CCTV საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას ამზადებს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის 7 კაციანი ჯგუფი თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში მოგზაურობს. „ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, ტურისტულ ადგილებს, მცხეთას, კახეთში ვენახებს, მარნებს, ქუთაისს, იმერეთის ეკლესია-მონასტრებს, კულტურულ ძეგლებს, წყალტუბოს, მარტვილის კანიონს, სამეგრელოში ადგილობრივ სამზარეულოს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, […]
სვანეთში ნაპოვნი ახალგაზრდა: კვალი არ აგვრევია, დათვი შეგვხვდა და ტყეში ამიტომ წამოვედით

კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც, დაახლოებით, 200 მეტრში დათვი შეგვხვდა და ამის გამო, გადავიფიქრეთ. ამის მერე, ტყეში წამოვედით და 5 დღე ვიარეთ. ტელეფონი ორივეს დაგვიჯდა. ღამეს კარავში ვათევდით.
უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 20-ის მოგერიება შეძლეს

გასული ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსი სამხედროების მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტა მოიგერიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ხერსონის, სუმის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის რეგიონების თავზე რუსი სამხედროების მიერ გაშვებული 22 Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონიდან 20-ის ჩამოგდება შეძლეს. გარდა ამისა, მათივე ცნობით, უკრაინის სამხედრო ძალებმა Искандер-М-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტაც მოიგერიეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჟიტომირისა […]
პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა თელავის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულზე

24 ივლისს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტში ორი კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდება 32 წლის კაცს წარუდგინა. მას დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის […]
ყირიმში საკის აეროდრომს, სავარაუდოდ, ATACMS-ის რაკეტებით შეუტიეს. მოსკოვი კვლავ დუმს

26 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქების ხმა ისმოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარაკეტო განგაში გამოაცხადა, მაგრამ დაახლოებით ექვს წუთში სარაკეტო იერიშის საფრთხე მოიხსნა. ამასთან უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი „სუსპილნე“ ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებები მოხდა ქალაქებში, ევპატორიასა და საკიში, სადაც აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბინებში „ფანჯრებს ზანზარი გაუდიოდა“. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები სავარაუდოდ ისმოდა […]
ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე

ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა. „დღეს გაიხსნება ოლიმპიადა, 26 რიცხვში. 26 კარგად გვაქვს დაცდილი, აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ოლიმპიადა იქნება სარეკორდო ჩვენთვის, […]
ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე დასრულდება

ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, ლევილში 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება ის სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს. „ჩამოვედით ლევილის მამულში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ლევილის მამული არის […]
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა

ახალქალაქში, უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში (BCT) რეკრუტთა საწვრთნელი მესამე ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან სამხედროები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გააგრძელებენ მსახურს. რეკრუტებს კურსის დამთავრება საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული მსახური უსურვა. რეკრუტთა მესამე ასეულის […]
“არსენალი” მიკელ მერინოსთვის ბრძოლას ლიდერობს

“სოსიედადის” ნახევარმცველი მიკელ მერინო შესაძლოა, “არსენალში” გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, “მეთოფეებს” ნახევარდაცვის ხაზში გაძლიერება სურს და მერინოს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავენ. 28 წლის ფეხბურთელს “სოსიედადთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ. მერინოს დამატებით “ბარსელონაც” ინტერესდება, თუმცა კატალონიური კლუბი ჯერჯერობით ნიკო ვილიამსის ტრანსფერის დახურვას ცდილობს.
“უბრალოდ გეგმები შეგვეცვალა, დათვი შეგვხვდა და გვერდი ავუარეთ” – დაკარგული ბიჭები თავად დაბრუნდნენ სახლებში

სვანეთის მთებში დაკარგულები გამოჩნდნენ – გოგიტა ფარჯიანმა და გიორგი გვიჩიანმა სამშვიდობოს გასვლა საკუთარი ძალებით მოახერხეს. ახალგაზრდები ახლა ლენტეხში არიან. ოჯახებთან შეხვედრის შემდეგ ორივე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ფარჯიანი და გვიჩიანი სამართალდამცვეებს ახლა ჩვენებას აძლევენ. პოლიციაში მისვლამდე კი ტვ პირველთან თქვეს: უბრალოდ გეგმები შეგვეცვალა და ორდღიანი მარშრუტის ნაცვლად ვიარეთ 5 დღე. დათვი შეგვხდა, მაგრამ გვერდი ავუარეთ. ქედზე […]