ირაკლი კობახიძე – ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე

ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ლევილში განუცხადა. ირაკლი კობახიძემ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ ქართველმა სპორტსმენებმა, ოლიმპიადაზე რაც შეიძლება მეტი მედალი მოიპოვონ. „დღეს გაიხსნება ოლიმპიადა, 26 რიცხვში. 26 […]

პაატა მანჯგალაძე – რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, არის იაფფასიანი პროპაგანდა, მათი ბნელი ფანტაზიები, აშინებენ ხალხს, თითქოს თუ ჩვენ ვიქნებით, უბედურება მოხდება – მარტივადაა საქმე: ესენი რომ არ იქნებიან, გავხდებით ნატო-ს წევრი, ევროკავშირის წევრი

ესაა იაფფასიანი პროპაგანდა, „ქართული ოცნების“ ბნელი ფანტაზიები, აშინებენ ხალხს, თითქოს, თუ ჩვენ ვიქნებით, უბედურება მოხდება ქვეყანაში. არადა, მარტივადაა საქმე – ესენი რომ არ იქნებიან, გავხდებით ნატო-ს წევრი, გავხდებით ევროკავშირის წევრი და საქართველო იქნება ყველაზე ძლიერი, მშვიდობიანი ქვეყანა რეგიონში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც […]

პაატა მანჯგალაძე – მგონი, „ქართული ოცნება“ ბნელმა ფანტაზიებმა გაიტაცა – ნახეს, რომ ტრამპს ესროლეს და რეიტინგმა აიწია, ამიტომ ფიქრობენ, რომ ბიძინას რეიტინგიც აიწევს თუ ვიტყვით, რომ ვიღაცას მისი რაღაცა უნდოდა

მგონი, „ქართული ოცნება“ ბნელმა ფანტაზიებმა გაიტაცა. ნახეს, რომ ტრამპს ესროლეს და რეიტინგმა აიწია და ფიქრობენ, რომ ბიძინას რეიტინგიც აიწევს თუ ვიტყვით, რომ ვიღაცას მისი რაღაცა უნდოდა, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, რომელიც“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხებოდა. მისივე თქმით, სჯობს […]

ზვიად ციკოლიამ ექსკლუზიურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საათი შექმნა

ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ექსკლუზიურად დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დამზადებული საათი უსასყიდლოდ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ექსკლუზიურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შექნილი ელექტრომექანიკური საათი, ,,ციკოლიას SEVEN-ის ბრენდის მაჯის საათის პროტოტიპია და დღეიდან მისი ხილვა აეროპორტის შესასვლელში, გაფრენის დარბაზშია შესაძლებელი. „საერთაშორისო მასშტაბის ცნობილ ქართველ დიზაინერს […]

ირაკლი კობახიძე – ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე დასრულდება

ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, ლევილში 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება ის სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს. „ჩამოვედით ლევილის მამულში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ლევილის მამული არის ჩვენი […]

“ვერც მაკო და ვერც მე პირველი არხის ეთერში ამ დანაპირებს ვეღარ შევასრულებთ” – მებო ნუცუბიძე

9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა და საინტერესო ამბებით დავუბრუნდებოდით. სამწუხაროდ, ვერც მაკო და ვერც მე პირველი არხის ეთერში ამ დანაპირებს ვეღარ შევასრულებთ. გუშინ, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა. ასე გადაწყდა – ახალი სეზონიდან გადაცემას ახალი წამყვანები ეყოლება. მადლობა ყველას, ვინც […]

“ცოცხალ-მკვდარ ბაიდენზე – ყოჩაღადააო და ჯანმრთელ სააკაშვილზე – კვდებაო” – ნაცვლიშვილი

მართლა როგორი ყოვლისმკადრებლი და მეძავი გამოდგა ლიბერალური მედია: ცოცხალ-მკვდარ ბაიდენზე გვეუბნებოდნენ, ყოჩაღადააო და კაჟის ქვასავით ჯანმრთელ სააკაშვილზე – კვდებაო.

პარიზის ოლიმპიადა დღეს მდინარე სენაზე გაიხსნება

დღეს, 26 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე პარიზში 33-ე ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია დაიწყება. „სპორტსმენებისთვის ეს განსაკუთრებული მომენტი იქნება, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ. წარმოიდგინეთ, თამაშები მდინარე სენაზე და მის გარშემო, სადაც უამრავი მაყურებელი შეიკრიბება. ამით ყველა ისიამოვნებს, ეს უნიკალური გამოცდილებაა. მოვიხმობ სპორტსმენებს მთელი მსოფლიოდან პარიზში, საფრანგეთში, რათა ერთად აღვნიშნოთ 33-ე ოლიმპიადა, რომლის დევიზიც არის: უფრო სწრაფად, […]

26 – 28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციმით, 26 – 28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. „28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურამ თელავის რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად […]