ერთ წელიწადში კერძო სამედიცინო დაზღვევის მქონე ადამიანების რაოდენობა მხოლოდ 24 470-ით გაიზარდა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 9 თვის მონაცემების მიხედვით, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20% სარგებლობს. 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში 750 180 მოქმედი პოლისია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 725 710 იყო. ტრადიციულად, დაზღვევის სახეობების მიხედვით მოზიდული პრემია ყველაზე მაღალი სწორედ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის მიმართულებითაა და 9 თვის […]

„თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას“ – კახა ოქრიაშვილი

„თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას“ – კახა ოქრიაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ. „გვიახლოვდება ახალი წელი და ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების მთელი სტრატეგია საცივს უკავშირდება – იმედი აქვთ, საახალწლოდ ხალხი საცივში ჩაყოფს თავს და ჩვენც გადავრჩებითო. მე […]

4 პოლიტიკური კოალიცია ეუთო/ოდირს სპეციალური მისიის გამოგზავნას სთხოვს

4 პოლიტიკური კოალიცია ეუთო/ოდირს ერთობლივი წერილით მიმართავს და “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებას სთხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს. ამის შესახებ 4 კოალიციის ერთობლივ ბრიფინგზე კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა. ის ამბობს, რომ მისიას უნდა ჰქონდეს 2 მიზანი – შეისწავლოს საარჩევნო კანონდარღვევები და ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს. მისივე თქმით, წერილს […]

კონკურენციის სააგენტომ Royal Swinkels-ის და GCAP-ის $63-მილიონიან გარიგებაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ევროკავშირში ლუდის უმსხვილესი მწარმოებლის მიერ საქართველოში დაგეგმილ კონცენტრაციებზე თანხმობა გასცა. საუბარია Royal Swinkels-ის და “საქართველოს კაპიტალის” (GCAP) გარიგებაზე, რომლის ფარგლებშიც, ნიდერლანდური კომპანია ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესს ყიდულობს. საკონტროლო პაკეტის სანაცვლოდ, რომელშიც მათ შორის შედის ლუდის ქარხანა და ბრენდები “ყაზბეგი”, “შავი ლომი”, “კაიაკი”, “აისი”, ასევე საერთაშორისო ბრენდების Heineken-ის, Amstel-ის, […]

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ; უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების […]

ჯარიმა 2000-დან 5000 ლარამდეა – გაფრთხილება მოსახლეობას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. “აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ; განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, […]

სირიელი ამბოხებულების ლიდერი – სირია მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

სირია მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ სირიელი ამბოხებულების ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. აჰმედ ალ-შარაას განცხადებით, ქვეყანა ომით დაიღალა და სირია, როგორც მეზობლებისთვის, ისე მსოფლიოსთვის, საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან, ალ-შარაამ აღნიშნა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას. „ახლა, ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, სანქციები უნდა მოიხსნას, რადგან მათი სამიზნე ძველი რეჟიმი იყო. […]

კრწანისის რაიონის გამგებელმა 2024 წლის ანგარიში წარადგინა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ საზოგადოებას მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, 2024 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, თაბორის ტურისტული ბილიკი, რომლის ღირებულებამ თითქმის 1 500 000 ლარი შეადგინა. სრულად რეაბილიტირდა ფირდოუსის ქუჩა. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 93 მისამართზე. […]

4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს

ჩვენ ერთობლივ წერილზე მუშაობა დავასრულეთ, რომელიც ეუთო/ოდირს გაეგზავნება, სადაც ვითხოვთ, რომ ამუშავდეს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც გულისხმობს, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში სპეციალური მისია უნდა გამოაგზავნოს, რომელიც დეტალურად შეისწავლის ყველა კანონდარღვევებსა და მიტაცებულ არჩევნებს – ვაგრძელებთ მუშობას და ჩვენი მუშაობის შედეგია, რომ დღეს საქართველოს მოძალადე რეჟიმს სანქციები უწესდება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ […]

თეონა აქუბარდია – მოლდოვამ მიიღო 2 მლრდ დახმარება, საქართველომ კი, რომელსაც ორჯერ მეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამო, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა

მოლდოვამ მიიღო 2 მლრდ დახმარება, საქართველომ კი, რომელსაც ორჯერ მეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამო, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი მიიტაცა. „გაფართოების ანგარიშში ხაზგასმულია და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებს და […]