ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან €1.5 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 1.5 მილიარდი ევრო გადაურიცხა თავდაცვისა და აღდგენისთვის. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი წერს, ევროკავშირი უკრაინის გვერდითაა: „დღეს ჩვენ გადავურიცხეთ უკრაინას 1.5 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან თავდაცვისა და რეკონსტრუქციის მიზნით. არ არსებობს უკეთესი სიმბოლო, ან უკეთესი გამოყენება კრემლის ფულისთვის, ვიდრე ევროპისა და უკრაინის საცხოვრებლად უსაფრთხო […]
ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“ – პრემიერი

ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“, ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ პრორუსები გახდნენ და გააკეთონ შესაბამისი განცხადებები, ეს ყველაფერი მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე. „ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“. თქვენ გახსოვთ, რომ […]
ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ კამალა ჰარისის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ კამალა ჰარისს ის „ხედვა, ხასიათი და სიძლიერე აქვს, რომელსაც ეს კრიტიკული მომენტი მოითხოვს“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი კამალა ჰარისის ასარჩევად ყველაფერს გააკეთებენ. „ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, […]
საქართველოდან $16 მლნ-ის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4%-ით (13,7 ტონა) აღემატება. 9%-ით გაზრდილია ექსპორტით მიღებული შემოსავალიც, რომელმაც 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ შარშან, ანალოგიურ პერიოდში, ატმით და ვაშლატამათი მიღებული შემოსავალი 14,8 მილიონი აშშ დოლარი იყო. ასევე, 5%-ით გაზრდილია ატმის ღირებულებაც […]
ოლიმპიადის გახსნის წინ საფრანგეთის სარკინიგზო ქსელის საბოტაჟის აქტებს შეფერხებები მოჰყვა

პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის ჩქაროსნული მატარებლის სარკინიგზო ქსელზე მომხდარმა რამდენიმე საბოტაჟის აქტმა ქვეყანაში არეულობა და შეფერხებები გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, საბოტაჟის მომწყობებმა კოორდინირებულად და წინასწარ დაგეგმვით მოწყობილი დივერსიული აქტებით ქვეყნის სარკინიგზო ქსელის შეფერხება გამოიწვიეს. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ სარკინიგზო ქსელში განაცხადეს, რომ საბოტაჟის შედეგად დაზიანდა სიგნალის მიმცემი ყუთები, რომლებიც პარიზისა და საფრანგეთის […]
გიორგი წიტაიშვილი იჯარით ესპანურ კლუბ გრანადაში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი იჯარით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბში, გრანადაში გადავიდა. “კლუბი მიესალმება ჩვენს ახალ მოთამაშეს, გიორგი წიტაიშვილს და მას გრანადაში თამაშის დროს ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს”. – წერს ესპანური კლუბი საკუთარ ვებგვერდზე. გრანადასა და კიევის დინამოს შორის მშრალი იჯარა გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1-წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ესპანურ გუნდს წიტაიშვილის გამოსყიდვის უფლება […]
“კარანტინის გამოცხადება გვჭირდება რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებაში” – თეონა გოგელია

ჟურნალისტი, თეონა გოგელია, პრემიერ–მინისტრის განცხადებას ეხმაურება და წერს: მგონი, კარანტინის გამოცხადება გვჭირდება რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებაში, გარშემო ჰიგიენური კორდონებით (შეიძლება საფენებიც), ჯანმოს ვერტმფრენები და ღონიერი თეთრხალათიანი მაშველები. რაც მალე, უკეთესია
თუ 15 000 ლარს არ გადაუხდის კალაძეს ტვ პირველი, დაყადაღდება ანგარიშები, ქონება – ადვოკატი

კალაძემ “ტვ პირველის” წინააღმდეგ აღსრულება დაიწყო – ტელევიზიის ანგარიშები შესაძლოა, დაყადაღდეს. თბილისის მერის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ტელეკომპანია “პირველის” წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ტელეკომპანია “პირველს” და მაია მამულაშვილს დააკისრა ამ ყალბი ცნობების უარყოფა იმავე საშუალებით, როგორც ეს […]
32-წლიანი მეგობრობა Toyota Corolla-სთან – ლევან ზენაიშვილი „ავტომობილის მოვლის ხელოვნებაზე“

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ავტომობილი უბრალოდ გადაადგილების საშუალება კი არა, ემოცია და ცხოვრების სტილია. მათთვის ავტომობილზე ზრუნვა სასიამოვნო პროცესია და ხელოვნებად აქვთ ქცეული. ასეთი განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს ლევან ზენაიშვილს საკუთარ Toyota Corolla-სთან. ეს ისტორია 1992 წელს დაიწყო, როცა მამამ ავტომობილი აჩუქა. სწორედ „ავტომობილის მოვლის ხელოვნებას“ შეეხება „თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის კამპანია. ვიდეოსერიით კომპანიას სურს, მომხმარებლამდე მიიტანოს ემოცია, […]
ჯერაშის კულტურის ფესტივალზე ანსამბლმა „ბათუმმა“ ქართული ტრადიციული ცეკვები წარადგინა

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გამართულ ჯერაშის 38-ე კულტურის ფესტივალის მეორე დღეს მაყურებლის წინაშე ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ წარდგა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქართული ტრადიციული ქორეოგრაფია გააცნო. ფესტივალს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა და ქართულმა ხელოვნებამ მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. ჯერაშის კულტურული ფესტივალი წელს მეფე აბდულა II-ის გამეფების […]