დივერსიამ შეაფერხა სარკინიგზო მიმოსვლა საფრანგეთში, სადაც დღეს ოლიმპიადა იხსნება

საფრანგეთში, პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის წინა ღამეს სავარაუდო დივერსიის შედეგად რამდენიმე ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი დაზიანდა. ამის შესახებ საფრანგეთის სარკინიგზო კომპანია SNCF-მა განაცხადა. რამდენიმე მატარებელი რეისზე არ გავიდა, სხვები კი გვიან გავიდნენ, რის შედეგადაც სარკინიგზო სადგურებზე მგზავრების რიგები წარმოიქმნა. კომპანიის ინფორმაციით, დაზიანდა პარიზიდან ჩრდილოეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებებით (ლილი-სტრასბურგი-ბორდო) მიმავალი მაღალსიჩქარიანი მატარებლების (TGV) ხაზები. ადგილობრივი მედიის […]
„მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი პუნქტით, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას. ეს პუნქტი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს და მისი უმაღლესი სანქცია ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობაა. 26 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ […]
რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, საქართველოს ეკონომიკა 18 მლრდ ლარით იზარალებდა – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რასაც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ, საქართველოს ეკონომიკას 18 მლრდ ლარით იზარალებდა. „2022 წელს ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს ექნებოდა 17%-მდე ეკონომიკური ვარდნა, რაც 18 მილიარდი ლარის ზარალს უდრის. შედეგად, ჩვენ სამჯერ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას მივიღებდით, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო, რაც ეკონომიკის […]
ქვეყნის ღალატის და გარე ძალების ინტერესებში დგომის ხელწერილს, რაზეც ოპოზიციას ხელი აქვს მოწერილი, თავისი ფასი აქვს – პაპუაშვილი

ქვეყნის ღალატის და გარე ძალების ინტერესებში დგომის ხელწერილს, რაზეც ოპოზიციას ხელი აქვს მოწერილი, თავისი ფასი აქვს – პაპუაშვილი ყველაფერზე წამსვლელია ეს ოპოზიცია, რათა რაიმენაირად ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ეს ვნახეთ ჩვენ როგორც სააკაშვილის შემთხვევაში, ისე სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან […]
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება

ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის დედაქალაქში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფება. პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი. […]
კეზერაშვილი, როგორც გასამართლებული ადამიანი, თავს აფარებს სხვა ქვეყანას და მისი საარჩევნო აქტიურობა უკვე არის გარე ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში – პაპუაშვილი

კეზერაშვილი, როგორც გასამართლებული ადამიანი, თავს აფარებს სხვა ქვეყანას და მისი საარჩევნო აქტიურობა უკვე არის გარე ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში – პაპუაშვილი კეზერაშვილი, როგორც კრიმინალი და გასამართლებული ადამიანი, თავს აფარებს სხვა ქვეყანას და მისი საარჩევნო აქტიურობა უკვე არის გარე ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ […]
მილანის მალპენსას აეროპორტი ოფიციალურად სილვიო ბერლუსკონის სახელს ატარებს

მილანის მალპენსას აეროპორტი ოფიციალურად იტალიელი პოლიტიკოსის სილვიო ბერლუსკონის სახელს ატარებს, რომელიც 2023 წელს გარდაიცვალა. აეროპორტის სრული სახელია “Milan Malpensa International Airport – Silvio Berlusconi”. ახალ სახელთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას Sea-ის მმართველი კომპანია იკისრებს. იტალიის სხვა აეროპორტებს ისტორიული ფიგურების სახელები აქვთ: რომის ფიუმიჩინოსაეროპორტი – ლეონარდო და ვინჩი, ვენეციის აეროპორტი – მარკო პოლო. აეროპორტის ოპერატორების იტალიური ასოციაციის Assaeroporti-ის […]
რუსეთისთვის სანქციების არდაწესების პოლიტიკის გამო რადიკალურმა ოპოზიციამ რიტორიკა შეიცვალა – შალვა პაპუაშვილი

„ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. ცხვრის ქურქის მოსხმის ეს ტაქტიკა ოპოზიციის მხრიდან ახალი არაა, ეს მათი ნირი და წესია“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს […]
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „მთავრობის მეთაური საფრანგეთის დედაქალაქში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფება. პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი. საქართველოს […]
ვადაგადაცილებული სესხები 2 მლრდ ლარს აჭარბებს – რამდენი ადამიანია ე.წ. „შავ სიაში“

2024 წლის ივნისში 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 187 069 მსესხებელს უფიქსირდებოდა, კონტრაქტების რაოდენობამ კი 364 546-ს შეადგინა. ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 2 075 476 652 ლარი შეადგინა. „კრედიტინფოს“ ივნისის მონაცემებით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 746 ადამიანს აქვს, ჯამში 46 945 500 596 ლარის მოცულობის. მსესხებლების 81.8% საბანკო სექტორზე მოდის. […]