დიმიტრი ხუნდაძე – სამწუხაროდ, მშვიდობის დამცველი ლიდერის მიმართ ქვების სროლა მსოფლიოში უცხო აღარ არის – ეს მოხდა სლოვაკეთში, აშშ-ში და როგორც ჩანს, სურთ, რომ ეს საქართველოშიც მოხდეს

სამწუხაროდ, მშვიდობის დამცველი ლიდერის მიმართ ქვების სროლა მსოფლიოში უცხო აღარ არის – ეს მოხდა სლოვაკეთში, აშშ-ში და როგორც ჩანს, სურთ, რომ ეს საქართველოშიც მოხდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა. აქვე ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები საქართველოში არასდროს დამდგარა, რადგან სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და სუს-ი პრევენციულად მის აღკვეთას ახერხებს. “სახელმწიფო უსაფრთხოების […]
სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებული ზვიად აჭიშვილი – პირად საქმეზე ვარ, საბუთები მაქვს წასაღები

პირად საქმეზე ვარ, საბუთები მაქვს წასაღები, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ზვიად აჭიშვილმა, რომელიც ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა. ჟურნალისტების კითხვაზე, დაიბარეს თუ არა ის ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე უწყებაში გამოკითხვაზე, ასე უპასუხა: “არა, რა სახელმწიფოს გადატრიალების საქმე, ჩემ პირად […]
ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ხიდი ჩავარდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ხიდი ჩავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მუნიციპალიტეტის ცნობით, გზაზე ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით. გარეკანის ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს“
ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი იჯარის წესით “გრანადაში” ითამაშებს

გიორგი წიტაიშვილი კიევის “დინამოდან” “გრანადაში” ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა. როგორც UA Football-ი წერს, კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება შეტანილი არ არის. გასულ სეზონში “გრანადამ” ლა ლიგაში მე-20 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ლა ლიგა 2-ში იასპარეზებს. წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ბათუმის “დინამოში” გაატარა, სადაც 19 მატჩში […]
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში, სებ-ის დავების განმხილველ კომისიაში მივიდეს – დავით ზუხბაია

ბანკებს და სხვა პროვაიდერებს, მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული აქვთ, რომ ნებისმიერი უკმაყოფილების, საჩივრის თუ პრეტენზიის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია დავების განმხილველ კომისიაში მივიდეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საგადასახადო სისტემების დეპარტამენტის წარმომადგენელმა დავით ზუხბაიამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ კომისიამ დავა უნდა განიხილოს არაუმეტეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში, თუმცა კომისიას აქვს უფლებამოსილება […]
ხავი სიმონსი “ბაიერნში” გადასვლას, “ლაიფციგში” დარჩენას ამჯობინებს

დიდი ალბათობით, “პარი სენ ჟერმენის” საკუთრებაში მყოფი ხავი სიმონსი იჯარის წესით კვლავ “ლაიფციგში” დაბრუნდება, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, სიმონსის გადაბირებით “ბაიერნიც” ინტერესდება, თუმცა თავად ნიდერლანდელ ფეხბურთელს კვლავ “რედ ბულში” თამაში სურს. სიმონსმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 32 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.
კვარაცხელია კონტეს ხელში მაინც ითამაშებს სხვა პოზიციაზე? – ტაქტიკის შეცვლას მაშინ ამაოდ ველოდით…

გასულ სეზონში “ნაპოლიში” ვალტერ მაცარის დანიშვნას იმედიანად შევხვდით – შედეგების გაუმჯობესების გარდა, ისიც გვეგონა, ტაქტიკური სქემა შეიცვლებოდა და ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ფლანგზე არ ვნახავდით. დასაწყისი ორივე მიმართულებით კარგი იყო, კრიზისში მყოფმა ნეაპოლელებმა მოიგეს, ხოლო “კვარამ” ფორვარდის პოზიციიდან თავით, გამარჯვების გოლი გაიტანა. ამას სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია (რამდენიმე გამონაკლისის გარდა). როგორც ამბობდნენ, პრეზიდენტ დე ლაურენტისის მოთხოვნით, […]
ალუდა ღუდუშაური – ზურაბიშვილს რა მხარდაჭერა აქვს, მაგას განახებთ არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილთან მისი დატოლება მათ კომიკურ სიტუაციაში აგდებთ – ოგბუნუჯუსთან დატოლდნენ და დარწმუნებული ვარ, ოგბუნუჯუ დაამარცხებს ზურაბიშვილს

სალომე ზურაბიშვილს რა მხარდაჭერა აქვს მაგას განახებთ, არჩევნებზე როდესაც დააყენებენ. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილთან დატოლება თუ საპირწონედ თითქოსდა წარმოჩინება, ტოლობის ნიშნის დასმა არის არარელევანტური და კომიკურ სიტუაციაში აგდებს მას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერი ოპონენტი დაამარცხებს. „სალომე ზურაბიშვილს თუ […]
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის მეთაური ლევილში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა პრემიერს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამჟამად მიმდინარეობს ლევილის მამულის შატოს რეაბილიტაცია, რომლის სახურავი მთლიანად შეიცვალა. შატოს პირველ სართულზე განთავსდება პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის მუზეუმი, მეორე სართულზე კი […]
ევაკუაციის შემდეგ, საფრანგეთში, ბაზელ-მიულუზის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ევაკუაციის შემდეგ, საფრანგეთში, ბაზელ-მიულუზის აეროპორტმა მუშაობა განაახლა, – ამის შესახებ განცხადებას აეროპორტი ავრცელებს. საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე მდებარე ბაზელ-მიულუზის აეროპორტში ევაკუაცია ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, თუმცა აეროპორტის განცხადებით, ფრენები უკვე განახლდა. როგორც აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრების ევაკუაცია უსაფრთხოების მიზნით გახდა საჭირო.