„მადლობა ბიჭებს“ – მატარებლები ახალი ბრენდირებით იმოძრავებენ

„მადლობა ბიჭებს“ – საქართველოს რკინიგზის მატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი ბრენდირებით იმოძრავებენ. სამგზავრო მატარებლების ფანჯრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოებით დაიბრენდა. კომპანია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის. ბრენდირებული მატარებლები ბათუმის რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში იმოძრავებენ.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ბრალებით ორი პირი დააკავეს. საგამოძიებოში აცხადებენ, რომ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 ივლისს, დილის საათებში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე და ოპერატორი მანუჩარ მჟავანაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ სუფსაში, ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ, რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა ვ.ი-მ, მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა: […]
32-წლიანი მეგობრობა Toyota Corolla-სთან – ლევან ზენიაშვილი „ავტომობილის მოვლის ხელოვნებაზე“

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ავტომობილი უბრალოდ გადაადგილების საშუალება კი არა, ემოცია და ცხოვრების სტილია. მათთვის ავტომობილზე ზრუნვა სასიამოვნო პროცესია და ხელოვნებად აქვთ ქცეული. ასეთი განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს ლევან ზენიაშვილს საკუთარ Toyota Corolla-სთან. ეს ისტორია 1992 წელს დაიწყო, როცა მამამ ავტომობილი აჩუქა. სწორედ „ავტომობილის მოვლის ხელოვნებას“ შეეხება „თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის კამპანია. ვიდეოსერიით კომპანიას სურს, მომხმარებლამდე მიიტანოს ემოცია, […]
“ვიპიოვეთ, ორივე ცოცხალია” – ნათესავი სვანეთში დაკარგულ ორ ახალგაზრდაზე

“ვიპივეთ, ორივე ცოცხალია” – დაწერა მან სოციალურ ქსელში. მანამდე მოძრაობამ ბრაკონიერების წინააღმდეგ დაწერა, რომ დაკარგულებთან კავშირზე გავიდნენ და ორივე მათგანი ცოცხალია. გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ადგილობრივებმა ბოლოს კვირას, 21 ივლისს, ნახეს. ისინი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე უნდა ჩასულიყვნენ ტყით.
El Nacional: ედერსონს ერთი სული აქვს არაბეთში როდის გაემგზავრება – “სიტი” მის შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს

“მანჩესტერ სიტი” “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Nacional-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ქალაქელები” “ღამურებს” ქართველის თაობაზე იმ შემთხვევაში დაუკავშირდებიან, თუ “სიტის” ედერსონ მორაეში დატოვებს. “სიტის” დიდი ალბათობით, ედერსონ მორაეში დატოვებს, ბრაზილიელს ერთი სული აქვს არაბეთში როდის გაემგზავრება, მას კონტრაქტი უკვე მაგიდაზე უდევს და კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმებას ელოდება. ედერსონს […]
მანჩესტერში Sports Networking Lounge – G7 ნოემბერში გაიხსნება

მიმდინარე წლის ნოემბერში, SMH Sports-ისა და Kinkladze Global-ის ერთობლივი პროექტი, Sports Networking Lounge – G7 მანჩესტერში გაიხსნება. პროექტის შესახებ SMH Sports-ის დამფუძნებელი, ლაშა მაჭავარიანი საუბრობს: – რას მოიცავს G7, რომლის გახსნაც მანჩესტერში, ნოემბერში დააანონსეთ? – ,,G7 იქნება „membership club”-ი, რომელიც სპორტული სამყაროს პროფესიონალებს ექსკლუზიურ საშუალებას მისცემს სოციალიზაციისა და ,,ნეთვორქინგისათვის.’’ კლუბის მიზანია, ხელი შეუწყოს სპორტული საზოგადოებისთვის, […]
პირველი არხიდან „აკუსტიკის“ წამყვანები გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გადაცემა „აკუსტიკის“ წამყვანები, მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი, გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მუსიკოსი და ტელეწამყვანი მებო ნუცუბიძე ავრცელებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ტელეკომპანიამ გუშინ, მოულოდნელი ზარით აცნობა და განუცხადეს, რომ „აკუსტიკას“ მომავალი სეზონიდან ახალი წამყვანები ეყოლება: „9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ […]
სვანეთში, მთაში დაკარგული ახალგაზრდები უვნებლად გამოჩნდნენ

ახლობლებთან კონტაქტეზე გამოვიდა ის ორი ახალგაზრდა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ მთაში სალაშქროდ წავიდნენ. მათთან 5 დღის განმავლობაში კონტაქტი დაკარგული იყო. ახალგაზრდების ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივები და მოხალისეები, ისე მეხანძრე-მაშველები დრონებითა და უკვე დღეს დილიდან, ვერტმფრენით. ახლობელთა ინფორმაციით, ახალგაზრდები უვნებლად არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პაპუაშვილი საზოგადოების სახელით ოპოზიციისთვის “პასუხის მოთხოვნას” აანონსებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოების სახელით ოპოზიციისთვის “პასუხის მოთხოვნას” აანონსებს. კერძოდ, დღეს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ “რომელ ქალაქში, სოფელში და უბანშიც არ უნდა მივიდეს ოპოზიცია, გასაკვირი არაა, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ”. “ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესავდნენ, […]
უკრაინული იერიშის შედეგად ანექსირებულ ყირიმში განადგურებულია რადიოლოკაციური სადგური

26 ივლისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანექსირებულ ყირიმზე მიიტანა იერიში. რუსული დამოუკიდებელი მედიების ცნობით, უკრაინამ ATACMS რაკეტის გამოყენებით, საჰაერო თავდაცვის სისტემის დისლოკაციის ადგილას, რადიოლოკაციური სადგური გაანადგურა. გარდა ამისა, კიდევ ერთი რაკეტა საკის აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქდა. იერიშის შედეგად დაიჭრა ორი სამხედრო პირი. რუსეთის მტკიცებით უკრაინამ ყირიმის მიმართულებით სულ 4 ATACMS ტიპის რაკეტა გამოიყენა.