2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მყოფი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრებს შორის თსსუ-ის კურსდამთავრებულები არიან

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშებზე, რომელიც 26 ივლისს იხსნება, საქართველოდან 28 სპორტსმენი მონაწილეობს. ეროვნულ ოლიმპიურ ნაკრებთან პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იმუშავებს საქართველოს სამედიცინო გუნდი. მათ შორის არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები: ფირუზ ტუნაძე (სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელი), ლაშა ღონღაძე, გიორგი მგელაძე, თემურ მგელაძე, ავთანდილ თელია და გიორგი ჭინჭარაული. აღსანიშნავია, […]

შალვა პაპუაშვილი – არანაირი „თუ“ „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს – ერთადერთი კითხვაა, თუ რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, რომელსაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს

არანაირი „თუ“ „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი კითხვაა, თუ რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, რომელსაც „ქართული ოცნება“ [არჩევნებში] მოიპოვებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო სარჩევნო სიის შემადგენლობა ეტაპობრივად გამჟღავნდება. „არანაირი „თუ“ “ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი კითხვაა, თუ რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, […]

DRG დაფინანსების მოდელის მიმდინარეობაზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა, ზუგდიდში გაიმართა

სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა, ზუგდიდში გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე შეხვდნენ. შეხვედრაზე, DRG-ის დაფინანსების სისტემა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრების გზები განიხილეს. […]

წლის დასაწყისში რუსეთში ღვინის ექსპორტის ზრდა სააქციზო გადასახადი გასამმაგებას უკავშირდება – ლევან მეხუზლა

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, რუსეთში $156 709-ის (54 480 920 ლიტრი) ღვინის ექსპორტი განხორციელდა. 5 თვის მონაცემებით, რუსეთის წილი მთლიანი ღვინის ექსპორტის 75% იყო, 6 თვისაში – 70%. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას თქმით, ამას არაერთი სუბიექტური მიზეზი აქვს. მათ შორის ის 200-წლიანი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ქართული ღვინის ძირითადი ბაზარი რუსეთი იყო, ასევე […]

ჩინეთში საქართველოს პოპულარიზაციას განვაგრძობთ – მარიამ ქვრივიშვილი

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლისა და ფრენის სიხშირეების ზრდის პარალელურად, ჩინეთში საქართველოს პოპულარიზაციას განვაგრძობთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს. „ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს საქართველოში ვმასპინძლობთ. უვიზო მიმოსვლის ამოქმედების, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლისა და ფრენის სიხშირეების ზრდის პარალელურად, ჩინეთში საქართველოს პოპულარიზაციას განვაგრძობთ შესაბამისად, ვიზიტის შედეგად, CCTV საქართველოს ტურისტული […]

2024 წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები 12 ქვეყანაში გაიმართა

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყანაში (აშშ, პორტუგალია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ჩინეთი) სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის 57 დეგუსტაციაზე, ერთ საერთაშორისო კონკურსზე, 17 გამოფენასა და 9 ფესტივალზე – ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებების 6 თვის […]

სვანეთში დაკარგული ორივე ახალგაზრდა ცოცხალია

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ, გამოჩნდნენ. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი დაკარგულის ბიძაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, დაკარგულები, სავარაუდოდ, თვითონ გამოვიდნენ ქვემო სვანეთის მიმართულებით და ჯანმრთელები არიან. ახლობლების ინფორმაციით, ისინი ამჟამად ლენტეხის სოფელ ლასკადურაში იმყოფებიან. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ფარჯიანი და გვიჩიანი ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე (სადაც უნდა […]

ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მსახიობი ამჟამად? – Marao

ახალი ფილმების გამოსვლა, პრესტიჟული ღონისძიებები თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის, მოდის კვირეულებიც კი, წარმოუდგენელია მსახიობების გარეშე. მსოფლიო ვარსკვლავები ბევრს შრომობენ საკუთარი იმიჯის შექმნასა და გავლენის გავრცელებაზე, თუმცა არანაკლები შრომა სჭირდებათ იმისთვისაც, რომ ყოველთვის საუბრობდნენ მათზე. ამ სტატიაში გთავაზობთ ამ მომენტისთვის ყველაზე პოპულარულ და განხილვად ვარსკვლავებს: მარგო რობი ავსტრალიელი მსახიობია. მიღებული აქვს ოსკარისა და ოქროს […]

დღეს პარიზში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის ოლიმპიადა

დღეს საღამოს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები. ზაფხულის ოლიმპიადის ისტორიაში პირველად გახსნის ცერემონიის ადგილია არა სტადიონი, არამედ მდინარე. ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების სპორტსმენების აღლუმი მდინარე სენაზე ჩატარდება. ყველა დელეგაციას თავისი ნავი აქვს. ნავები აღჭურვილია ვიდეოკამერებით, რათა მაყურებლებმა, რომლებიც გახსნის ცერემონიას თვალს ტელევიზიით ან ინტერნეტით მიადევნებენ, სპორტსმენების ახლოდან დანახვა შეძლონ. მდინარე სენაზე აღლუმი […]

Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოში

საქართველოს ბანკი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კერძო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი. ამისათვის კი ბანკი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. აღნიშნულ ინიციატივებსა და მათ შედეგებზე დაყრდნობით კი, საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში. „Euromoney უკვე […]