26 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 26 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, გოძიაშვილის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და კვაჭაძის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი […]

ვინ და სად ყიდის ქართულ ოქროს

საქართველოდან ოქროს ექსპორტი 11%-ით შემცირდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 1.34 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო გავიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ოქროს ექსპორტმა 1.50 ტონა შეადგინა. ოქროს ექსპორტის მოცულობის შემცირების მიუხედავად, ღირებულების მიხედვით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 10%-იანი ზრდაა. 2024 წლის თვეში ქვეყნიდან 49,926.34 ათასი დოლარის ღვინო გავიდა, […]

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ აუქციონზე კიდევ ერთხელ იყიდება

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ სახელმწიფომ აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანა გასაყიდად. სანატორიუმი „რკინიგზელის“ საწყისი ფასი არ შეცვლილა და ის 5 135 000 ლარია. „იყიდება წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N51-ში არსებული 33000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 5 135 000 ლარად. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 […]

რუსეთში Mi-28 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

რუსეთში, კალუგას რეგიონის ტყეში Mi-28 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. ავიაკატასტროფის მიზეზად ამ ეტაპისთვის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

CNN-ის გამოკითხვით, ტრამპს ამომრჩევლების 49% უჭერს მხარს, ხოლო ჰარისს – 46%

გამოცემა CNN-ის წინასაარჩევნო გამოკითხვით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ალბათობით ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუპირისპირდება, ჯერჯერობით მკაფიოდ არავინ ლიდერობს. CNN-ის მონაცემების მიხედვით, ტრამპს ეროვნული მასშტაბით დარეგისტრირებული ამომრჩევლების 49% უჭერს მხარს, ხოლო ჰარისს – 46%. ამ გამოკითხვით, ტრამპსა და ჰარისს შორის სხვაობა უფრო მცირეა, ვიდრე წინა გამოკითხვაში ტრამპსა და ბაიდენს შორის იგივე […]

მაჭარაშვილი: ფიცო, ტრამპი, ივანიშვილი – სამივე იბრძვის მშვიდობისთვის, დამაჯერებელია სუს-ი

არაერთხელ გვინახავს უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ხასიათის განცხადება, მათ შორის, მათი ქმედებები, რომლითაც, პრაქტიკულად, ქვეყანამ თავიდან აირიდა არაერთი რადიკალური პროცესი, რევოლუციური სცენარი თუ ტერორისტული აქტი… …ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივად ხდება დამაჯერებელი, რაც უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ქართული ოცნების”საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით. თან თუ გადავავლებთ თვალს მსოფლიოს – ბოლო ორ თვეში სლოვაკეთის პრემიერი, შეერთებული შტატების ყოფილი […]

ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტებზე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში ჩვენებას უკრაინაში ყოფილი მებრძოლი, კოსტანტინე ჯღამაია აძლევს

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას უკრაინაში ყოფილი მებრძოლი, კოსტანტინე ჯღამაია აძლევს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება. როგორც ჯღამაიას […]

26-27 ივლისს „პალიტრა L-ი“ ქუთაისს ეწვევა – გამომცემლობის სიურპრიზები მკითხველს

„პალიტრა L-ი“ საზაფხულო ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში 26-27 ივლისს ქუთაისს ესტუმრება და მკითხველს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. 26-27 ივლისს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე ქუთაისის პირველ სკოლასთან გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც მკითხველი განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებს. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა „პალიტრა L-ის“ გარემოს დაცვითი პროექტის, „მაკულიტერატურის“ სტენდი, რომელიც სტუმრებს მაკულატურის სანაცვლოდ ახალ გამოცემებს შესთავაზებს. ტურნეში მონაწილეობას იღებენ […]

დაბა ბაკურიანის სრული არეალისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ისტორიაში პირველად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა ბაკურიანის სრულ არეალს მოიცავს და წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალ ქსელებს აშენებს, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ 15 000- მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებითა და სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე განმარტებით, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, კურორტის მდგრადი განვითარების და ტურისტების მზარდი […]

უკრაინის საჰაერო ძალები – უკრაინულმა მხარემ რუსების მიერ გაშვებული 25 დრონი ჩამოაგდო, სამმა დრონმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 25 დრონი ჩამოაგდეს, სამმა დრონმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. „2024 წლის 25 ივლისის ღამეს, მტერმა უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმის მიზნით, კერძოდ, ოდესის ოლქის სამხრეთით და უკრაინის ცენტრალურ რეგიონებში, Shahed-131/136-ის ტიპის 38 დრონი გამოიყენა“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, […]