პარიზის ოლიმპიური თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიური თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი ფავორიტი გიორგი სარდალაშვილი პირველად მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებზე. 21 წლის ქართველი ძიუდოისტი მეორე წრეში კონგოელ და ისრაელის ნაკრების წევრს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ზაფხულის თამაშებზე მესამედ გამოვა სანდრო ბაზაძე. მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავე ტურნირზე ფავორიტის სტატუსით ჩავიდა. ბაზაზის პირველი მეტოქე ირანელი ან მექსიკელი მოფარიკავე იქნება. […]

ხერსონის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა სასწრაფო დახმარების მანქანას ესროლეს

27 ივლისის დილას, ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავაში რუსმა ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატით სასწრაფო დახმარების მანქანას ესროლეს, მძღოლი დაიჭრა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. თავდასხმის და აფეთქების შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლმა ფეხის ტრავმა მიიღო და ამჟამად ჰოსპიტალიზებულია. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდასხმის სამიზნეში უკრაინის რამდენიმე დასახლებული პუნქტი მოექცა, მათ შორის: […]

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი გაიხსნა

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა, რომელმაც ცენტრი დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი, მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, პროცესში გამოკვეთილ ხარვეზებზე კი მყისიერი რეაგირება ხდება. „ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები დიალიზის სერვისს, 2021 წლიდან ერთ-ერთ კერძო კლინიკაში […]

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური – დაღესტანში სამი პირი დააკავეს, რომლებიც სამართალდამცავებსა და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმებს გეგმავდნენ

დაღესტანში სამი პირი დააკავეს, რომლებიც სამართალდამცავებსა და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმებს გეგმავდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ავრცელებს. რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთის სამი მოქალაქე ქალაქ კასპიისკში დააკავეს და ისინი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან. დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა სახის იარაღი ამოიღეს.

რკინიგზაზე მომხდარი ვანდალური აქტის გამო 800 ათასამდე მგზავრი დაზარალდება

საფრანგეთში ჩქაროსნული რკინიგზის ოპერატორი კომპანია SNCF-ი აცხადებს, რომ სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური აქტები განხორციელდა, რამაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე სარკინიგზო სისტემის მუშაობა შეაფერხა. საფრანგეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია SNCF-ში აცხადებენ, რომ სარკინიგზო სისტემის შეფერხების გამო, შესაძლოა, 250 ათასამდე მგზავრი დაზარალდეს, ხოლო კვირის ბოლომდე მათი რიცხვი, სავარაუდოდ, 800 000-ს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ […]

გერმანია მოუწოდებს ჩინეთს, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ინტენსიურად იმუშაოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჩინეთს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ინტენსიური მუშაობისკენ მოუწოდა და ამ კონტექსტში დაამატა, რომ პეკინში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ვიზიტი „ძალიან მნიშვნელოვანია“. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, „აქვს ვალდებულება, გააკეთოს ყველაფერი, რათა მოხერხდეს მშვიდობის აღდგენა“. „პირველ რიგში, ეს ნიშნავს, არ […]

ქუთაისის მერიაში, ბოლო 6 თვის განმავლობაში, 92 ათას ლარზე მეტი ჯილდო და 86 ათას ლარამდე დანამატი გაიცა

ქუთაისის მერია ხალხის ფულს საჯარო მოხელეებს ურიგებს. ოფიციალური, საჯარო ინფორმაციით, ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში, ქუთაისის მერიაში 92 000 ლარზე მეტი ოდენობის სახელფასო ჯილდო და 86 000 ლარამდე დანამატი გაიცა. ქუთაისის მოსახლეობა კი უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობს. მათი განმარტებით მუნიციპალიტეტში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რის გამოც ადამიანების უმეტესობა იძულებულია სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს. აქედან გამომდინარე, […]

ხაინდრავა ოლიმპიადაზე: ავი სულების შაბაში, ქრისტეს მგმობელების ყიჟინა ეფინებოდა პარიზს

პარიზში გამართული “სატანის მეჯლისი” ცხადყოფს, ვინ, რა ძალა მართავს დღეს ე.წ. ევროატლანტიკურ სივრცეს! ეს შაბაში ავი სულების! ზეიმი ავხორცობის! ქრისტეს მგმობელების! “ჯვარს ვაცვათ! ჯვარს! მსოფლიო!” – ეფინებოდა პარიზს ყიჟინა! სალომეს ქარტიის ხელმომწერებიც ამ ჯოჯოხეთის გზას ადგანან!

რუმინეთის შენგენის ზონაში სრულფასოვანი შესვლის საკითხი განიხილება

რუმინეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს. მედიის ცნობით, მარჩელ ჩოლაკუსა და ვიქტორ ორბანის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუმინეთის შენგენის ზონაში სრულფასოვანი შესვლა იყო. „მე ვთხოვე უნგრეთს, რომელიც თავმჯდომარეობს ევროკავშირის საბჭოს, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სტრატეგიულ დღის წესრიგს და რუმინეთის სრულ გაწევრიანებას შენგენში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულებისას რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ. თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ […]

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურს ბელარუსის საზღვარზე იარაღის გამოყენება უმარტივდება

პოლონელმა კანონმდებლებმა მიიღეს კანონი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურს ბელარუსის საზღვარზე იარაღის გამოყენებას უმარტივებს. კანონი საშუალებას მისცემს უსაფრთხოების სამსახურებს, საგანგებო სიტუაციებში ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენონ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კანონპროექტმა, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ინციდენტების სათანადო შემოწმებას. „როიტერის“ ინფორმაციით, ამ კანონპროექტს საზოგადოების მხარდაჭერა აქვს, მაგრამ, უფლებადამცველების თქმით, ის არღვევს ადამიანის უფლებს. აქტივისტებს იმედი ჰქონდათ, რომ ტუსკის პროევროპული მთავრობა არ გაიმეორებდა […]