან მალე მოვახერხეთ ვითარების დასტაბილურება, ლარი დაუბრუნდა […]

რუსეთში, კალუგის ოლქში „მი-28“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთში, კალუგის ოლქში „მი-28“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. „მი-28“ ტიპის ვერტმფრენი ფრენას კალუგის ოლქის ჟიზდრინსკის რაიონში ახორციელებდა. წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

გურამ მაჭარაშვილი – ეს სამი პოლიტიკური ფიგურა: ბიძინა ივანიშვილი, რობერტ ფიცო და დონალდ ტრამპი იბრძვის მშვიდობისთვის და ტრადიციული ცხოვრებისთვის – შესაბამისად, ბუნებრივად დამაჯერებელია ის, რასაც სუს-ი ამბობს

პარტია “ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით, “ბუნებრივად დამაჯერებელი ხდება” იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მოხდა თავდასხმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე – რობერტ ფიცოზე და აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატზე – დონალდ ტრამპზე. მაჭარაშვილის განმარტებით, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე დონალდ ტრამპი […]

ადგილობრივები თელავში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეულ დეტალებს ჰყვებიან

თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს. მოკლულია 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილიც და მოკლულებიც სოფელ ლალისყურის მკვიდრები არიან. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ამიტომ მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია. ადგილზე მხოლოდ იმას ჰყვებიან, რომ შემთხვევა მოხდა სოფელში, ლუდსახარში ობიექტის მიმდებარედ. მათი თქმით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში […]

7-კაცა | ბესიკ ხამაშურიძე – სტაბილურად მსოფლიო რაგბის სერიისკენ

საქართველოს 7-კაცამ წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სტაბილური შედეგები აჩვენა, ორი ეტაპის ჯამში შარშანდელზე უკეთესი, მე-5 ადგილი დაიკავა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზური. შარშან 7-კაცამ ევროპის პირველი ეტაპი ალგარვეში (პორტუგალია) მეორე ადგილზე დაასრულა, რაც საუკეთესო შედეგის გამეორება იყო, მაგრამ მეორე ეტაპზე მხოლოდ მე-9 პოზიციას დასჯერდა და ჯამში მე-6 ადგილი დაიკავა, რაც ჩელენჯერის […]

ოლიმპიადას ძიუდოისტებით იმედიანად ვიწყებთ! – ტალახაძე, რომელიც პროგნოზს არ ექვემდებარება…

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამოსვლამ პოზიტიური ენერგიით აგვავსო. თითქოს ყველანი ბოლომდე დავიხარჯეთ, ახლა კი, მცირე ამოსუნთქვის შემდეგ, ახალი სიხარულია საჭირო – ოლიმპიადა დაიწყო! ოლიმპიური თამაშები საკუთარი ქვეყნის წინ წამოწევისა და სახელმწიფო სიმბოლოების წარმოჩენის კუთხით განსაკუთრებული მოვლენაა. გამარჯვებები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშიც გვიზეიმია, ე.წ. გაერთიანებული გუნდითაც და 1996 წლიდან – დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. ოლიმპიური ფიცის დადება […]

ჭიათურაში, 10 დღის წინ დაკარგულ ქალს ისევ ეძებენ

ჭიათურაში ასაკოვან ქალს ისევ ეძებენ. ის სახლიდან 15 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახის ინფორმაციით, ქალს მეხსიერების პრობლემები აქვს. “ვეძებთ უშედეგოდ,ჩართულია საპატრულო პოლიციაც. ბებოს აქვს დემენცია, აქვს სკლეროზი , არ ახსოვს მისამართი ,არ აქვს ცნობადობა, არის თბილად ჩაცმული ამ პერიოდისთვის შეუსაბამო. ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე თუ სადმე თვალი მოკრათ გთხოვთ დაგვირეკოთ” აცხადებს ოჯახი. 593919202 კახა 599305316 რუსუდანი