რომელი ჰესები გამოიმუშავებენ საქართველოში ყველაზე მეტ ენერგიას – რეიტინგი

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედმა ჰესებმა 6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით 13.4%-ით მეტია. გაუმჯობესებული გამომუშავება უკეთეს კლიმატურ პირობებთან არის დაკავშირებული. 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ყველაზე მეტი ელექტროენერგია უმსხვილესმა ჰიდროელექტროსადგურმა, ენგურჰესმა გამოიმუშავა, რამაც 1.6 მილიარდი კილოვატ საათი, ანუ მთლიანი ჰიდრო გამომუშავების 26% შეადგინა. წინა წელთან შედარებით ენგურჰესის გამომუშავება 15%-ით […]

ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

სასტიკი მკვლელობა ლეჩხუმში. ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა. მკვლელობის მოტივი უცნობია. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ძმის მკვლელობისთვის დაკავებული პირი დროებითი მოთავსების […]

ცაგერში ძმამ ძმა მოკლა

სამართალდამცავებმა ძმის მკვლელობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ძმამ ძმას ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო […]

სერგეი ლავროვი – რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება

რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელ დამოკიდებულებას რუსეთის პოზიციის იგნორირება წარმოადგენს. „ამას ყურადღებას არ აქცევენ და კვლავ მოგვიწოდებენ, რომ კონსტრუქციული მიდგომა გამოვავლინოთ. სინამდვილეში, მათი გაგებით, ეს კაპიტულაციას ნიშნავს. ეს არ მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება, […]

ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით, ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ – დონალ ტრამპი

ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით, ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ, ჩვენ ყველაფერს ისე კარგად გამოვასწორებთ, რომ ხმის მიცემა არ მოგიწევთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, კონსერვატიული ჯგუფის, Turning Point Action-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით. მხოლოდ ამჯერად. თქვენ ამის […]

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. 28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე […]

ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ესპანეთში თამაში იყო – გიორგი წიტაიშვილი

საფეხბურთო კლუბმა, „გრანადამ“ გიორგი წიტაიშვილი წარადგინა, რომელიც ესპანურ კლუბში კიევის „დინამოდან“ იჯარით გადავიდა. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდის შეტევას გააძლიერებს. წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მატეო ტონოციმ („იუვენტუსის“ ყოფილი სკაუტი) გიორგის შესახებ ისაუბრა. „წიტაიშვილი გამოცდილი ფეხბურთელია, საკმოდ საინტერესო კარიერით. ახლახან კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, მათ შორის მერვედფინალში […]

უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ხუთ რეგიონს დაესხა თავს

27 ივლისს, გვიან ღამით, უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ხუთ რეგიონს დაესხა თავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯამში რუსეთის ტერიტორიაზე სულ 42 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უპილოტო საფრენი აპარატები მოსკოვის დროით დაახლოებით დილის 6 საათსა და 45 წუთზე ჩამოაგდეს. მედუზას ცნობით, ყველაზე მეტი, ჯამში 22 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, რეგიონში […]

გრიზმანმა შესაძლოა, კარიერა MLS-ში გააგრძელოს

“ატლეტიკოს” ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა შესაძლოა კარიერა MLS-ში გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს. წყაროს ცნობით, გრიზმანის დამატებით “ლოს ანჯელესი” ინტერესდება, სადაც ანტუანის თანამემამულეები ოლივიე ჟირუ და უგო ლორისიც ასპარეზობენ. გრიზმანს “ატლეტიკოსთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება, თუ ფრანგმა “როხიბლანკოსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, მაშინ მადრიდელები მის გასხვისებას შეეცდებიან.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 27 ივლისს ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

27 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. პირველი მათგანი იქნება გიორგი სარდალაშვილი, 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ძიუდოში. ასპარეზობა ძიუდოში თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება. 27 ივლისს იასპარეზებს მოფარიკავე სანდრო ბაზაძეც. გულშემატკივარი დიდ იმედს ამყარებს ევროპის ჩემპიონ და მსოფლიო პრიზიორ 30 წლის მოფარიკავეზე. მისთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები მესამე ოლიმპიადა […]