ქართველი მებრძოლი: უკრაინაში იმიტომ წავედით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გახსნილიყო II ფრონტი

სუს-ს ჰქონდა ზოგადად ზედაპირული კითხვები – თუ რა მიზეზით ჩავერთეთ უკრაინაში ომში, ვიცნობთ თუ არა უკრაინაში მებრძოლ სამხედროებს, რომლებიც ვითომდა საქართველოში აწყობენ გადატრიალებას, რაც სრული აბსურდია. იქ დასმული კითხვებიდან ძალიან ბევრი იყო აბსურდული და ირონიული, თითქოსდა ჩვენ ქართველები, აქ, საქართველოში ვაპირებთ მეორე ფრონტის გახსნას, არადა, რეალურად, ჩვენ, ქართველი მებრძოლები უკრაინაში იმიტომ წავედით, რომ ჩვენს ქვეყანაში […]
სერგეი ლავროვი – რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება

რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელ დამოკიდებულებას რუსეთის პოზიციის იგნორირება წარმოადგენს. „ამას ყურადღებას არ აქცევენ და კვლავ მოგვიწოდებენ, რომ კონსტრუქციული მიდგომა გამოვავლინოთ. სინამდვილეში, მათი გაგებით, ეს კაპიტულაციას ნიშნავს. ეს არ მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება, […]
FBI: ტრამპს მკვლელობის მცდელობისას ყურში ტყვია მოხვდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 13 ივლისს პენსილვანიაში ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ყურში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ დაჭრა. „ის, რაც ტრამპს ყურში მოხვდა, იყო მთლიანი ან დანაწევრებული ტყვია, რომელიც გარდაცვლილმა [თომას მეთიუ კრუკსმა] თავისი შაშხანიდან გაისროლა“, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც გამოცემა Associated Press-ი წერს, დღემდე გამოძიების ფედერალურ ბიუროს და საიდუმლო […]
“ისრაელი, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი”, – ქართული თხილის ახალი საექსპორტო მიმართულებები

ქართული თხილისთვის ახალი საექსპორტო მიმართულებები გამოიკვეთა – ამის შესახებ BMG-სთან სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ. მათივე ცნობით, ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, ადგილობრივი კომპანიები კი ამ ტენდენციის შენარჩუნებაზე აქტიურად მუშაობენ, რისთვისაც ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაა საჭირო, თუმცა ახალი ბაზრების გამოჩენა მათთვის მნიშვნელოვანია. 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოში 34.2 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა, ექსპორტირებული თხილის მოცულობამ კი […]
1.4 მილიონი ინდუსტრიული საწვავი მანილას ყურეში იღვრება

ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს ჩაძირული ტანკერიდან საწვავი იღვრება, – როგორც ფილიპინების სანაპირო დაცვა იტყობინება, 1.4 მილიონი ინდუსტრიული საწვავით დატვირთული ტანკერიდან საწვავი მანილას ყურეში იღვრება. ჯერ სიტუაცია საგანგაშო არ არის და მხოლოდ მცირე რაოდენობის საწვავი იღვრება. ტანკერი MT Terra Nova ხუთშაბათს ტაიფუნი „გაემის“ შედეგად ჩაიძირა, რასაც ეკიპაჟის ერთი წევრი ემსხვერპლა
ჯო ბაიდენი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ გეგმას ორშაბათს წარადგენს

ჯო ბაიდენი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ გეგმას ორშაბათს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადების შეზღუდვასა და აღსასრულებლად სავალდებულო ეთიკის კოდექსს დაუჭერს. ამერიკის პოლიტიკური საზოგადოება მოელის, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტებისა და სხვა თანამდებობის პირებისთვის იმუნიტეტის შეზღუდვის მიზნით საკონსტიტუციო შესწორებას მოითხოვს.
რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება – ლავროვი

რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი შეფასებით, უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელ დამოკიდებულებას რუსეთის პოზიციის იგნორირება წარმოადგენს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსულმა მხარემ თავისი პოზიცია უკვე „ათასჯერ“ დააფიქსირა. „ამას ყურადღებას არ აქცევენ და კვლავ მოგვიწოდებენ, რომ კონსტრუქციული მიდგომა გამოვავლინოთ. სინამდვილეში, მათი გაგებით, ეს კაპიტულაციას ნიშნავს. […]
ჩინეთის სანაპირო ზოლის პროვინციებს თავს ტაიფუნი „გაემი“ დაატყდა

ტაიფუნი „გაემი“ ფილიპინებისა და ტაივანის შემდეგ ჩინეთის სანაპირო ზოლის პროვინციებს დაატყდა თავს. როგორც Reuters წერს სტიქიამ განსაკუთრებით ფუჯიანის პროვინცია დააზიანა, რის გამოც, საჭირო გახდა 300 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. პროვინციაში ათობით ადგილას დატბორვის, სახლების დაზიანებისა და ხეების მოგლეჯის შემთხვევა დაფიქსირდა. სტიქიას ჩინეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია. ტაივანში „გაემის“ სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა, ფილიპინებში კი – […]
ცაგერში ძმის მკვლელობისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცნობით, ცაგერის რაიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ბ.ს. დააკავა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ წარსულში ნასამართლევმა, ბრალდებულმა ბ.ს.-მ, ძმას – 1988 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს – ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. “სამართალდამცველებმა ჩატარებული […]
სუს-ი მეკითხებოდა, რატომ ჩავერთეთ უკრაინის ომში – კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე” მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი გამოკითხა.ავთანდილ სურმანიძის თქმით, მას “აბსორდული და ირონიული” კითხვები დაუსვეს. “სუს-ს ჰქონდა ზოგადად ზედაპირული კითხვები – თუ რა მიზეზით ჩავერთეთ უკრაინაში ომში, ვიცნობთ თუ არა უკრაინაში მებრძოლ სამხედროებს, რომლებიც ვითომდა საქართველოში აწყობენ გადატრიალებას, რაც სრული აბსურდია. […]