“უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან მატჩი ოქტომბრის შემდეგ ჩატარდება” – დემეტრაძის პასუხი არშავინს

რეტრო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის – ამის შესახებ შეთავაზება რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა ადგილობრივ TASS-თან საუბარში გაახმოვანა. არშავინს უნდა, რომ რუსეთმა საქართველოსთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთანაც ითამაშოს. მანამდე ლეგენდების შეხვედრების ეგიდით, 7 ივლისს მინსკში, რუსებმა ბელარუსთან 1:1 ითამაშეს, პენალტებში კი 5:4 გაიმარჯვეს. ბელარუსის შემდეგ საქართველოსთან, უზბეკეთთან და ყაზახეთთან ლეგენდების მატჩები უნდა გავმართოთ. ასეთი შეხვედრები აერთიანებს […]
პრეზიდენტი ოლიმპიადის გახსნის ღონისძიებაზე დასასწრებად პარიზში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ ორგანიზებულ სპორტის სამიტს დაესწრება, სადაც ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურებიც იქნებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, დღეს ლუვრის მუზეუმში ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად გალა-ვახშამი გაიმართება, რომელსაც ზურაბიშვილი […]
მდინარაძე ემიგრანტებისთვის დამატებითი უბნების გახსნის მოთხოვნას “უტოპიურს” უწოდებს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნას უტოპიურს უწოდებს. როგორც ის ჟურნალისტებთან ამბობს, “ასეთი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება”. “მოთხოვნები როდესაც არის უტოპიური, შეუძლებელი, წარმოუდგენელი, რაც ვერ მოახერხა ვერავინ, ვერასდროს და ეს მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაღაცაზე იყვირონ, ასეთი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, თორემ ვისაც მონაწილეობა უნდა, ჩვენც მოვუწოდებთ, ძალიან […]
ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამა აცხადებს, რომ იგი ფრონტზე იმყოფება, ხოლო მისი შვილი პატრიოტია

უკრინელი ექსდეპუტატისა და ენათმეცნიერის, ირინა ფარიონის მკველელობაში ეჭვმიტანელი 18 წლის ბიჭის მამა აცხადებს, რომ მის შვილს მკვლელობისათვის მოტივი არ ჰქონია. რადიო თავისუფლების პროექტი „სქემები“ დაუკავშირდა ეჭვმიტანილის მამას, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავად ამჟამად ფრონტის ხაზზე იმყოფება და შვილთან დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ტელეფონის საშალებით ჰქონდა ურთიერთობა. “ფარიონის მკვლელობის მოტივები არ არსებობს, მას არ ჰქონდა უკრაინოფობიური […]
სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას რუსეთ-საქართველოს ლეგენდების მატჩში – დემეტრაძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგენდების რეტრო მატჩში მონაწილეობაას სიამოვნებით მიიღებს. ამის შესახებ მან რუსულ სპორტულ გამოცემასთან „სპორტ ექსპრესთან“ ისაუბრა. „პოლიტიკა ასე თუ ისე ახდენს გავლენას თანამედროვე საქართველოში ბევრ მოვლენაზე. თუ ჩვენ ჩავატარებთ რეტრო მატჩს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, მაშინ შესაძლებელია საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ზოგი […]
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება – სომხეთში აშშ-ის წვრთნები, საფრანგეთის მიერ ლეტალური იარაღის მიწოდება, ევროკავშირის სამხედრო დახმარების პირველი ფაზა სომხეთს აქეზებს და კიდევ ერთი ომისთვის მზადებაზე მიანიშნებს

აზერბაიჯანი სომხეთს შეიარაღებულ პროვოკაციებში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სომხეთმა “პროვოკაციები ჩაიდინა” მძიმე იარაღის გამოყენებით ქალაქ ქალბაჯართან და ვერტმფრენების გამოყენებით ქალაქ თოუზის მიმართულებაზე. “უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის მიერ მსგავსი პროვოკაციები პირველად არ ხდება და სისტემური გახდა. შეერთებული შტატების მიერ სომხეთში გამართული წვრთნები, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, ევროპული სამშვიდობო […]
ლაშა ტუღუში – ვინ არის „გლობალური ომის პარტია“? – ვიღაცები ბნელ ოთახში, სახე არ უჩანთ და მსოფლიოს მართავენ, ეს ლოგიკურია? – ამერიკამ არ იცის ვინ ესროლა ტრამპს, ვინ დგას ამის უკან და „ოცნებამ“ იცის, დროის მანქანაც ხომ არ ჰყავთ?!

წარმოგიდგენიათ, ჩვენ როგორ ვჩანვართ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, რომ ავირჩიეთ ეს ადამიანები, რომლებიც ასე მსჯელობენ?!, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებული განცხადებების თაობაზე განაცხადა. მისი შეფასებით, უბედურებაა, როცა ამას რიგითი პოლიტიკოსი ამბობს და კიდევ უფრო ცუდ დღეშია ქვეყანა, თუ ამ შეთქმულების თეორიაზე თავად მმართველი საუბრობს. „მოდი, […]
სახალხო დამცველი შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას – აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვა თითქმის ორი კვირაა გრძელდება, არსებობს საფრთხე, რომ გაფიცვაში მონაწილე პირებს იმ აუცილებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროება წარმოეშვათ, რასაც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მოქმედების პირობებში […]
ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

დიდ დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში საოჯახო ნივთებს გაუჩნდა. მათივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და შედეგად არავინ დაშავებულა.
დემოკრატები ემზადებიან 7 აგვისტოსთვის ვირტუალურად წარადგინონ ჰარისი და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი

დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის დელეგატებს შეუძლიათ, ონლაინ კენჭისყრის გზით, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თავიანთ საპრეზიდენტო კანდიდატად აირჩიონ და ამასთან ერთად, მხარი დაუჭირონ მის ჯერ არ დასახელებულ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს. ონლაინ კენჭისყრა მომავალ კვირაში დაიწყება. კონვენციის წესების კომიტეტმა ოთხშაბათს მიიღო წინადადება, რომელიც საშუალებას მისცემს დელეგატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხმა მისცენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შემცვლელ პოტენციურ კანდიდატებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა, […]