მეცნიერებმა შექმნეს შაქრის გელი, რომელსაც გაცვენილი თმა ხელახლა ამოჰყავს

მეცნიერებმა სრულიად შემთხვევით მიაგნეს მემკვიდრეობითი სიმელოტის სამკურნალო საშუალებას. მემკვიდრეობა სიმელოტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია როგორც კაცებში, ისე ქალებში. ყველაფერი დაიწყო შაქრის კვლევით, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება და მას დნმ-ის წარმოქმნაში ეხმარება — ეს არის დეოქსირიბონუკლეინმჟავის (დნმ) დეზოქსირიბოზა ნაწილი. როდესაც სწავლობდნენ, როგორ აშუშებს ჭრილობებს ეს შაქრები თაგვებში ადგილობრივად წასმისას, ბრიტანეთის შეფილდის უნივერსიტეტისა და პაკისტანის COMSATS უნივერსიტეტის მკვლევრებმა […]

ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის ორი მესამედი უსაფრთხოებითაა შეშფოთებული – კიდევ რას აჩვენებს ახალი კვლევა

ევროკომისიის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის ორი მესამედი უსაფრთხოებით არის შეშფოთებული. გამოკითხულთა დაახლოებით 47%-მა განაცხადა, რომ ისინი „საკმაოდ შეშფოთებულნი არიან“ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირის უსაფრთხოებით, 17% კი ამბობს, რომ „ძალიან შეშფოთებულია“. კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტად უსაფრთხოების საკითხები პორტუგალიის მოქალაქეებს აწუხებთ, შემდეგ მოდის გერმანია. გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების დაახლოებით 58% კვლავ […]

ქუთაისის მერიაში ბოლო 6 თვეში 178 ათას ლარზე მეტი ჯილდო და დანამატი გაიცა

ქუთაისის მერია ხალხის ფულს საჯარო მოხელეებს ურიგებს. ოფიციალური, საჯარო ინფორმაციით, ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში, ქუთაისის მერიაში 92 000 ლარზე მეტი ოდენობის სახელფასო ჯილდო და 86 000 ლარამდე დანამატი გაიცა. ქუთაისის მოსახლეობა კი უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობს. მათი განმარტებით მუნიციპალიტეტში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რის გამოც ადამიანების უმეტესობა იძულებულია სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს. აქედან გამომდინარე, […]

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ – საქმეს მიხედეთ, საქმეს! – ეპისტოლეების გამოქვეყნების ნაცვლად, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ საკუთარი ქალაქის საბოტაჟი და დაბრუნდეთ საკრებულოში

საქმეს მიხედეთ, საქმეს! ეპისტოლეების გამოქვეყნების ნაცვლად, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ საკუთარი ქალაქის საბოტაჟი და დაბრუნდეთ საკრებულოში, – ასე ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, გიგა ფარულავა – პარტია “გახარია საქართველოსთვის” ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი გოგოხიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, „გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა, როდესაც განაცხადა, რომ ზუგდიდის საკრებულოდან გამოთავისუფლებულ 40 000 ლარს მერიას გადასცემს და ეს […]

ირაკლი ქარქაშაძე – ციკოლიას ბრენდის ქართულმა საათმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ადგილი დაიკავა

ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ექსკლუზიურად დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დამზადებული საათი უსასყიდლოდ გადასცა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ექსკლუზიურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შექმნილი ელექტრომექანიკური საათი, ,,ციკოლიას SEVEN-ის ბრენდის მაჯის საათის პროტოტიპია და დღეიდან მისი ხილვა აეროპორტის შესასვლელში, გაფრენის დარბაზშია შესაძლებელი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, ცნობილ ქართველ დიზაინერს საჩუქრისთვის […]

ყველაზე ძვირად ღირებული უნიქორნ სტარტაპები

მსოფლიოში უნიქორნ კომპანიების ჯამური ოდენობა 1240-ს შეადგენს, რომელთა ჯამური კუმულაციური შეფასება 3 ტრილიონ 912 მილიარდ დოლარად განისაზღვრება. უნიქორნ კომპანია, იგივე უნიქორნ სტარტაპი ის კომპანიაა, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ანალიტიკური კომპანია CB Insights მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული უნიქორნ კომპანია ჩინური ByteDance-ია. სოციალური პლატფორმა TikTok-ის მფლობელი ByteDance-ის ღირებულება 225 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ყველაზე […]

ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით, ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ – ტრამპი

ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით, ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ, ჩვენ ყველაფერს ისე კარგად გამოვასწორებთ, რომ ხმის მიცემა არ მოგიწევთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, კონსერვატიული ჯგუფის, Turning Point Action-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით. მხოლოდ ამჯერად. თქვენ ამის […]

კრემლის ეკონომიკური წნეხი ოკუპირებულ აფხაზეთზე – ანალიზი

„რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის ეკონომიკური რესურსების დაჩქარებულ ათვისებას და აღრმავებს რეგიონში მის ეკონომიკური გავლენებს“, – ასეთ დასკვნას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საკუთარ პუბლიკაციაში, რომელშიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთზე ეკონომიკური გავლენის გაზრდის მეთოდებთან დაკავშირებით საუბრობს. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ ბოლო დღეებში, აფხაზეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში აქტიურად განიხილება რუსული კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ რუსულ-აფხაზურ […]

ComCom-მა „მთავარი არხი” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეოს გამო დაასანქცირა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი” დაასანქცირა იმ ვიდეოს გამო, რომელიც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს ეხება. ვიდეო კლიპში, რომელიც „მთავარი არხის” ეთერში ტრიალებს, ჩანს იმ დეპუტატების ფოტოები და სახელები და გვარები, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს. კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის რეკლამაა და ეთერში ნორმების დარღვევით გადის. როგორც მარეგულირებელი ორგანო ხსნის, გამომდინარე იქიდან, რომ „მთავარი […]

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 4 შაჰედი და 1 რაკეტა ჩამოაგდეს

27 ივლისის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული Kh-59/Kh-69 ტიპის მართვადი რაკეტა და შაჰედის ტიპის ირანული 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ. დაზუსტებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა მართვადი რაკეტა ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილიდან გაუშვეს, ხოლო შაჰედის ტიპის რაკეტები ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის გაშვებული ყველა სამიზნე დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ხარკოვისა […]