კონტემ ფეხბურთელებს სიქა გააძრო და პრობლემები შეუქმნა – მასზე ტიფოზები იმედებს ამყარებენ [VIDEO]

Il Mattino-ს ცნობით, მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვარჯიშზე ფეხბურთელები დაღალა და ზოგიერთს პრობლემები შეექმნა. ისინი გათანგულები მოედანზე წამოწვნენ და მასაჟისტებს მუშაობა მოუწიათ. ხვიჩა კვარაცხელიას ზურგის მცირე დისკომფორტის გამო ცოტა ხნით დასვენება მოუწია, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას მარჯვენა ფეხზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა, მატეო პოლიტანომ კი ვარჯიშის გაგრძელება ვერ შეძლო. Areanapoli წერს, რომ გულშემატკივრებს ძალიან მოსწონთ კონტე, იმედიანად […]

სირცხვილია – ბაზაძე ამერთან წაგების შემდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა [VIDEO]

ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან მოულოდნელად 14:15 დამარცხდა. მეთვრამეტე ნომრად განთესილმა ამერმა ბაზაძეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია, თუმცა ქართველი მიიჩნევდა, რომ მსაჯების გადაწყვეტილება უსამართლო იყო და დიდხანს და უშედეგოდ აპროტესტებდა. ის ამბობდა, რომ მოწინააღმდეგემ ხუთი შეცდომა დაუშვა და არბიტრების გადაწყვეტილება სირცხვილი გახლდათ. სანდრომ 1/16-ფინალში მექსიკელ […]

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის დასავლური სამხედრო დახმარების შეჩერებას

ქართულ ამერიკული სამხედრო კავშირები გადახედვის რეჟიმშია და არ არის გამორიცხული ვაშინგტონმა, ბრიუსელის შემდეგ საქართველოსთვის სამხედრო დახმარება შეაჩეროს. ეს მაშინ, როცა ბაიდენის ადმინისტრაციაც და ამერიკის კონგრესიც ქართველ ხალხს და ქართულ ჯარს მხარდაჭერას უდასტურებს. Facebook Forum

საჩხერეში 18 წლის ბიჭი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა […]

წელს რაოდენობითაც და ხარისხითაც თხილის უკეთესი მოსავალია – რა გამოწვევები რჩებათ ფერმერებს

წელს თხილის მოსავლიანობა და ხარისხიც მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. მოსავლის აღების სეზონი სულ მალე დაიწყება, თუმცა თამამად კეთდება პროგნოზი, რომლის საფუძველზეც თხილის რაოდენობა გაზრდილია. რაც შეეხება ხარისხს, ფაროსანასთან ბრძოლა წლიდან-წლამდე უმჯობესდება, რამაც პროდუქტის ხარისხობრივი მაჩვენებელი მკვეთრად გააუმჯობესა. მოსავალის მასობრივი აღება ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მოსახლეობა მცირე რაოდენობით მაინც ყიდის. ამ ეტაპისთვის ხარისხიც დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ფასს 1 […]

„ოცნების ქალაქში“ 582 ოჯახის შესახლების პროცესი დაიწყო

ოცნების ქალაქის პირველი მობინადრეები ძმები, ანრი და კახა ბერიძეები გახდნენ. როგორც აჭარის მთავრობიდან “კომერსანტს” აცნობეს, დღეს, „ოცნების ქალაქში“ 30-მდე ოჯახს გადაეცა გასაღები და ახალაშენებულ კომპლექსში შესახლდა. „შესახლების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. პირველ ეტაპზე ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ ოჯახებზე გადანაწილდა. შესახლების პროცესი დოკუმენტაციის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ დაიწყო. ე.წ ოცნების ქალაქში […]

რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქესალოსთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიასთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთს საწვავი გადაჰქონდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი, მეორე კი, დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის […]

პეპლებს მთელი ატლანტის ოკეანის გადაფრენა შეუძლიათ – აღმოჩენა

ქარის დახმარებით, ზოგიერთ პეპელას მთლიანი ოკეანეების გადაფრენა შეუძლია. მსოფლიოში პირველად ჩატარებულმა ამ სახის კვლევამ აჩვენა, რომ პეპელას, რომელსაც მოხატულ ქალბატონს (Vanessa cardui) უწოდებენ, მსოფლიოში სიდიდით მეორე ოკეანის, ატლანტის ოკეანის გადაფრენა შეუძლია, 4200 კილომეტრის დაფარვა სულ რაღაც 5-8 დღეში. მკვლევართა განცხადებით, ეს გზა ყველაზე გრძელი დოკუმენტირებული გზაა მწერებში, თანაც, სავარაუდოდ პირველი დადასტურებული ტრანსატლანტიკური კვეთა. საოცარ აღმოჩენამდე […]

რა ღირს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლები

პარიზის წლევანდელი ზაფხულის ოლიმპიადის ოქროს მედალი გამორჩეულად ძვირფასია ბოლო წლების ოლიმპიადებთან შედარებით. და მაინც… რა ღირს ოლიმპიური ოქროს მედალი? ამ წლის ოლიმპიადისთვის 329 ოქროს მედალი დამზადდა, თითოეულის ღირებულება დაახლოებით 950 დოლარს უტოლდება. ოლიმპიური მედლის დიამეტრი 85 მილიმეტრია, სისქე – 9.2 მილიმეტრი. თითოეული მედალი 529 გრამს იწონის, რომლის 95% ვერცხლისგანაა დამზადებული. ანუ, ოქროს მედალში სულ რაღაც […]

“წალკის კანიონზე დღიურად 1000-1 500 ვიზიტორი გვსტუმრობს” – KASS GROUP

KASS GROUP-ის გენერალური დირექტორის ეკა თორდიას თქმით, წალკის კანიონზე ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას თორდიამ განაცხადა, რომ დღიურად დაცლ ტერიტორიას საშუალოდ 1000-იდან 1 500-მდე ადამიანი სტუმრობს. ვიზიტორების დიდი ნაწილი წელს ინდოეთიდან, ტაილანდიდან და ჩინეთიდან არის. „მესამე წელია ვიღებთ სტუმრებს, პირველ წელს შუა სეზონიდან დავიწყეთ ფუნქციონირება და უკვე მნიშვნელოვანი ზრდა […]