რუსი, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე პროვოკაციების დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი, მზარეულია

რუსი, რომელიც პარიზში ოლიმპიადაზე პროვოკაციების მოწყობის ბრალდებით დააკავეს, აღმოჩნდა მზარეული კირილ გრიაზნოვი. ამის შესახებ საგამოძიებო მასალა The Insider-მა, Der Spiegel-მა და Le Monde-მ მოამზადა. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ გრიაზნოვი წარსულში რუსულ არხ НТВ-ისა და Домашний-ის შუებში მუშაობდა. მათივე ცნობით, მზარეული დაკავშირებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) და დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან (ГРУ). გრიაზნოვმა საკუთარი მგზავრობის გეგმა მაშინ […]

სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა ცოცხალი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ახალგაზრდები ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გავიდნენ და ესაუბრნენ. სვანეთის ტყეში დაკარგულ 2 ახალგაზრდას მაშველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. დღეს დილიდან სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. როგორც დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი, დათო ფარჯიანი სოციალურ ქსელში წერდა, ბიჭები ზემო სვანეთიდან ლენტეხში […]

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის წინ, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული კომპანია SNCF-ი ავრცელებს. „ეს ფართომასშტაბიანი თავდასხმაა, რომელიც მიზნად ქსელის პარალიზებას ისახავს. ღამით, SNCF რამდენიმე წინასწარგანზრახული თავდასხმის მსხვერპლი გახდა“, – განაცხადეს კომპანიაში. საფრანგეთის ეროვნული რკინიგზის ცნობით, კომპანიის ობიექტებს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს და დაზიანებულ ხაზებზე მოძრაობა შეფერხდა. კომპანიის […]

სვანეთში დაკარგული ორი პირი იპოვეს

სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში“ ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დაკარგული ახალგაზრდები ოჯახის წევრებს დაეკონტაქტნენ. ისინი ცოცხალი და უვნებლები არიან. ცნობისთვის, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. დღეს დილიდან მათი ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.

შალვა პაპუაშვილი – რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა სიტუაცია, ვისი ტყვია გაისვრიდა და ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში

რომ არა ზუსტად ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ტერორიზმის საქმეს იძიებს, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართულობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა სიტუაცია, ვისი ტყვია გაისროდა და ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული […]

29 ივლისამდე, საქართველოში, წვიმა, ელჭექი და სეტყვა, ხოლო სანაპირო რაიონებში შტორმული ღელვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. მათივე ცნობით, 28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო.

ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. მთავრობის მეთაური საფრანგეთის დედაქალაქში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფება. პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ […]

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია რომელ ქალაქში, სოფელსა და უბანშიც არ უნდა მივიდეს, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ

დადგა მომენტი, როდესაც ოპოზიციას მოუწევს ხალხთან დალაპარაკება, განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ […]

შალვა პაპუაშვილი – ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში – არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“ – თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია და ვერ ხედავთ

ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში – არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“. თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია მიმობნეული და ამ ქვებს ვერ ხედავთ, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა „გლობალური ომის პარტიაზე“ დაუსვა. მისი თქმით, ყველა, ვინც საქართველოს […]

შალვა პაპუაშვილი – უარეს მდგომარეობაში იქნებოდა საქართველო, ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის, უცხოელი აქტორის ზეწოლას – ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ნეგატიური რეკორდსმენი იქნებოდა

უარეს მდგომარეობაში იქნებოდა საქართველო, ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის, უცხოელი აქტორის ზეწოლას და წასულიყო სანქციების, ესკალაციის, ომში შესვლის გზაზე- საქართველო ამ რეიტინგში იქნებოდა ნეგატიური რეკორდსმენი ეკონომიკური კოლაფსისა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი დააქვეითა. მისივე თქმით, ციფრებით […]