სომხეთის საგარეო: საბრძოლო მზადყოფნის არმიის ყოლა ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას “გაუგებარს”, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან “გაზვიადებულ რიტორიკაში” სომხეთის რესპუბლიკის ჩართვას “მიუღებელს” უწოდებს. განცხადებას სომხეთის საგარეო უწყება ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთის პრემიერმინისტრის აპარატის მიერ აზერბაიჯანის მიმართ დიპლომატიური არხებითა და საჯაროდ გაკეთებული შეთავაზებები, ერთობლივად გამოეძიებინათ სასაზღვრო ინციდენტები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია და შეექმნათ შეიარაღების კონტროლის ორმხრივი მექანიზმი, […]

„Terminal-ში საწევრო 350-500 ლარი ღირს“ – რა გამოწვევებით ოპერირებენ Co-working სივრცეები?

საერთო სამუშაო სივრცე Terminal-ის დირექტორი ჯინო დოლინი Co-working სივრცეების ბიზნესის მართვისას სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს – ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური გარემო, რომელიც „რუსული კანონის“ მიღებით არის განპირობებული; შედარებით პატარა, სხვა ბიზნესის დამატებული სამუშაო სივრცეები და საერთო სამუშაო სივრცეების ცენტრალურ უბნებში კონცენტრირება. Cushman and Wakefield Georgia-ს მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის დასაწყისისთვის მხოლოდ თბილისში 31 სივრცე მოქმედებდა, […]

ირაკლი კობახიძე პარიზში სპორტის სამიტს და ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარიზში, ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, დაესწრო სამიტს „სპორტი მდგრადი განვითარებისთვის”. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით გამართული ღონისძიება AFD-ის გენერალური დირექტორის, რემი რიუს სიტყვით გაიხსნა. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ […]

“აზოვსტალის” ქართველი დამცველი, რუსეთის ყველაზე სასტიკ ციხეში

რუსებმა უკრაინის არმიის ქართველი მოხალისე, 22 წლის მამუკა გაწერელია, რომელსაც თებერვალში უკანონოდ, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ციხეში, “ტორბეევსკი ცენტრალში” გადაიყვანეს. ეს კოლონია მორდოვეთში მდებარეობს. რუსების ტყვეობაში უკრაინის არმიის კიდევ რვა ქართველი მებრძოლი რჩება

კონგრესმენების გზავნილი “ქართულ ოცნებას” და ქართველ ხალხს

კონგრესმენები „ქართულ ოცნებას“ უმეორებენ, რომ დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები და ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ წასვლა, უპასუხოდ არ დარჩება. მოქალაქეების იმ უმრავლესობას კი, ვისაც დასავლური მომავალი სურს, ჰპირდებიან, რომ ამ გზაზე მხარდაჭერის გარეშე არ მიატოვებენ.

“მე ნაცს მეძახის ქოცნახირი და კაცი რომელიც ციხეში უნდა იჯდეს ქოცებმა რექტორად დანიშნეს” – გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე: ესენი მე მგონი “ნაცების დამთავრებას” რას ეძახიან იციით?.. ყველა გარეწარ ნაცს რო მაღალ თანამდებობაზე დააბრუნებენ.. “მარჩენალმა” არჩევნების შემდეგ ყველას დავამთავრებო ხო დაგვაიმედა, ხოო და ყველაზე ნაძირალა ტიპაჟი გია ხუბუა, საკუთარი უნივერსიტეტის რექტორად დაუნიშნავს უკვე. არა და ამ ხუბუას შეეწირა უნივერსიტეტის პროფესორები.ტიპმა უხუცეს პროფესორ-მასწავლებლებს უჩივლა და გაასამართლებინა.უნივერსიტეტის რეფორმების ეგიდით ფაქტიურად გაანადგურა […]

“როგორ შევიდეთ ბათუმში ისე, საცობში რომ არ მოვხვდეთ?” – ზურაბ ბაუჟაძე

ჟურნალისტი, ზურაბ ბაუჟაძე: ხალხი კითხულობს როგორ შევიდეთ ბათუმში ისე საცობში რომ არ მოვხვდეთო. ჰოდა, ახალციხე-ვალე-ართვინი-ხოფა-სარფი არ გამოდგება, რადგანაც იქედანაც საცობია ქალაქში. ერევანი-გიუმრი-ახალქალაქი-ადიგენი-ხულო-შუახევ-ქედიდანაც ხელვაჩაურის საცობში მოხვდებით. თბილისი-უფა-მოსკოვი-ბათუმი შეიძლება მაგრამ ორბის კოშკებთან გაეჭედებით.

რუსი, რომელიც ოლიმპიადის დროს პარიზში პროვოკაციებს ამზადებდა, მზარეულად მუშაობდა

რუსეთის მოქალაქე, რომელიც პარიზში ოლიმპიადის დროს “დესტაბილიზაციის” მომზადებაშია ეჭვმიტანილი და 21 ივლისს დააკავეს, 2010 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა და მზარეულად მუშაობდა. მასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს უცხო სახელმწიფოსთვის სადაზვერვო ცნობების გადაცემის ბრალდებით. ამის შესახებ ფრანგული “ლე მონდი” წერს, რომელმაც ერთობლივი გამოძიება “ინსაიდერთან” და “შპიგელთან” ერთად ჩაატარა. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსის სახელია კირილ გრიაზნოვი. გამოძიების ინფორმაციით, საფრანგეთში […]

ჯაფარიძემ “კოალიცია ცვლილებებისთვის” საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები წარადგინა

ქართული ქარტია, ეკონომიკის სწრაფი განვითარება, განათლება და რეგიონების გაძლიერება – ზურა ჯაფარიძემ კოალიცია ცვლილებებისთვის საარჩევნო პროგრამის ოთხი ძირითადი მიმართულება წარადგინა. “ჩვენი საარჩევნო პროგრამა არის ყველაფერზე. კამპანიის დროს აქცენტი იქნება ოთხ ძირითად მიმართულებაზე. პირველი, ეს არის ქართული ქარტია, რომელზეც ხელი მოვაწერეთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც დაპირებას რომ გავცემთ და რაღაცაზე ხელს მოვაწერთ, ისევე, როგორც ვთქვით, რომ […]

რუსეთში ტანკმა მსუბუქ ავტომობილს გადაუარა, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

გამომცემლობა პეპელ-ის (Пепел) ცნობით, 24 ივლისს, რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ტანკმა მსუბუქ ავტომობილს გადაუარა, ავტომობილის მძღოლი კონსტანტინ ლოპატკინი ადგილზე გარდაიცვალა. ჟურნალისტების თქმით, ინციდენტი 24 ივლისის დილას, ბორისოვის რაიონის სოფელ ბერეზოვკაში მოხდა, როდესაც შესახვევიდან გამოსულმა ტანკმა ცენტრალურ გზაზე მოძრაობის წესების დაცვით მიმავალ ნივას მარკის ავტომობილს გადაუარა. გამოძიების თანახმად, მანქანის საჭესთან მყოფ სამოქალაქო პირს გული გაუსკდა და ის […]