საქართელოს 18 წლამდე ქალთა ნაკრები ალბანეთთან დამარცხდა და ბრძოლას V ადგილისთვის განაგრძობს

საქართველოს 18 წლამდე ქალთა ნაკრებმა საკვანძო მატჩი წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა. ეს მოხდა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში, რომელიც კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში მიმდინარეობს. 7 გუნდი იბრძვის ჩემპიონის გამოსავლენად, რომელთაგან პირველობისთვის ბრძოლას 4 გუნდი განაგრძობს. სამწუხაროდ, საქართველო არაა ამ 4 გუნდს შორის. ლიკა ქაჯაიას და ირინა მელქაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის პირველი თამაში სომხეთს მოუგო, მეორე აზერბაიჯანთან […]
სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ რუს მიტროპოლიტს მღვდელმსახურება შეუჩერდა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიის მიტროპოლიტ ილარიონს (საერო სახელი – გრიგორი ალფეევი) მღვდელმსახურება შეუჩერეს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიტროპოლიტი რამდენიმე კვირის წინ სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს. თავდაპირველად, 11 მარტს უცხოელ აგენტად გამოცხადებულმა თეოლოგმა, ანდრეი კურაევმა გამოაქვეყნა შენიშვნა, რომელიც მიტროპოლიტ ილარიონს ეხებოდა. კურაევის თქმით, რუსეთის სინოდმა გასცა რეკომენდაცია, რომ ილარიონი […]
“ივანიშვილის ფარისეველთა ბრბოდან, 120 დეპუტატიდან არცერთ კლოუნს ნახევარი სიტყვაც კი არ უთქვამთ ამაზე” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: 🇺🇸 დღეს დილით აშშ-ის კონგრესს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მიმართა. მის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკელებს სენატორ ბერნი სანდერსის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ. სენატის სხდომაზე ვერმონტელმა სოციალისტმა აღნიშნა: 🔸️ამერიკის ისტორიაში პირველად კონგრესის გაერთიანებულ კრებაზე სიტყვით გამოსვლის პრივილეგია, პატივი ეძლევა ომის დამნაშავეს – ბენიამინ ნათანიაჰუს! 🔸️ ისრაელს ჰქონდა და აქვს თავდაცვის უფლება, მას “ჰამასის” 7 ოქტომბრის […]
სვანეთში ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის მოთხოვნით გზა გადაკეტეს

სვანეთში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ცოტა ხნის წინ მოსახლეობამ სოფელ ლატალში გზა გადაკეტა სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და დრონების ჩართვის მოთხვონით. როგორც დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი, დათო ფარჯიანი სოციალურ ქსელში წერს, ბიჭები ტყეში 5 დღის წინ დაიკარგნენ, ორი დღის წინ კი დაკავშირება მოახერხეს “5 დღეა დაიკარგნენ ტყეში ჩემი ახლობლები, ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და […]
კინზინგერი: საქართველო, დაიბრუნე ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან

ქართული ოცნების პარტია კორუმპირებულია და რუსეთის გვერდითაა. ქართველებს აქვთ შანსი გაასწორონ გემი. თუ ამას არ იზამენ, ვშიშობ, საქართველო დაიკარგება. საქართველო, დაამარცხე ქართული ოცნების პარტია. დაიბრუნე ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან. აშშ-ის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაატაროს.
არ დაადგა საშველი – Standard Football-მა ოსიმენის რეალური ფასი დაადგინა

Sportmediaset-ის ცნობით, „ნაპოლის“ არ უნდა ვიქტორ ოსიმენს წლიურ გასამრჯელოდ 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, ამიტომ პსჟ-ს მისი გამოსასყიდი ფასი 130 მილიონიდან 100 მილიონამდე დაუკლო და პასუხის მოლოდინშია. Standard Football-ი, რომელიც ფეხბურთელების რეალურ ღირებულებებს სხვადასხვა პარამეტრებიდან გამომდინარე ბოლო 18 თვის განმავლობაში აფასებს – ითვალისწინებს ასაკს, ფიზიკურ ფორმას, ტრავმებისადმი მიდრეკილებას, სტაბილურობას, გამოცდილებას, ზრდის პოტენციალს და მომავალი ტრანსფერის შესაძლებლობას […]
“ტორპედოს” თავდამსხმელი: ეს ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს – ქუთაისში სავსე ტრიბუნების ფონზე განსხვავებული თამაში იქნება

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ გასვლაზე „ომონიასთან“ 1:3 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქუთაისური კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გოლის ავტორმა მომო იანსანემ გააკეთა: “სადებიუტო მატჩში გოლი სასიხარულოა, თუმცა ცხადია შედეგით ბედნიერი ვერ ვიქნები. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს ის, რაც ჩემი გატანილი გოლის შემდეგ ხდებოდა: გულშემატკივრის მხრიდან მსგავსი ქმედება ფეხბურთს არ […]
მეუფე იაკობი: რომ ვხედავდე ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, მე ვიქნებოდი მისი პირველი მტერი

მე რომ ვხედავდე, ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, მე ვიქნებოდი პირველი მტერი ხელისუფლების. სახარებასაც თუ ვნახავთ, უფალი ამბობს, რომ უფალო, უფალო, ვინც მეუბნება, იმას კი არ სწამსო. ესენიც რუსეთს იმიტომ იძახიან, რომ თავიანთი რუსობა დამალონ. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს ამერიკული და ევროპული ფულით, ფაქტობრივად, რუსეთი თავის საქმეს აკეთებს. ვინ მოიგო იმით, რაც თბილისში ხდებოდა? მოიგო ისევ და […]
რომელი ქვეყნები იღებენ ტურიზმიდან ყველაზე მეტ შემოსავალს?

2023 წლის მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსის მიხედვით, გასულ წელს, გლობალური ტურიზმის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. როგორც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემები ცხადყოფს, პოსტკოვიდური რეაბილიტაციის პროცესი, ყველაზე უკეთ აშშ-მა გაიარა და შესაბამისად, ყველაზე მეტი შემოსავალიც დააგენერირა. 2023 წელი ამერიკამ 80 მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, მათი დანახარჯებისგან კი ქვეყანამ 1.8 ტრილიონი დოლარის კონტრიბუცია მიიღო. ტურიზმის განვითარების ინდექსის თანხად, […]
„განვითარებული საინვესტიციო ფონდების ბაზრის არსებობა ქვეყანაში გაზრდის მოთხოვნას საინვესტიციო პროდუქტებსა და სერვისებზე“ – ნათია თურნავა

„განვითარებული საინვესტიციო ფონდების ბაზრის არსებობა ქვეყანაში გაზრდის მოთხოვნას საინვესტიციო პროდუქტებსა და სერვისებზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ფინანსური ბაზრების განვითარებას,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს. ნათია თურნავამ საინვესტიციო ფონდების სექტორის გააქტიურების მიზნით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, სამთავრობო უწყებებსა […]