სათამაშოების მაღაზია დადარი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს აფასებს

დიდი ხანია, რაც საქართველოს ბანკი მცირე თუ დიდ ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებაში ეხმარება და მათ განვითარებას უწყობს ხელს. ბიზნესის მართვა ყოველდღიურად სხვადასხვა გამოწვევას უკავშირდება, პროცესების გაუმჯობესების მიზნით კი საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ აპლიკაციას — ბიზნეს მობილბანკს სთავაზობს. ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებს ერთ სივრცეში შეუძლიათ ტრანზაქციების განხორციელება, ნაშთის კონტროლი, ბიზნეს სესხის ათვისება, ვალუტის შეღავათიანი […]

ვაპირებთ, საქართველოს მთავრობა განვსაჯოთ თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით – მეთიუ მილერი

ნათლად განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ, საქართველოს მთავრობა განვსაჯოთ თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს მიერ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მილერის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ქმედებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს. „თქვენ თუ გადახედავთ ჩვენ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვაპირებთ, განვსაჯოთ საქართველოს მთავრობა თავის პოლიტიკურ […]

„ეკოლიდერთა სკოლაში“ 2024 წლის სასწავლო კურსი დასრულდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2024 წლის სასწავლო კურსი დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი მოსწავლეებს შეხვდნენ და სერტიფიკატები გადასცეს. „ეკოლიდერთა სკოლის“ მიზანი ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. ორი თვის განმავლობაში, […]

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „აპარტამენტების კანონი“ უკან გაიწვია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ „აპარტამენტების შესახებ კანონი“ უკან გაიწვია. „აფხაზეთის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარკვეული ზომების შესახებ“ კანონი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აღნიშნულ რეგიონებში მიწების შეძენას და აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. კანონპროექტის მიხედვით, „ბინები“ (ფაქტობრივად, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინები) ჩაითვლება არა საცხოვრებელ უძრავ ქონებად, არამედ კომერციულ და, შესაბამისად, გასაყიდ ფართებად. ე.წ. მთავრობის განმარტებით, […]

ფილიმონ ქორიძე – ძველი ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენისათვის მებრძოლი

ქართული საეკლესიო გალობის იმერულ-გურული კილოს ნოტებზე გადაღების საქმეს დიდი ღვაწლი დასდო სახელგანთქმულმა მომღერალმა და მუსიკოსმა, ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის შესანიშნავმა მცოდნემ ფილიმონ ქორიძემ (გარდ. 1911 წელს). მან მუსიკალური განათლება მილანში მიიღო და იქვე პოვა აღიარება – იტალიის მუსიკალური საზოგადოებრიობა მას ქვეყნის ნებისმიერი დიდი საოპერო თეატრის მეტად სასურველ ბანად მიიჩნევდა. მომღერალი წარმატებით მართავდა კონცერტებს […]

დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა ათონის მთაზე ქართველ სასულიერო მოღვაწეთა სავანის დამაარსებელ მამებს იხსენებს

დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერთად იხსენებს წმიდა ათონის მთაზე ქართველ სასულიერო მოღვაწეთა სავანის დამაარსებელ მამებს – ღირს იოანესა და გაბრიელს. ნეტარი მამა იოანე (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი) დაიბადა სამცხეში დაახ. 920 წელს. წმიდანის მამა, საქართველოს მეფის დავით კურაპალატის კარზე დაახლოებული დიდებული იყო. იოანეს ბავშვობიდანვე საუკეთესო განათლება მიაღებინეს: „სიყრმითგან თვისით განსწავლულ იყო თავისუფლისა ხელოვნებათა და გონიერ გონებითა […]

მთავარი არხი: ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორს ოცნების ტიტუშკები თავს დაესხნენ

მთავარი არხის ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ცნობით, სოფელ სუფსაში ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც გადამღებ ჯგუფს რამდენიმე ადამიანი დაუპირისპირდა. როგორც მთავარი არხი წერს, ამ დროისთვის ლადო მენაბდე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ვლადიმირ პუტინი და ბაშარ ალ-ასადი კრემლში შეხვდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. ინფორმაციას პუტინის ოფიციალური პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა და ასადმა რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. “სამწუხაროდ, არსებობს ტენდენცია მოვლენების ესკალაციისკენ, ჩვენ ამას ვხედავთ. ეს პირდაპირ ეხება სირიასაც”. – ეუბნება პუტინი ასადს. ასადმა რუსეთ-სირიის ახლო დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობა და ქვეყნებს შორის არსებული ნდობა აღნიშნა და […]

უკრაინა: რუსულმა დრონებმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთეს

25 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 38 დრონით იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, მიკოლაი ოლეშუკის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 38-დან 25 დრონი გაანადგურა, ხოლო გადარჩენილი უპილოტო საფრენი აპარატებიდან სამმა რუმინეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და რადარებიდან გაქრა. იერიშის შედეგად ოდესის რეგიონის იზმაილის რაიონი დაიბომბა, რომელიც რუმინეთს ესაზღვრება. რაიონში ნაწილობრივ განადგურებულია ადმინისტრაციული შენობა, დაშავებულია 2 ადამიანი. რუმინეთს […]

წარმატებული ქართველების დაფასებისთვის გასამართი ღონისძიებისთვის 250 000 ლარი გამოიყო

მთავრობის განკარგულებით, წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებისთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 250 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყო. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 18 ივლისს მოაწერა.