ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდა. „ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და იმას, თუ როგორ აკეთებს ამას, მნიშვნელობა აქვს. ის, რაც ღაზაში ბოლო ცხრა თვის განმავლობაში მოხდა, გამანადგურებელია. როგორც ახლა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ამ შეთანხმების მიღწევის დრო დადგა. ასე რომ, ყველას, ვინც ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და მშვიდობისკენ ისწრაფვის, გხედავთ და გისმენთ“, – […]

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

2024 წლის მეორე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, უფრო ზუსტად, 2.8%-ით გაიზარდა, რაც 1.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე და 0.8 პპ-ით აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს. აღნიშნულ მონაცემებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს იმის მაუწყებელია, რომ აშშ-ის ეკონომიკა მდგრადად იზრდება და კორპორაციული სექტორი იმაზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. მეორე […]

სვანეთში ორი მოქალაქის ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდების ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები არიან ჩართულები. უწყების ცნობით, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. როგორც დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი, დათო ფარჯიანი სოციალურ ქსელში წერს, ბიჭები ტყეში 5 დღის წინ დაიკარგნენ, […]

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 26 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, გოძიაშვილის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და კვაჭაძის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი […]

გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სტიპენდიების მიღება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. „აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით დაწესებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სახელობითი სტიპენდია წელს გადაეცა სახელმწიფო […]

კამალა ჰარისი – დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს

დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. „დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ. 10 სექტემბერს წინასწარ შეთანხმებულ დებატებს დავთანხმდი. ის ამას ადრე დათანხმდა. ახლა, როგორც ჩანს, ის უკან იხევს“, – განაცხადა კამალა ჰარისმა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებს […]

სვანეთში ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.

ტეხასში მექსიკელი ნარკობარონის შვილი დააკავეს

ტეხასში მექსიკელი ნარკობარონი „ელ მაიო“ და „ელ ჩაპოს“ ვაჟი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა (FBI) და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საგამოძიებო (HSI) სააგენტოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტეხასში, ელ-პასოში, მექსიკელი ნარკობარონი ისმაელ „ელ მაიო“ სამბადა და მისი ყოფილი პარტნიორის ვაჟი, ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანი […]

ნატო თავდასხმად არ განიხილავს რუმინეთში რუსული დრონის ჩამოვარდნას

ნატომ თავისი წევრი სახელმწიფოს, რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნას უპასუხისმგებლო და პოტენციურად სახიფათო მოქმედება უწოდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ნატოს განცხადებაზე დაყრდნობით. ამასთან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს მოკავშირეზე რუსეთის მიზანმიმართულ თავდასხმაზე. ნატოს წესდების მე-5 მუხლით, რომელიმე წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში მოკავშირეებს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება აქვთ. 25 ივლისს, რუსეთის სამხედრო […]

დღეს პარიზში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის ოლიმპიადა

დღეს საღამოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები. ზაფხულის ოლიმპიადის ისტორიაში პირველად გახსნის ცერემონიის ადგილია არა სტადიონი, არამედ მდინარე. ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების სპორტსმენების აღლუმი მდინარე სენაზე ჩატარდება. ყველა დელეგაციას თავისი ნავი აქვს. ნავები აღჭურვილია ვიდეოკამერებით, რათა მაყურებლებმა, რომლებიც გახსნის ცერემონიას თვალს ტელევიზიით, ან ინტერნეტით მიადევნებენ, სპორტსმენების ახლოდან დანახვა შეძლონ. მდინარე სენაზე აღლუმი […]