რუსული ქსელებიდან ჩახსნის შემდეგ, ესტონეთს ელექტროენერგიის გაძვირება დაემუქრება

რუსული ელექტროქსელიდან გათიშვის შემდეგ, ესტონეთს საკუთარ ქსელში სიხშირის კონტროლი თავად მოუწევს. ეს ელექტროენერგიის ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს, თუმცა, ქსელის მეტ კონტროლს უზრუნველყოფს. რუსულ ელექტროქსელთან დესინქრონიზაცია მომავალი წლის თებერვალში იგეგმება. გაზეთ „დეილი პოსტიმეესის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ წარმოებისა და მოხმარების ამჟამინდელი ტარიფი 1 მეგავატ/საათზე 4 ცენტს შეადგენს, ესტონეთის ენერგოსისტემის ოპერატორი „ელერინგი“ აცხადებს, რომ დესინქრონიზაციის შემდეგ, ტარიფი […]

რაც უფრო ინტენსიურად და კრეატიულად დაამკვიდრებს „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში იმ დისკურსს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, უფრო გაუადვილდება შეასრულოს გაცემული დაპირება

რაც უფრო ინტენსიურად და კრეატიულად დაამკვიდრებს „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში იმ დისკურსს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, უფრო გაუადვილდება შეასრულოს გაცემული დაპირება “მძიმე დღეშია „ნაცმოძრაობა“ – ვერ ჩამოყალიბებულა საბოლოოდ რა სახით და სახელით წარდგეს ამომრჩევლის წინაშე. ჯერ დისკრედიტირებულ პარტიულ ბრენდზე უარი თქვეს და „ერთიანობა – 5“ დაირქვეს., შემდეგ ეტყობა ვიღაცამ (მიხვდით ვინ!) კარგად შემოსცხო და „ნაციონალური […]

რომელი დეპუტატების ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება სანქცირდება და ითვლება პოლიტიკურ რეკლამად? – ComCom–ის განცხადება

კომუნიკაციების კომისია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. კომისიის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, აღნიშნულ ტელევიზიაში გავიდა ვიდეორგოლები, სადაც ნეგატიურ კონტექსტში ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს. კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლები ემსახურებოდა […]

საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა – რას ვყიდით და ვყიდულობთ?

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვამ 169.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია. წლის პირველ ნახევარში უკრაინიდან საქართველოში იმპორტი 17.5%-ით შემცირდა და 114.3 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტი კი წლიურად 10.6%-ით გაიზარდა და 55 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 10 ძირითადი იმპორტირებული პროდუქტი შემდეგია: · შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები – $6 მლნ · […]

რა ვალდებულებები დააკისრა ComCom-მა „მაგთიკომს“ მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისთვის?

კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსურ კვლევასა და კვლევაში ჩართული ევროკავშირის ექსპერტების დასკვნებზე დაყრდნობით, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და ბაზარზე არსებული არაკონკურენტული მდგომარეობის გამოსწორებისა და ბაზრის გახსნის მიზნით, მას სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება დააკისრა, რომელთა მიხედვით, მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორს ექნება ვალდებულება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მსურველ ოპერატორებს მისი ქსელისა თუ ინფრასტრუქტურის გამოყენების […]

“იბერია 1999”-მა “პარტიზანი” დაჯაბნა და 2:0 სძლია

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „პარტიზანი“ 2:0 დაამარცხა. მასპინძლებმა თავიდანვე სახიფათოდ შეუტიეს და მომენტები შექმნეს: ტაბატაძის მეტოქის საჯარიმოში წაქცევისთვის მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგ მეკარე კირკომ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. 31-ე წუთზე კი თბილისელები თერთმეტმეტრიანით ნონიკაშვილმა დააწინაურა. „იბერია 1999“ აშკარად სჯაბნიდა მოწინააღმდეგეს, მეტადრე ტექნიკურად, მეორე ტაიმის დასაწყისში […]

ბელგოროდთან ახლოს რუსულმა ტანკმა ავტომობილს გადაუარა. დაიღუპა პენსიონერი

ბელგოროდის რაიონის სოფელ ბერეზოვკაში რუსულმა ტანკმა სამოქალაქო მანქანას გადაუარა, რის შედეგადაც დაიღუპა 73 წლის ადგილობრივი მკვიდრი კონსტანტინე ლოპატინი, რომელიც მანქანას მართავდა. ინციდენტის თვითმხილველებმა ბელგოროდის გამოცემა „პეპელს“ აცნობეს, რომ ავტომობილი „ნივა“ მოძრაობდა მთავარ გზაზე, აკვირდებოდა საგზაო მოძრაობის წესებს, ხოლო ამ დროს ტანკი მოსახვევიდან გამოვარდა და არ დაუთმო გზა ავტომობილს. თვითმხილველების თქმით, ტანკის ეკიპაჟის წევრები „უგონო მდგომარეობაში […]

აზერბაიჯანი: დასავლეთის სამხედრო დახმარება ნიშნავს, რომ სომხეთი მზადაა, დაიწყოს ახალი ომი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის ტერიტორიაზე გამართულ აშშ-სა და სომხეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ეხმაურება და განცხადებაში წერს, რომ დასავლეთის მიერ სომხეთის სამხედრო სფეროში დახმარება ახალისებს რეგიონში ახალი ომის დაწყებას. “აშშ-ის მიერ სომხეთში ჩატარებული სამხედრო წვრთნები, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება და ევროკავშირის მიერ 10 მილიონის სამხედრო დახმარება ახალისებს ოკუპანტ სახელმწიფოს – სომხეთს, აწარმოოს პროვოკაციები და […]

ისრაელის პრემიერი თეთრ სახლში ვიზიტით ჩავიდა

25 ივლისს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და დემოკრატიული პარტიის სავარაუდო მომდევნო საპრეზიდენტო კანდიდატთან, ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისსთან შესახვედრად თეთრ სახლში ჩავიდა. ბაიდენმა ნეთანიაჰუ ოვალურ კაბინეტში მიიღო, სადაც ისრაელის ლიდერმა აშშ-ს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. ნეთანიაჰუ თეთრ სახლს 2020 წელს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პოსტის დატოვებიდან პირველად ეწვია. ვიზიტის მთავარი მიზანი სავარაუდოდ ისრაელ-ჰამასის 9 […]

ხათუნა სამნიძე – ჩემთვის საინტერესოა „ახალი“, „გირჩი“ და „დროა“, ამ ალიანსთან კონსულტაციები დაწყებულია – ჯერ კიდევ ფრაგმენტირებულია ოპოზიცია, არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, მათი აქტიურობა უმნიშვნელოვანესია

ჩემთვის საინტერესოა „ახალი“, „გირჩი“ და „დროა“, ამ ალიანსთან საუბარი და ორმხრივი კონსულტაციები დაწყებულია, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ პარტიების მოლაპარაკება საკმარისი არ არის, აუცილებელია, წინასაარჩევნო კამპანიაში დამოუკიდებელი დეპუტატებიც აქტიურად ჩაერთონ. „ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ლელოს“, „გირჩს“, „დროასა“ და „ახალს“ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, გამოვხატე ჩემი […]