Dubai International-ის ყველა ავიაკომპანია ბაზირებას Al Maktoum International-ში მოახდენს

Dubai International-ის (DXB) ყველა ავიაკომპანია ბაზირებას Al Maktoum International-ში (DWC) მოახდენს. ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომლის ღირებულებაც 128 მილიარდი დირჰამია სამგზავრო ტრაფიკს წელიწადში 260 მილიონამდე გაზრდის და 10 წელიწადში „სრულად აიღებს საკუთარ თავზე“ DXB-ის ოპერაციებს. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისათვის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, როგორც მთავარი ჰაბი და „დააკმაყოფილებს 100 მილიონზე მეტი სტუმრის საჭიროებებს მომდევნო რამდენიმე […]

“გრიგოლიჩზე ტერაქტის მოწყობის ამბავი ზეხერი და ბლეფია” – ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი: არ დაიჯეროთ ხალხო გრიგოლიჩზე ტერაქტის მოწყობის ამბავი. ზეხერი და ბლეფია ეგ. იმხელა ამერიკაში ამხელა გლობალური ომის პარტიამ ისეთი სნაიპერი ვერ მონახა ბუღასავით ტრამპისთვის რომ მოერტყათ და საქართველოში შანსი არაა ეგეთ პროფესიონალ სნაიპერს ვერ იპოვიდნენ ჩვენი, ნახტომში ნოლძევიტი, უხეირო დიქტატორისთვის რომ გაერტყათ. ამიტომ მაგაზე არ წავიდოდნენ უიმედო სიტუაციაში. ტყუილია მეთქი მითქვამს.

მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ

უწყების ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციაში თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. მათივე თქმით, ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების მიზეზით ვერ ხერხდება. გარდა ამისა, საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. უწყებაში განმარტავენ, რომ დაკარგულების შესახებ იფნრომაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შევიდა.

უკრაინამ, 38-დან, 25 რუსული დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, 38 რუსული დრონიდან 25 ჩამოაგდეს. „წუხელ მტერმა გამოიყენა 38 შაჰედ-131/136 დრონი. თავს დაესხა უკრაინის ინფრასტრუქტურას რამდენიმე რაიონში, მათ შორის, ოდესის ოლქის სამხრეთით და ცენტრალურ უკრაინაში“, – განაცხადა მიკოლა ოლეშჩიუკმა. საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა თქვა, რომ კიდევ სამი დრონი “დაიკარგა რუმინეთთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ”. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს დაადასტურა, რომ მან […]

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის განახლებას აგვისტოდან გეგმავს

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის განახლებას აგვისტოდან გეგმავს რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის განახლებას აგვისტოდან გეგმავს. რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ითხოვა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე გაგრძელდეს. ბენზინის ექსპორტის აკრძალვა რუსეთმა 2024 წლის 1-ელი მარტიდან დააწესა, თუმცა 20 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით გამონაკლისი მოქმედებს. „1-ელი აგვისტოდან გამონაკლისის პერიოდი იწურება. ნავთობპროდუქტების ექსპორტის ავტომატური აკრძალვა მხოლოდ ბენზინს […]

„მიღწეული პროგრესი ქმნის მომავალს, სადაც ყველა ონკოლოგიური პაციენტი მიიღებს უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას“ – City Cancer Challenge-ის აღმასრულებელი დირექტორი

„მიღწეული პროგრესი ქმნის მომავალს, სადაც ყველა ონკოლოგიური პაციენტი მიიღებს უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას“ – City Cancer Challenge-ის აღმასრულებელი დირექტორი „დღეს მიღწეული პროგრესი ქმნის მომავალს, სადაც ყველა ონკოლოგიური პაციენტი მიიღებს უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას, გეოგრაფიული ბარიერების მიუხედავად“, – ასე გამოეხმაურა City Cancer Challenge-ის (C/Can) აღმასრულებელი დირექტორი იზაბელ მესტრესი, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებზე […]

საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას

საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საფრთხეზე საუბრობს და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წერილის კომენტირებისას განაცხადა, უცხოური ძალების მხრიდან ამ მიმართულებით ძალისხმევა შენელებული არ არის. მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების თემა, […]

ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ კი არ უნდათ, რომ ქვეყნის განვითარება სურთ, მათი სურვილია გარე ძალების დავალებას უსიტყვოდ მოაწერონ ხელი და მეორე დღესვე ჩართონ ქვეყანა ომში

ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ კი არ უნდათ, რომ ქვეყნის განვითარება სურთ, მათი სურვილია გარე ძალების დავალებას უსიტყვოდ მოაწერონ ხელი და მეორე დღესვე ჩართონ ქვეყანა ომში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაჯგუფების პროცესს ეხმიანება. სეფაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე გადაჯგუფებები ამომრჩევლის მოტყუების მიზნით ხორციელდება. „ამომრჩევლის მოტყუება, საკუთარი ნათქვამის უარყოფა, გუშინდელ მტრებთან […]

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.716 ლარია. ლარი დოლართან 0.08 თეთრით გაუფასურდა. ერთი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9469 ლარია, ლარი ევროსთან 0.23 თეთრით გაუფასურდა. ახალი გაცვლითი კურსი ხვალიდან ამოქმედდება.

“მდინარაძემ – დედალი გიჟები არ გეგონოთ, მამალი გიჟები ვართო…”– ხუხაშვილი

მდინარაძემ – რაღაცეებს კიდე არ ვლაპარაკობთო… ესე იგი, დედალი გიჟები არ გეგონოთ, მამალი გიჟები ვართო… “ხაზგასმით ვამბობ, ღმერთმა არ ქნას, რომ მოგვიწიოს ყველაფერის თქმა, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ა.შ. ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ“