მამუკა ხაზარაძე – გაგვიმართლა, რომ სალომე ზურაბიშვილი გვყავს პრეზიდენტად, სხვაგვარად გაცილებით უარეს სიტუაციაში იქნებოდა საქართველო – ჩვენ მხარს დავუჭერთ მის კანდიდატურას

გაგვიმართლა, რომ ჩვენ დღეს გვყავს ეს პრეზიდენტი. სხვანაირი პრეზიდენტი რომ გვყოლოდა, რომელიც ხმას არ ამოიღებდა, მაშინ გაცილებით უარეს სიტუაციაში იქნებოდა საქართველო, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, „ლელო“ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე. „ჩვენ მხარს დავუჭერთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე. იმიტომ, რომ ის არის […]

პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს

პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. გახსნის ცერემონია მდინარე სენას გასწვრივ ტარდება, ის აუსტერლიცის ხიდიდან იწყება და ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება. 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა გახსნა, ვიდეორგოლში ჩანს, როგორ ატარებს ოლიმპიურ ჩირაღდანს პარიზის ქუჩებში ზიდანი. ოლიმპიადის მონაწილეთა აღლუმისას მდინარე სენას ყველა ქვეყნის დელეგაცია საკუთარი ნავით, […]

მამუკა ხაზარაძე – ვის რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილი? მას ეშინია პუტინის და იმიტომ უკეთებს ამას ქვეყანას – ესენი არიან რუსების დამქაშები, მათგან სიკეთეს ნუ ელოდებით, ოქტომბერში დავამთავროთ ეს მარაზმი პოლიტიკა

ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ გახსნილი ყველა ინვესტორისთვის და არა მხოლოდ ერთი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიისთვის, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ანაკლიის პორტი ევროპული, ამერიკული და ჩინური ინვესტიციებით უნდა აშენებულიყო და მისი 100%-ით ჩინეთისთვის გადაცემა არ უნდა მომხდარიყო. […]

ბექა ლილუაშვილი – „ლელოს“ წარმატებებს ვუსურვებთ, მორჩა!

საჭიროზე მეტი ვისაუბრეთ „ლელოზე“, საჭიროზე მეტიც მოვუთმინეთ, ახლა რასაც აკეთებენ, მივესალმებით, წარმატებებს ვუსურვებთ, მორჩა, ჩვენ მათზე მეტ დროს არ და ვერ დავხარჯავთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა თქვა, ის დიდი ინტერესით მოისმენდა მამუკა ხაზარაძისგან, თუ რა პოზიცია აქვს „ლელოს“ ლიდერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე. აღნიშნულ […]

კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

27 ივლისს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კავკასიის უნივერსიტეტი უკვე 24 წელია, რაც კურსდამთავრებულთათვის გამოსაშვებ ცერემონიას ყოველწლიურად ატარებს. „ყოველწლიურად, კავკასიის უნივერსიტეტი, ღონისძიების ფარგლებში, საპატიო დოქტორის წოდებას ანიჭებს სხვადასხვა პროფესიის და სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც გარკვეული წვლილი მიუძღვით საგანმანათლებლო სივრცის განვითარებასა […]

გიორგი ბარამიძე – ჩვენს წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ დაპირისპირება, შუღლი, გაუტანლობა, რუსული დეზინფორმაცია და ჩვენი ქვეყანა კვლავ დავაბრუნოთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე

თბილისის ორგანიზაციას ხელმძღვანელად შემოემატა ისეთი ენერგიული და ხალხისთვის ძალიან ბევრი საქმის გამკეთებელი ადამიანი, როგორიც არის სოფო ჯაფარიძე, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს პანდემიის დროს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე სოფო ჯაფარიძის არჩევასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჩვენს წინაშე არის მნიშვნელოვანი ამოცანა, […]

კალაძე “TV პირველის” წინააღმდეგ – დედაქალაქის მერი სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას მოითხოვს

ტელეკომპანია “TV პირველის” წინააღმდეგ თბილისის მერი აღსრულების ბიუროს მიმართავს. კახა კალაძე სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას მოითხოვს. როგორც იცით, 2 წლის წინ საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კალაძის სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ და ოპოზიციურ არხს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაავალა. ეს გადაწყვეტილება ზემდგომმა ინსტანციებმა ძალაში დატოვეს. ტვ პირველი აცხადებს, რომ უზენაესმა სასამართლომ […]

სასამართლომ აქციაზე დაკავებული 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი პატიმრობაში დატოვა

რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება დღეს, 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. ბუბუტეიშვილის წინააღმდეგ საქმე 187-ე მუხლით და 353-ე პრიმა მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს. […]

დესტრუქციული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ერთი ყულაბიდან ფინანსდებიან, ერთი კაბინეტიდან იმართებიან – ამიტომ არის მათთვის მიუღებელი გამჭვირვალობა

დესტრუქციული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ერთი ყულაბიდან ფინანსდებიან, ერთი კაბინეტიდან იმართებიან – ამიტომ არის მათთვის მიუღებელი გამჭვირვალობა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივ წინასაარჩევნო აქტივობებს ეხმიანება. დეპუტატის განმარტავს, რომ რადიკალური ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს საერთო მმართველი და დამფინანსებელი ჰყავთ, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან ფინანსების გამჭვირვალობას. დიმიტრი ხუნდაძეს თქმით, […]

კვიპროსზე რომ დასეირნობენ ჩვენი ოპოზიციონერები, კეზერაშვილს ხვდებიან და ის დაფინანსებას ჰპირდება, დაუსვით კითხვები ამ “კოდლა-კოდლა” ჩამოლაგებულ საერთაშორისო დამკვირვებლებს კეზერაშვილის დაფინანსებაზე

კვიპროსზე რომ დასეირნობენ ჩვენი ოპოზიციონერები, კეზერაშვილს ხვდებიან და ის დაფინანსებას ჰპირდება, დაუსვით კითხვები ამ “კოდლა-კოდლა” ჩამოლაგებულ საერთაშორისო დამკვირვებლებს კეზერაშვილის დაფინანსებაზე პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციონერი დეპუტატების კვიპროსზე ვიზიტს და კეზერაშვილის დაფინანსებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების დუმილს ეხმიანება. „როდიდან გახდა უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული პოლიტიკური პროცესი დემოკრატიული და გამჭვირვალე?!“- წერს ქადაგიძე. ანალიტიკოსის თქმით, უცხო […]