“Фу” ბლინ, ბლინ, ბლინ…” – თაკო ჩარკვიანი

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი: “ახლა, ბათუმში მშენებლობაზე მაღალ სართულზე მომუშავე ბიჭის და შიშველი ტურისტის (მგონი ქალის) და რუსეთიდანო, არ გამიკვირდება , რადგან ნუ ძირითადად ასე – ამ ფორმით ბათუმში რუსები დარბიან და სანაპიროზე მთვრალები და “გამტყვრალები” არღვევენ სხვათა უფლებებს სამწუხაროდ, ამის ბევრი ფაქტი არებობს (და შევსწრებივართ) ეროტიული კადრები ვნახე სოც ქსელში, საწყალი ის ბიჭი ცოცხალია?? იკითხოს […]
შალვა პაპუაშვილი – როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მეორე დღესვე, დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ ფრენებს და მესამე დღეს ჩვენ ვიქნებით ჩართული ომში – ეს არის ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირება

უარეს მდგომარეობაში იქნებოდა საქართველო, ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის, უცხოელი აქტორის ზეწოლას და წასულიყო სანქციების, ესკალაციის, ომში შესვლის გზაზე- საქართველო ამ რეიტინგში იქნებოდა ნეგატიური რეკორდსმენი ეკონომიკური კოლაფსისა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი დააქვეითა. მისივე თქმით, ციფრებით […]
ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ კამალა ჰარისის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ კამალა ჰარისს ის „ხედვა, ხასიათი და სიძლიერე აქვს, რომელსაც ეს კრიტიკული მომენტი მოითხოვს“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი კამალა ჰარისის ასარჩევად ყველაფერს გააკეთებენ. „ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, […]
ადვოკატი – თუ „ტვ პირველი“ კახა კალაძის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ უარყოფს და 15 ათას ლარს არ გადაიხდის, ქონება დაუყადაღდება – არ არის გამორიცხული, ტელევიზიის ხელმძღვანელი პირის მიმართ დევნა დაიწყოს

თბილისის მერის, კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ ტელეკომპანია “პირველის” წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დიმიტრი გაბუნია აღნიშნავს, რომ თუ მორალური ზიანის სახით დაკისრებულ თანხას “ტვ პირველი” არ გადაიხდის, უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღება და არ არის გამორიცხული, ხელმძღვანელი პირის […]
IRANINTL: სომხეთმა ირანთან იარაღის შესყიდვის $500-მილიონიანი საიდუმლო კონტრაქტი დადო

გამოცემა Iran International-ის ინფორმაციით, ირანმა და სომხეთმა სამხედრო შეიარაღების შესყიდვის საიდუმლო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის ღირებულებაც $500 მილიონს შეადგენს. გამოცემა აღნიშნულ ცნობას ვითარებასთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემამ ასევე ირწმუნება, რომ მოიპოვა სამხედრო მასალების სია, რომლებიც ირანმა სომხეთს შეთანხმების ფარგლებში უნდა მიაწოდოს. Iran International-ის ცნობით, შეთანხმება შაჰედ 136-ის, შაჰედ 129-ის, შაჰედ 197-ის, ასევე Sevom Khordad-ის, […]
გორში, ორი კვირის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში ორი კვირის წინ დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს. 33 წლის გიორგი ჯანეზაშვილი სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარესთან 13 ივლისს გაუჩინარდა. თანასოფლელები და ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ ჯანეზაშვილი მდინარეში შესვლისას დაიხრჩო. ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარებიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში, ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, […]
რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლაოსში ერთმანეთს შეხვდნენ

რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლაოსში ერთმანეთს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩინელ კოლეგასთან, ვანგ იისთან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის „საგარეო არეულობისა და დაბრკოლებების“ პირობებში […]
პროკურატურამ თელავის რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სასამართლომ თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, მამაკაცს ბრალდება მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე წარედგინა. „საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან […]
გიორგი ვაშაძე – დიახაც, ვაპირებთ, რომ რუსეთთან ვაჭრობა გავაგრძელოთ – არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს

დიახაც, ვაპირებთ, რომ რუსეთთან ვაჭრობა გავაგრძელოთ – არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსულ ეკონომიკაზე არ იყოს დამოკიდებული. „ძალიან გთხოვთ, „ქოცურ“ სიყალბეს ნუ გაყვებით იმიტომ, რომ სიყალბე არის მათი ხელწერა. ჩვენ, დიახაც, ვაპირებთ, რომ ვაჭრობა […]
გადაცემა „აკუსტიკის“ წამყვანები შეცვალეს – ამბობს მებო ნუცუბიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი პოპულარული პროექტის, „აკუსტიკის“ წამყვანები შეცვალეს. ამის შესახებ მებო ნუცუბიძემ დაწერა სოციალურ ქსელში. ის და მაკო მჭედლიშვილი ბოლო წლებია უძღვებოდნენ ამ გადაცემას. „აკუსტიკა“ არის მუსიკალური პროექტი, რომელშიც ცნობილი სიმღერები გათანამედროვებული ვერსიებით ჟღერდება. Youtube-ზე ვიდეორგოლები მილიონობით ნახვას აგროვებს. „9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო […]