ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ხულოში ავტობუსისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა – ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ გსურს გახდე ევროკავშირის გაერთიანების წევრი, არ უნდა გქონდეს სუვერენიტეტი, მხარს უნდა უჭერდე ლგბტ პროპაგანდას და სრულ თანხვედრაში მოხვიდე ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასთან. სწორედ ამ სამი თემის გარშემო ხდება სრული კონცენტრირება, შესაბამისად საერთოდ არ არის გასაკვირი ის უთანასწორო ბრძოლა, რაც დღეს […]

აჭარაში სამგზავრო ავტობუსისა და მანქანის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულებიც

ქე­და­ში, სო­ფელ წო­ნი­ა­რის­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის წინ მოხ­და. ერ­თმა­ნეთს სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი და მსუ­ბუ­ქი მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, 2 კი და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში გაემგზავრა

ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. მოსკოვში, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. „ორი ქვეყნის მეთაური ბელარუს-რუსეთის ურთიერთობების განვითარების აქტუალურ საკითხებს, სამოკავშირეო პროექტების ხელშეწყობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს განიხილავენ“, – წერს სააგენტო.

რატი ბრეგაძე ივანიშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობაზე – სუს-მა არაერთხელ აჩვენა, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა თავიდან – ეს გამოძიებაც წარმატებით დასრულდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ ის არის მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა თავიდან. ბუნებრივია, ეს გამოძიებაც იქნება წარმატებით დასრულებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, გამოძიების მიმდინარეობასთან […]

რატი ბრეგაძე – ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, მისი არჩევის შემთხვევაში, ის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება. აღნიშნული პასუხი მინისტრმა ჟურნალისტებს გასცა კითხვაზე – შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს? „ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება […]

იუსტიციის მინისტრი – მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული, მინდა ვუსურვო მყარი ჯანმრთელობა! – სიტუაციას აფასებენ ექიმები და როცა მათი მხრიდან მზაობა იქნება, გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. როცა [პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით] იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ თქვენც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მსჯავრდებულმა პატიმარმა სასჯელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს. „ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ ექიმები. როცა მათი მხრიდან იქნება შესაბამისი მზაობა, მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში. პრინციპი […]

გია ჯაფარიძე – 12 წელია საქართველოს მოქალაქეები ებრძვიან უმუშევრობას, სიღარიბეს, მაღალ ფასებს, ამ დროს ხელისუფლება წყვეტს იმ სასიცოცხლო კავშირებს, რომელიც ჩვენ აშშ-სთან გვქონდა

12 წელია საქართველოს მოქალაქეები ებრძვიან უმუშევრობას, სიღარიბეს, მაღალ ფასებს, ამ დროს საქართველოს ხელისუფლება წყვეტს იმ სასიცოცხლო კავშირებს, რომელიც ჩვენ გვქონდა საქართველოს მრავალწლიან პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან,- ამის შესახებ „ერთიანობის“ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მაშინ როდესაც შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია, ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობის სრულმასშტაბიანი გადახედვის პროცესშია, რაც მოსახლეობას კიდევ […]

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ აუქციონზე კიდევ ერთხელ იყიდება

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ სახელმწიფომ აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანა გასაყიდად. სანატორიუმი „რკინიგზელის“ საწყისი ფასი არ შეცვლილა და ის 5 135 000 ლარია. „იყიდება წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N51-ში არსებული 33000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 5 135 000 ლარად. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 […]

Solar Airship One – ბრიტანეთში მზის ენერგიაზე მომუშავე საჰაერო ხომალდი შექმნეს

ბრიტანეთში მზის ენერგიაზე მომუშავე საჰაერო ხომალდი შექმნეს, რომელიც დედამიწის გარშემო პირველ უწყვეტ ფრენას ისახავს მიზნად. ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდი დაფარულია მზის პანელებით და მისი მიზანია, მთელს მსოფლიოში შეუჩერებლად იფრინოს, თავისი გამომუშავებული ენერგიით წყალბადი წარმოქმნას, რათა სიბნელეშიც შეძლოს მოძრაობის გაგრძელება. არსებული გეგმით, Solar Airship One-მა ეკიპაჟის სამი წევრი 20 დღის განმავლობაში 40,000 კმ-ზე მეტ მანძილზე უნდა გადაიყვანოს. […]